"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, პოლ პარკერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონი გუნდის კაპიტნის, უეინ რუნისთვის გადამწყვეტი იქნება.
30 წლის ინგლისელმა "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისმა თამაშმა ფანების კრიტიკა გამოიწვია.
"ეს რუნისთვის გადამწყვეტი სეზონი იქნება. ეს ეხება არა რეკორდის დამხობას, არამედ იმას, დაასრულებს თუ არა კარიერას იგი "მანჩესტერ იუნაიტედში". მან თავი უნდა გამოიჩინოს და აჩვენოს, რომ კლუბში მხოლოდ მარკეტინგის გამო არ არის.
ხალხი ძალიან აფასებს იმას, თუ რასაც მიაღწია მან ბოლო წლებში, გაიტანა ბევრი გოლი, თუმცა ყველაფერს წყვეტს ამჟამინდელი დრო და მას განსჯიან იმით, თუ როგორ თამაშობს ახლა.
ვინც ახლა გაიგებს რუნის შესახებ, იფიქრებს: "ვინ არის ეს ბიჭი? მას ჭარბი წონა აქვს და უბრალოდ ნელია. ეს საშინელი დარტყმა იყო და, როგორც ჩანს, მას სწრაფად გადაადგილება არ შეუძლია."
პოლ პოგბას მოსვლა და მისი თამაშის ხილვა საინტერესო იქნება. იქნება თუ არა ფრანგი იმავე ფორმაში და ითამაშებს ისე, როგორც "იუვენტუსში" ასპარეზობდა?! თუ ის იბრაჰიმოვიჩის უკან ითამაშებს, მაშინ უეინის ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამჟამად რუნი არ თამაშობს ისე, რომ ადგილს იმსახურებდეს. ასე რომ, გუნდში რთული სიტუაციაა,"-ციტირებს პარკერის სიტყვებს Manchester Evening News.