თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2013, 18:16
ავტორი: love united,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 17
მაკედა თავის შანს ელის
ManUtd.com-მა აიღო ინტერვიუ ფედერიკო მაკედასგან, რომელიც ამ დროისთვის ”იუნაიტედის” 21 წლამდელთა გუნდში თამაშობს...
მაკედა თავის შანს ელის
შენ გაქვს შესანიშნავი სეზონი ”იუნაიტედის” 21 წლამდელთა გუნდში.კმაყოფილი ხარ შენი ფორმით?

კი, მაგრამ ჩემთვის ჩემს ფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდის შედეგებია.მინდა კიდევ უფრო დავეხმარო მათ ჩემპიონატის მეორე წრეში.

მწვრთნელმა უორენ ჯოისმა განაცხადა, რომ თქვენ სრული დატვირთვით ვარჯიშობთ და ის კმაყოფილია თქვენით.როგორთ თვლით, ხართ თუ არა ფორმის პიკში?

ვფიქრობ, ვარ ძალიან კარგ ფორმაში და ამით ბედნიერი ვარ.მე უნდა ვუთხრა უორენს მადლობა.ის ჩემთვის ბევრს შრომობს.მე არაერთხელ მითქვამს მისთვის სამადლობელი სიტყვები.ის მეხმარებობდა ფორმის აღდგენაში.

არის თუ არა რთული ითამაშო მარტო თავდასხმაში 21 წლამდელთა გუნდში?

ჩვენ ვთამაშობთ უმეტესად სამი შემტევით, მაგრამ მე უფრო წინ წაწეული ვარ და ვიმყოფები ცენტრში.მე კარგად ვგრძნობ თავს ამ პოზიციაზე.ხშირად ვეხმარები ნახევარმცველებს და ვიწევ უკან.ასე რომ, მარტო ნამდვილად არ ვარ.

შენ განსაკუთრებულად კარგად საშობაო პერიოდში თამაშობდი.იტანდი ბევრ გოლს, რაც ძალიან ეხმარებოდა მანჩესტერს...

დიახ, ეს იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის და გუნდისთვის.ჩვენ უნდა მოგვეგო იმ პერიოდის ორი შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებოდით ექვსეულის მიღმა.ამის გათვალისწინებით, ძალიან გახარებული ვარ ორი მოგებით.”იუნაიტედის” რეზერვები, როგორც მთავარი კლუბი, საუკეთესოა ინგლისში, ამიტომაც ყოველთვის ბოლომდე გვმართებს ბრძოლა.

შენ კარგად თამაშობდი დევიდ პეტრუჩისთან ერთად.ალბათ იმიტომ, რომ კარგად იცნობდით ერთმანეთს, არა?

მასთან ერთად ვთამაშობდი 11 წელი!მე ვიცნობ მას 10 წლის ასაკიდან.ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ.რომშიც ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით.იგი ჩემი კარგი მეგობარია.იმედია, ”პიტერბროში” თავს კარგად წარმოაჩენს.მე მას გვერდით ვუდგავარ.

როგორ ფიქრობ, კარგია პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიპში გადასვლა მისთვის?

რათქმაუნდა.ეს მისი პირველი პროფესიონალური გუნდი იქნება.დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს იგი კარგად გამოიყენებს და მალე უკან დაგვიბრუნდება.

მან უკუსვლა განიცადა ტრავმის შემდეგ...

ის ლაზარეთში დაახლოებით 2 წელი იყო.მან თამაში 1 წელია რაც განაახლა.იმედი მაქვს, დაბრუნდება ჩვეულ ფორმაში და გამოადგება ”პიტერბროს”.

შენ ახლოს ხარ ”იუნაიტედის” ძირითად გუნდში დაბრუნებასთან.”ვესტ ჰემთან” მატჩში იჯექი სათადარიგო სკამზე.გააგრძელებ ბრძოლას ძირითად გუნდში მოსახვედრად?

რათქმაუნდა.მე ყოველთვის ბევრს ვვარჯიშობ.ჩემს კვალდაკვალ გუნდში არიან უმაღლესი კლასის ფორვარდები-უეინი, რობინი, ჩიჩა, ველბეკი.ძალიან რთულია ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, მაგრამ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და ყოველთვის ვეცდები მაქსიმუმის გაკეთებას.

როგორ ფიქრობ, კმაყოფილია რეზერვების მწვრთნელი შენი ფორმით?

მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი.მე ვარ შემტევი ყოველ თამაშში ვცდილობ გოლის გატანას.კარგია, როდესაც ხარ საუკეთესო მეგოლე მანჩესტერის 21 წლამდელთა გუნდში.მე გახარებული ვარ.

შენი ბოლო არენდა არ იყო წარმატებული.ახალ კლუბში შენი გადასვლისთანავე შეიცვალნენ მწვრთნელები...

მე მაქვს ცუდი ბედი არენდებთან დაკავშირებით.მაგრამ იქ ყოფნა გამომადგა მე.მაინც შევძელი განვითარება და დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ მომიწევს სხვა კლუბში არენდით წასვლა, კარგად ვითამაშებ.მე ორჯერ მომიწია სხვა ქალაქში გადაბარგება და კიდევ თუ მომიწევს, არ გავნაწყენდები, პირიქით ვეცდები მაქსიმუმის გაკეთებას.”

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
14 იანვარი 2013 21:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
წადი სხვაგან,თავს უშველე
0
№12
ავტორი: Malboro463
14 იანვარი 2013 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
წადი კიკო სახვა გუნდში
0
№13
ავტორი: don_vini
14 იანვარი 2013 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ამ საიტზე ვითომ ვაპირებდით რომ ცენზურა დაგეცვათ ,თან მითუმეტეს მანჩესტერის ფეხბურთელებზე..სტატია დაიდო რომ მოდით სხვა გუნდებზე ვიყოთ ისეთები,რომ არ ვაგინოთო.და აგდებთ მანჩესტერის ფეხბურთელს.რატომ? ასტონ ვილასთან რომ გაიტანა გოლი ? არ შეიძლება რააა.

თუ რა გააფუჭა ??? მანჩესტერისთვის უნდოდა რომ ბევრი გააკეთოს.ან უნდოდა.უყვარდამაინც.ცუდათ ხო არ გაუკეთებია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№14
ავტორი: Vodafone
14 იანვარი 2013 23:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამისთვსვე ჯობია წავიდეს
0
№15
ავტორი: Hernandez
15 იანვარი 2013 00:59
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
მაკედა არა ცუდი იგროკი სულაც არ მინდა მაგის წასვლა
0
№16
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2013 02:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
don_vini,
მაგ დამრღვევს აეკრძალა საიტზე კომენტარის წერა 30 დღით! მაგალითი იყოს ყველასთვის, ის სიახლეები ტყუილად არ დადებულა, ამას ყველა გააკონტროლებს
0
№17
ავტორი: red devil
15 იანვარი 2013 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Midi miaweqi makeda didi shansi gaq ziritadis fexurtelebs bucebi gauwmindo midi miaweqi bolomde:D:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top