თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2016, 15:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3448,
კომენტარები: 19
მოურინიო და ერერა პოზიციაზე შეთანხმდნენ
ჟოზე და ანდერი მატჩის წინ.
მოურინიო და ერერა პოზიციაზე შეთანხმდნენ
ანდერ ერერამ MUTV-სთან აღიარა, რომ ახალ ბოსთან უკვე ისაუბრა ცენტრალურ ნახევარდაცვაში მის სიღრმისეულ პოზიციაზე და ორივე დათანხმდა იმას, რომ ესპანელს შეუძლია ამ სეზონში "იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

"ბორნმუთთან" მატჩის დროს ანდერი მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო და კარგი თამაშის გამო, საფეხბურთო ექსპერტმა და "იუნაიტედის" ლეგენდამ იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

"მე უნდა მქონდეს გუნდში განსხვავებული როლი და ვიმედოვნებ, რომ მწვრთნელისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი ვიქნები. უკვე ვესაუბრე მენეჯერს და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მე შემიძლია ვიყო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პოზიციებზე გუნდს დავეხმარო. ვფიქრობ, რომ ასევე გუნდისთვის ძალიან ბევრ ბურთს მოვიგებ. ჩემი ინსტიქტია უკანა ხაზზე ბურთის მოგება და მისი სწრაფად განაწილება.

თავს ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. გუნდი არის კომფაქტური, როდესაც ბურთს ფლობ, უნდა გრძნობდე, რომ შენ გარშემო მყოფ 2-3 თანაგუნდელთან ერთად პრესინგზე ხარ. გუნდის დახმარებას მე სწორედ ამ გზით ვაპირებ,"


ერერამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდა ამ სეზონში გუნდი.

"ვგრძნობ, რომ გუნდის დონე მაღლა მიიწევს. ვფიქრობ, რომ ერთად ჩვენ ბევრი კარგი რამის მიღება შეგვიძლია, ასევე შევძლებთ ამ სეზონში რაიმე განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს, არა იმიტომ, რომ უკანასკნელ 2 მატჩში გამარჯვებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ნახოთ ყოველდღე ჩვენ ვარჯიშის სესია, იგრძნობთ რაღაც განსაკუთრებულს, რადგან ყველა ბედნიერია. ჩვენ გვსურს ვითამაშოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ასევე გვინდა ჩვენი ფორმა შევინარჩუნოთ, რადგან სეზონი დიდხანს გრძელდება.

მახსენდება, "ბორნმუთთან" მატჩის წინ, მწვრთნელმა გვითხრა, რომ თუ გავიტანდით ერთ გოლს, უნდა გვეფიქრა მეორეზე, რადგან ცხრილის სათავეში ყოფნა გვსურდა. ასე რომ, ეს კარგი მენტალიტეტია,"


ანდერმა ასევე ახალწვეულ, პოლ პოგბაზე ისაუბრა, ფეხბურთელზე, რომელსაც ბევრი აღმაფრთოვანებელი რამ აქვს: "ის ტოპ ფეხბურთელია. შესაძლოა მსოფლიოში ის არის საუკეთესო ხუთ ფეხბურთელს შორის ერთ-ერთი, ვინც ჩვენს გუნდში თამაშობს. მას შეუძლია მოედნის დაფარვა, გოლების გატანა, დრიბლინგი, დაცვა, მას შეუძლია ყველაფერი. ჩვენ ვართ ძალიან იღბლიანები, რომ იგი ჩვენთან თამაშობს.

პოლი ყველაფერში კარგია, ამიტომ ჩვენ მასთან ურთიერთობა გვსიამოვნებს. როგორც ნახევარმცველი, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ის ჩემ გვერდით ითამაშებს,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
19 აგვისტო 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
კარგი ბიჭია ეს და ზოგადად ბილბაოო მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელებით გამოირჩევა, მასაც გამოყვა ეგ ხასიათი love am
0
№2
ავტორი: lado123
19 აგვისტო 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
aba tqven icit bibebo
0
№3
ავტორი: ikeoni
19 აგვისტო 2016 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magar kaca ❤️
0
№4
ავტორი: mogeba
19 აგვისტო 2016 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
კარგია
0
№5
ავტორი: kobinio
19 აგვისტო 2016 16:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Vangaalma daukarga is sikashkashe rac am bichs da saertod manchester qonda da imedia daubruneb joze
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 აგვისტო 2016 16:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Ereras meti sheudzlia da imedia moumatebs am sezonshi
0
№7
ავტორი: The Special One
19 აგვისტო 2016 16:44
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ikeoni
Magar kaca ❤️

არ გბეზრდება სულ ამის დაკომენტარება პოსტების 40 % ზე? what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: tyeshela1
19 აგვისტო 2016 17:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ძაან მაგარი ფეხბურთელია და ვან გაალს ვინ ყავდა ამაზე უკეთესი სკამზე რო დასვა ნაღდად არ ვიცი. ბევრ გოლს იტანს და თან ძაან მალე შეეგუა ეპლს
0
№9
ავტორი: ikeoni
19 აგვისტო 2016 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
ციტატა: NoisyBoy
ციტატა: ikeoni
Magar kaca ❤️

არ გბეზრდება სულ ამის დაკომენტარება პოსტების 40 % ზე? what

Shen vin gekitxeba me ras davwer???
0
№10
ავტორი: tyeshela1
19 აგვისტო 2016 17:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ძაან მაგარი ფეხბურთელია და ვან გაალს ვინ ყავდა ამაზე უკეთესი სკამზე რო დასვა ნაღდად არ ვიცი. ბევრ გოლს იტანს და თან ძაან მალე შეეგუა ეპლს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top