თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2013, 18:16
ავტორი: love united,
ნანახია: 1980,
კომენტარები: 17
მაკედა თავის შანს ელის
ManUtd.com-მა აიღო ინტერვიუ ფედერიკო მაკედასგან, რომელიც ამ დროისთვის ”იუნაიტედის” 21 წლამდელთა გუნდში თამაშობს...
მაკედა თავის შანს ელის
შენ გაქვს შესანიშნავი სეზონი ”იუნაიტედის” 21 წლამდელთა გუნდში.კმაყოფილი ხარ შენი ფორმით?

კი, მაგრამ ჩემთვის ჩემს ფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდის შედეგებია.მინდა კიდევ უფრო დავეხმარო მათ ჩემპიონატის მეორე წრეში.

მწვრთნელმა უორენ ჯოისმა განაცხადა, რომ თქვენ სრული დატვირთვით ვარჯიშობთ და ის კმაყოფილია თქვენით.როგორთ თვლით, ხართ თუ არა ფორმის პიკში?

ვფიქრობ, ვარ ძალიან კარგ ფორმაში და ამით ბედნიერი ვარ.მე უნდა ვუთხრა უორენს მადლობა.ის ჩემთვის ბევრს შრომობს.მე არაერთხელ მითქვამს მისთვის სამადლობელი სიტყვები.ის მეხმარებობდა ფორმის აღდგენაში.

არის თუ არა რთული ითამაშო მარტო თავდასხმაში 21 წლამდელთა გუნდში?

ჩვენ ვთამაშობთ უმეტესად სამი შემტევით, მაგრამ მე უფრო წინ წაწეული ვარ და ვიმყოფები ცენტრში.მე კარგად ვგრძნობ თავს ამ პოზიციაზე.ხშირად ვეხმარები ნახევარმცველებს და ვიწევ უკან.ასე რომ, მარტო ნამდვილად არ ვარ.

შენ განსაკუთრებულად კარგად საშობაო პერიოდში თამაშობდი.იტანდი ბევრ გოლს, რაც ძალიან ეხმარებოდა მანჩესტერს...

დიახ, ეს იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის და გუნდისთვის.ჩვენ უნდა მოგვეგო იმ პერიოდის ორი შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებოდით ექვსეულის მიღმა.ამის გათვალისწინებით, ძალიან გახარებული ვარ ორი მოგებით.”იუნაიტედის” რეზერვები, როგორც მთავარი კლუბი, საუკეთესოა ინგლისში, ამიტომაც ყოველთვის ბოლომდე გვმართებს ბრძოლა.

შენ კარგად თამაშობდი დევიდ პეტრუჩისთან ერთად.ალბათ იმიტომ, რომ კარგად იცნობდით ერთმანეთს, არა?

მასთან ერთად ვთამაშობდი 11 წელი!მე ვიცნობ მას 10 წლის ასაკიდან.ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ.რომშიც ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით.იგი ჩემი კარგი მეგობარია.იმედია, ”პიტერბროში” თავს კარგად წარმოაჩენს.მე მას გვერდით ვუდგავარ.

როგორ ფიქრობ, კარგია პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიპში გადასვლა მისთვის?

რათქმაუნდა.ეს მისი პირველი პროფესიონალური გუნდი იქნება.დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს იგი კარგად გამოიყენებს და მალე უკან დაგვიბრუნდება.

მან უკუსვლა განიცადა ტრავმის შემდეგ...

ის ლაზარეთში დაახლოებით 2 წელი იყო.მან თამაში 1 წელია რაც განაახლა.იმედი მაქვს, დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში და გამოადგება ”პიტერბროს”.

შენ ახლოს ხარ ”იუნაიტედის” ძირითად გუნდში დაბრუნებასთან.”ვესტ ჰემთან” მატჩში იჯექი სათადარიგო სკამზე.გააგრძელებ ბრძოლას ძირითად გუნდში მოსახვედრად?

რათქმაუნდა.მე ყოველთვის ბევრს ვვარჯიშობ.ჩემს კვალდაკვალ გუნდში არიან უმაღლესი კლასის ფორვარდები-უეინი, რობინი, ჩიჩა, ველბეკი.ძალიან რთულია ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, მაგრამ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და ყოველთვის ვეცდები მაქსიმუმის გაკეთებას.

როგორ ფიქრობ, კმაყოფილია რეზერვების მწვრთნელი შენი ფორმით?

მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი.მე ვარ შემტევი ყოველ თამაშში ვცდილობ გოლის გატანას.კარგია, როდესაც ხარ საუკეთესო მეგოლე მანჩესტერის 21 წლამდელთა გუნდში.მე გახარებული ვარ.

შენი ბოლო არენდა არ იყო წარმატებული.ახალ კლუბში შენი გადასვლისთანავე შეიცვალნენ მწვრთნელები...

მე მაქვს ცუდი ბედი არენდებთან დაკავშირებით.მაგრამ იქ ყოფნა გამომადგა მე.მაინც შევძელი განვითარება და დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ მომიწევს სხვა კლუბში არენდით წასვლა, კარგად ვითამაშებ.მე ორჯერ მომიწია სხვა ქალაქში გადაბარგება და კიდევ თუ მომიწევს, არ გავნაწყენდები, პირიქით ვეცდები მაქსიმუმის გაკეთებას.”

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: love united
14 იანვარი 2013 18:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავი მგონი ცუდი არაა...
0
№2
ავტორი: UTD-Rule
14 იანვარი 2013 18:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
love united,
კარგია მარა მაკედა წავიდეს იუნაიტედიდან სჯობს biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: love united
14 იანვარი 2013 18:24
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
UTD-Rule
ეგ თავისთავად... wink
0
№4
ავტორი: R.v.Persie
14 იანვარი 2013 18:33
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
რისი იმედი დარჩენია ამას არ მესმის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№5
ავტორი: gilmour
14 იანვარი 2013 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
love united,
კარგია ცოტა სხვა კუთხითაც დავინახეთ მაკედა.
რა შანსები აქვს შემადგენლობაში მოხვედრის ყველამ კარგად ვიცით მაგრამ წარმატებები ვუსურვოთ ჯერ მაინც პატარაა და რაიცი იქნებ მერე მოუმატოს მაგრა.
0
№6
ავტორი: Zizou
14 იანვარი 2013 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ელოდოს fuckthatbitch
0
№7
ავტორი: Shako Jones
14 იანვარი 2013 18:58
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ამასაც დავკარგავთ რა.
0
№8
ავტორი: Zizou
14 იანვარი 2013 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
Shako Jones,
დიდი დასაკარგი ესარი.გადაგვაყოლა ვილასთან გატანილი გოლი
0
№9
ავტორი: SAF
14 იანვარი 2013 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
წადი რა მოგვცილდი შენი დედაც **** ეს ვინდა რა ჯადოა ტო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№10
ავტორი: love united
14 იანვარი 2013 20:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
gilmour
გაიხარე...ხო საინტერესო ინტერვიუა ნამდვილად...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top