თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2016, 21:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3107,
კომენტარები: 11
ჟოზე: "მხითარიანი გუნდს ძალიან ბევრს შემატებს"
მოურინიო მხითარიანზე საუბრობს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ გამოჩნდა ჰენრიხ მხითარიანი უკანასკნელ 2 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო "იუნაიტედის" ოფიციალური მატჩები სომეხმა ნახევარმცველმა პირველივე წუთებიდან, ჟოზემ უპასუხა: "საქმე ვარიანტებს ეხება. მე "ლესტერთან" მატჩისთვის ვემზადებოდი და ვიფიქრე, რომ ლინგარდის სისწრაფე მჭირდებოდა. რაც შეეხება "ბორნმუთთან" მატჩს, გადავწყვიტე, რომ მეტოქეზე დიდი პრესინგის განსახორციელებლად ხუან მატა დამეხმარებოდა. მას პრესინგისთვის შეუძლია თავისუფალი ზონის გამოყენება და ეს ნამდვილად სასარგებლო იყო ჩვენთვის.

გადავწყვიტე, რომ ორივე მატჩში იბრაჰიმოვიჩთან ყველაზე ახლოს რუნი ითამაშებდა, რის გამოც მიკი სკამზე დავსვი. როდესაც მწვრთნელები ყიდულობენ ფეხბურთელებს, ფიქრობენ, რომ საკუთარი აზრი უნდა დაიცვან და ახალწვეულებს ყოველთვის ათამაშებენ, მაგრამ მე ასეთი მენეჯერების რიცხვს არ მივეკუთვნები. ჩემს ინტერესებში გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია და ვაკეთებ ისე, როგორც ეს გუნდისთვის იქნება კარგი.

ვიგრძენი, რომ რუნი და ლინგარდი იქნებოდნენ ამ მატჩებში საუკეთესონი და პრემიერ ლიგის რეალობაზე დაყრდნობით სწორედ მათი დაყენება გადავწყვიტე. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებ ამაზე საუბარს, მხითარიანი - ეს სუპერ ფეხბურთელია, რომელიც უახლოეს სეზონებში გუნდს ძალიან ბევრს შემატებს,
"-აცხადებს მოურინიო.

წყარო: ManUtd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
20 აგვისტო 2016 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ციტატა: tedore
სილქუნივერსალზე არ აჩვენებენ მალაგას თამაში იქნება. ისე პოგბა ძირითადში იწყებს ვნახოთ რას იზამს

მაადლობა ძმა ესენი რა კვერცხები არიან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top