თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2016, 12:47
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 4292,
კომენტარები: 23
4 მანჩესტერელი ტურის სიმბოლურში
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი.
4 მანჩესტერელი ტურის სიმბოლურში
Goal.com-მა პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხი ფეხბურთელი: ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოხვდნენ.

გასულ ტურში "წითელმა ეშმაკებმა" "საუტჰემპტონს" უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულება მოახერხა. შვედმა ჯერ რუნის ჩაწოდებით ისარგებლა, შემდეგ კი შოუს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით

მეკარე: პეტერ ჩეხი ("არსენალი")

მცველები: ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ლორან კოშელნი ("არსენალი"), მეისონ ჰოლგეიტი ("ევერტონი"), ანტონიო ვალენსია ("მანჩესტერ იუნაიტედი")

ნახევარმცველები: ედენ აზარი ("ჩელსი"), სტივენ დეფური ("ბარნლი"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრისტიან სტუანი ("მიდლსბრო")

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

4 მანჩესტერელი ტურის სიმბოლურში
სიახლეები
23 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 აგვისტო 2016 12:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფლანგებმა მართლა მაგრად ითამაშეს, შოუმ მოუხშირა წინ გადასვლას და მაგრად მიხარია, პასი უნდა ისწავლოს, როგორც წესი ეგ არ გამოდის ხოლმე, არადა დანარჩენს ძაან მაგრად აკეთებს, სისწრაფით ბევრს ჯაბნის
0
№2
ავტორი: Lev
22 აგვისტო 2016 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ციტატა: გიორგი
ფლანგებმა მართლა მაგრად ითამაშეს, შოუმ მოუხშირა წინ გადასვლას და მაგრად მიხარია, პასი უნდა ისწავლოს, როგორც წესი ეგ არ გამოდის ხოლმე, არადა დანარჩენს ძაან მაგრად აკეთებს, სისწრაფით ბევრს ჯაბნის

შოუ და მარსიალი ნელნელა ისევ შეთამაშდებიან და შეუჩერებელი მარცხენა ფლანგი გვეყოლება დამიჯერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Mufc7
22 აგვისტო 2016 12:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ამას რას მოვესწარი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Byakugan
22 აგვისტო 2016 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ფენტეზიში მყავს შოუ და პოგბა derphappycry
0
№5
ავტორი: გაბადაძე
22 აგვისტო 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
რას მოვესწარით 4 ფეხბურთელი სიმბოლურში ❤ვან გალის დროს ერთიც ძლივს იყო ხოლმე და ისიც მარსიალი ან დეხეა ყველაზე ხშირად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: GeorgeBest
22 აგვისტო 2016 13:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს goal.com-ის ვერსიაა, სამწუხაროდ პრემიერ ლიგის ვერ დავდე, ვერ მივაგენი საიტზე, ან უბრალოდ აღარ აქვთ
0
№7
ავტორი: chudikone
22 აგვისტო 2016 13:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ანტონიო ვალენსია ("მანჩესტერ იუნაიტედი")

derpwhy derpwhy derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: lefty
22 აგვისტო 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ციტატა: გაბადაძე
რას მოვესწარით 4 ფეხბურთელი სიმბოლურში ❤ვან გალის დროს ერთიც ძლივს იყო ხოლმე და ისიც მარსიალი ან დეხეა ყველაზე ხშირად

wink ბოლოს როდის ვნახე 4 კაცი სიმბოლურში აღარ მახსოვს
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
22 აგვისტო 2016 13:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
შოუ უკანასკნელ ტურში ძალიან მაგარი იყო, რისი თქმაც შემიძლია ვალენსიაზე, დაცვა დირკააო იძახდნენ და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოთხივე მცველმა. ჯერ არ ვიცით რა მოხდება, წინ ძალიან რთული მატჩები გველის და მაშინ გამოჩნდება ყველაფერი. პოგბა სტადიონზე ნებივრობდა და თავისუფლად აკეთებდა ყველაფერს love
0
№10
ავტორი: zurazura
22 აგვისტო 2016 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: JuanMata
დე ხეას ცენზურა wink
არ უნდოდა ვან გაალი, სულ სიმბოლურში იყო.

მომეწონა ))))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top