თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2016, 18:22
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3929,
კომენტარები: 13
მოურინიო: "იბრა ჩვენთან იქნება"
ჟოზემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
მოურინიო:
მოგეხსენებათ, ხვალ პრემიერ ლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს, ჟოზე და კამპანია პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე", ბოსმა მატჩზე, ზლატანსა და პოგბაზე ისაუბრა.

პოგბას კონდიციები.

"სუპერ თასზე "ლესტერთან" ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებმაც მასზე ნაკლები ივარჯიშეს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მათ მატჩი კარგად ჩაატარეს. პოგბას სიტუაციაც მსგავსია, მას არ უთამაშია არც ერთი წუთი, თუმცა თითქმის ორი კვირა ის ჩვენთანაა და ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ხან ჯგუფში, ხან განცალკევებით, ის კარგ ფორმაშია და მზადაა რამდენიმე წუთის სათამაშოდ."

"ოლდ ტრაფორდის" ატმოსფერო.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას დაუბრუნოს "ოლდ ტრაფორდს" შიშის ფაქტორი, ჟოზემ შემდეგი პასუხი გასცა:

"მე არა, მაგრამ გუნდსა და გულშემატკივრებს კი. ყველაზე მთავარი გუნდისა და გულშემატკივრების ურთიერთობით იწყება. თუ "ოლდ ტრაფორდზე" 70 000 გულშემატკივარს რამდენიმე ათასი გულშემატკივარი აჯობებს, ეს ნიშნავს, რომ გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ცუდი ურთიერთობაა და ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ. თუ ჩვენ გვექნება ერთობა, შიშის ფაქტორიც დაბრუნდება. თუ ჩვენ გვექნება კავშირი, ვიქნებით ერთად, ჩვენი საფეხბურთო სტილისა და გულშემატკივრების გვერდში ყოფნით მეტოქეს აუცილებლად შევაშინებთ, მათ არანაირი შანსი არ ექნებათ."

ზლატანი ბედნიერია.

"ვხედავ, რომ ის ბედნიერია. ვეკითხები ოჯახის მდგომარეობას და ამბობს რომ ყველა ბედნიერია, მისთვის ოჯახი მთავარია. ის ძალზედ მოტივირებულია და ეჭვგარეშეა, მომდევნო ორი წელი ის ჩვენთან იქნება."

ერიკ ბაიი.

"ის თამაშობს ახალ ჩემპიონატში და ახალ გუნდში, ბაიი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ძალიან კარგი ბიჭია, წნეხისა და მოლოდინების მიუხედავად ის შესანიშნავად თამაშობს, მოხიბლული ვარ მისით."

იქნება თუ არა ახალი შენაძენი.

"სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, მაგრამ ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. სპეკულაციები ფონტეზე? არ ვღელავ, არ მაინტერესებს."

ბოლოს მოურინიომ იმაზეც მიანიშნა, რომ გუნდის სათამაშო სტილი პოგბას მოსვლის გამო არ შეიცვლება და ის 4–2–3–1 სათამაშო სისტემით გააგრძელებს ასპარეზობას. ამასთან, შეგახსენებთ იმასაც, რომ კრის სმოლინგს დისკვალიფიკაცია მოეხსნა და მზადაა "წმინდანებთან" სათამაშოდ.

წყარო:M.E.N
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Dato Sirabidze
18 აგვისტო 2016 23:08
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: MANUTD1878
ბიჭებო ვისაც გესმით მიპასუხეთ გთხოვთ გამაზული მაქვს:D:D:D
ტრანსფერი რო კეთდება სატრანსფერო ღირებულებიდან რაც გადახდილია იქედან ფეხბურთელს ოფიციალურად ეკუთვნის რამე პროცენტი??

რა თქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№12
ავტორი: pol pogba6
19 აგვისტო 2016 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
Vapobt wmindanebs 3:0 ibra martiali rooney egeni sheyrian
0
№13
ავტორი: stepno
19 აგვისტო 2016 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mokleed vnaxavt pogbastan ertadac male manus tamashs :-)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top