ჟოზემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
მოგეხსენებათ, ხვალ პრემიერ ლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს, ჟოზე და კამპანია პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე", ბოსმა მატჩზე, ზლატანსა და პოგბაზე ისაუბრა.
პოგბას კონდიციები."სუპერ თასზე "ლესტერთან" ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებმაც მასზე ნაკლები ივარჯიშეს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მათ მატჩი კარგად ჩაატარეს. პოგბას სიტუაციაც მსგავსია, მას არ უთამაშია არც ერთი წუთი, თუმცა თითქმის ორი კვირა ის ჩვენთანაა და ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ხან ჯგუფში, ხან განცალკევებით, ის კარგ ფორმაშია და მზადაა რამდენიმე წუთის სათამაშოდ."
"ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო.კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას დაუბრუნოს "ოლდ ტრაფორდს" შიშის ფაქტორი, ჟოზემ შემდეგი პასუხი გასცა:
"მე არა, მაგრამ გუნდსა და გულშემატკივრებს კი. ყველაზე მთავარი გუნდისა და გულშემატკივრების ურთიერთობით იწყება. თუ "ოლდ ტრაფორდზე" 70 000 გულშემატკივარს რამდენიმე ათასი გულშემატკივარი აჯობებს, ეს ნიშნავს, რომ გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ცუდი ურთიერთობაა და ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა, შიშის ფაქტორიც დაბრუნდება. თუ ჩვენ გვექნება კავშირი, ვიქნებით ერთად, ჩვენი საფეხბურთო სტილისა და გულშემატკივრების გვერდში ყოფნით მეტოქეს აუცილებლად შევაშინებთ, მათ არანაირი შანსი არ ექნებათ."
ზლატანი ბედნიერია."ვხედავ, რომ ის ბედნიერია. ვეკითხები ოჯახის მდგომარეობას და ამბობს რომ ყველა ბედნიერია, მისთვის ოჯახი მთავარია. ის ძალზედ მოტივირებულია და ეჭვგარეშეა, მომდევნო ორი წელი ის ჩვენთან იქნება."
ერიკ ბაიი."ის თამაშობს ახალ ჩემპიონატში და ახალ გუნდში, ბაიი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ძალიან კარგი ბიჭია, წნეხისა და მოლოდინების მიუხედავად ის შესანიშნავად თამაშობს, მოხიბლული ვარ მისით."
იქნება თუ არა ახალი შენაძენი."სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. სპეკულაციები ფონტეზე? არ ვღელავ, არ მაინტერესებს."
ბოლოს მოურინიომ იმაზეც მიანიშნა, რომ გუნდის სათამაშო სტილი პოგბას მოსვლის გამო არ შეიცვლება და ის 4–2–3–1 სათამაშო სისტემით გააგრძელებს ასპარეზობას. ამასთან, შეგახსენებთ იმასაც, რომ კრის სმოლინგს დისკვალიფიკაცია მოეხსნა და მზადაა "წმინდანებთან" სათამაშოდ.
წყარო:
M.E.N