თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2016, 15:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3449,
კომენტარები: 19
მოურინიო და ერერა პოზიციაზე შეთანხმდნენ
ჟოზე და ანდერი მატჩის წინ.
მოურინიო და ერერა პოზიციაზე შეთანხმდნენ
ანდერ ერერამ MUTV-სთან აღიარა, რომ ახალ ბოსთან უკვე ისაუბრა ცენტრალურ ნახევარდაცვაში მის სიღრმისეულ პოზიციაზე და ორივე დათანხმდა იმას, რომ ესპანელს შეუძლია ამ სეზონში "იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

"ბორნმუთთან" მატჩის დროს ანდერი მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო და კარგი თამაშის გამო, საფეხბურთო ექსპერტმა და "იუნაიტედის" ლეგენდამ იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

"მე უნდა მქონდეს გუნდში განსხვავებული როლი და ვიმედოვნებ, რომ მწვრთნელისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი ვიქნები. უკვე ვესაუბრე მენეჯერს და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მე შემიძლია ვიყო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პოზიციებზე გუნდს დავეხმარო. ვფიქრობ, რომ ასევე გუნდისთვის ძალიან ბევრ ბურთს მოვიგებ. ჩემი ინსტიქტია უკანა ხაზზე ბურთის მოგება და მისი სწრაფად განაწილება.

თავს ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. გუნდი არის კომფაქტური, როდესაც ბურთს ფლობ, უნდა გრძნობდე, რომ შენ გარშემო მყოფ 2-3 თანაგუნდელთან ერთად პრესინგზე ხარ. გუნდის დახმარებას მე სწორედ ამ გზით ვაპირებ,"


ერერამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდა ამ სეზონში გუნდი.

"ვგრძნობ, რომ გუნდის დონე მაღლა მიიწევს. ვფიქრობ, რომ ერთად ჩვენ ბევრი კარგი რამის მიღება შეგვიძლია, ასევე შევძლებთ ამ სეზონში რაიმე განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს, არა იმიტომ, რომ უკანასკნელ 2 მატჩში გამარჯვებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ნახოთ ყოველდღე ჩვენ ვარჯიშის სესია, იგრძნობთ რაღაც განსაკუთრებულს, რადგან ყველა ბედნიერია. ჩვენ გვსურს ვითამაშოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ასევე გვინდა ჩვენი ფორმა შევინარჩუნოთ, რადგან სეზონი დიდხანს გრძელდება.

მახსენდება, "ბორნმუთთან" მატჩის წინ, მწვრთნელმა გვითხრა, რომ თუ გავიტანდით ერთ გოლს, უნდა გვეფიქრა მეორეზე, რადგან ცხრილის სათავეში ყოფნა გვსურდა. ასე რომ, ეს კარგი მენტალიტეტია,"


ანდერმა ასევე ახალწვეულ, პოლ პოგბაზე ისაუბრა, ფეხბურთელზე, რომელსაც ბევრი აღმაფრთოვანებელი რამ აქვს: "ის ტოპ ფეხბურთელია. შესაძლოა მსოფლიოში ის არის საუკეთესო ხუთ ფეხბურთელს შორის ერთ-ერთი, ვინც ჩვენს გუნდში თამაშობს. მას შეუძლია მოედნის დაფარვა, გოლების გატანა, დრიბლინგი, დაცვა, მას შეუძლია ყველაფერი. ჩვენ ვართ ძალიან იღბლიანები, რომ იგი ჩვენთან თამაშობს.

პოლი ყველაფერში კარგია, ამიტომ ჩვენ მასთან ურთიერთობა გვსიამოვნებს. როგორც ნახევარმცველი, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ის ჩემ გვერდით ითამაშებს,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
19 აგვისტო 2016 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
zaan klasnia da fasic zalian kargiaqvs........vangaalis debili deda vatire amas romar atamashebda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: MEMPHIS 7
19 აგვისტო 2016 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხო მაგარი ბიჭია ერერა პოგბას შეუწყვილდება
0
№13
ავტორი: Iobashvili
19 აგვისტო 2016 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Xalxo tamashi xom dges aris? Sikze 20shi gamoacxades vinmem mitxarit ra
0
№14
ავტორი: kantona-7
19 აგვისტო 2016 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: Iobashvili
Xalxo tamashi xom dges aris? Sikze 20shi gamoacxades vinmem mitxarit ra

ki dges aris
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№15
ავტორი: Iobashvili
19 აგვისტო 2016 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Madloba genacvale anu silk sporti uberavs.
0
№16
ავტორი: JuanMata
19 აგვისტო 2016 20:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Iobashvili
Madloba genacvale anu silk sporti uberavs.



შეიძლება ჩანაწერს აჩვენებენ 20-ში და მაგის ანონსი იყო, ან უბრალოდ აერიათ. ნამდვილად დღესაა wink
0
№17
ავტორი: Rosso Diavolo
19 აგვისტო 2016 20:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ფიზიკურად ძლიერი არა, მაგრამ სწრაფია, პასებს კარგად ანაწილეს და რაც მთავარია გულით თამაშობს. სეზონი მართლაც კარგად დაიწყო და იმედია ასეთ ფორმას შეინარჩუნებს
0
№18
ავტორი: stepno
19 აგვისტო 2016 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად მევასებიი ერერაა ძაან მაგარი ხააარ
0
№19
ავტორი: gela-manutd
19 აგვისტო 2016 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მიდი ანდერ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top