თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2016, 12:47
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 4293,
კომენტარები: 23
4 მანჩესტერელი ტურის სიმბოლურში
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი.
4 მანჩესტერელი ტურის სიმბოლურში
Goal.com-მა პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხი ფეხბურთელი: ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოხვდნენ.

გასულ ტურში "წითელმა ეშმაკებმა" "საუტჰემპტონს" უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულება მოახერხა. შვედმა ჯერ რუნის ჩაწოდებით ისარგებლა, შემდეგ კი შოუს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით

მეკარე: პეტერ ჩეხი ("არსენალი")

მცველები: ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ლორან კოშელნი ("არსენალი"), მეისონ ჰოლგეიტი ("ევერტონი"), ანტონიო ვალენსია ("მანჩესტერ იუნაიტედი")

ნახევარმცველები: ედენ აზარი ("ჩელსი"), სტივენ დეფური ("ბარნლი"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრისტიან სტუანი ("მიდლსბრო")

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

4 მანჩესტერელი ტურის სიმბოლურში
სიახლეები
23 კომენტარი
№21
ავტორი: manuchari
22 აგვისტო 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
უკვე გუნდა დაეტყო თამაში ორი სეზონი ვერავი ვერ ხვდებოდა მარტო დეხეა თუ მოხვდებოდა სააგოლ ბიჩებს მიდით
0
№22
ავტორი: jokero89
22 აგვისტო 2016 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
wink
0
№23
ავტორი: JuanMata
22 აგვისტო 2016 22:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: LASHQARA
და ფენტეზიში სხვა სიმბოლურს რატომ აჩვენებს ???


ფენტეზი სხვანაირად ითვლის ქულებს, შეიძლება ფეხბურთელს არც გოლი ჰქონდეს გატანილი და არც საგოლე პასი, მაგრამ საუკეთსო იყოს გუნდში და ფენტეზიში ქულები ემატება: გოლზე, საგოლე პასზე, კარის მშრალად შენახვაზე და ა.შ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top