ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ გამოჩნდა ჰენრიხ მხითარიანი უკანასკნელ 2 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში.
კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო "იუნაიტედის" ოფიციალური მატჩები სომეხმა ნახევარმცველმა პირველივე წუთებიდან, ჟოზემ უპასუხა: "საქმე ვარიანტებს ეხება. მე "ლესტერთან" მატჩისთვის ვემზადებოდი და ვიფიქრე, რომ ლინგარდის სისწრაფე მჭირდებოდა. რაც შეეხება "ბორნმუთთან" მატჩს, გადავწყვიტე, რომ მეტოქეზე დიდი პრესინგის განსახორციელებლად ხუან მატა დამეხმარებოდა. მას პრესინგისთვის შეუძლია თავისუფალი ზონის გამოყენება და ეს ნამდვილად სასარგებლო იყო ჩვენთვის.
გადავწყვიტე, რომ ორივე მატჩში იბრაჰიმოვიჩთან ყველაზე ახლოს რუნი ითამაშებდა, რის გამოც მიკი სკამზე დავსვი. როდესაც მწვრთნელები ყიდულობენ ფეხბურთელებს, ფიქრობენ, რომ საკუთარი აზრი უნდა დაიცვან და ახალწვეულებს ყოველთვის ათამაშებენ, მაგრამ მე ასეთი მენეჯერების რიცხვს არ მივეკუთვნები. ჩემს ინტერესებში გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია და ვაკეთებ ისე, როგორც ეს გუნდისთვის იქნება კარგი.
ვიგრძენი, რომ რუნი და ლინგარდი იქნებოდნენ ამ მატჩებში საუკეთესონი და პრემიერ ლიგის რეალობაზე დაყრდნობით სწორედ მათი დაყენება გადავწყვიტე. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებ ამაზე საუბარს, მხითარიანი - ეს სუპერ ფეხბურთელია, რომელიც უახლოეს სეზონებში გუნდს ძალიან ბევრს შემატებს,"-აცხადებს მოურინიო.