თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2016, 19:20
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3342,
კომენტარები: 13
პარკერი: "ეს რუნისთვის გადამწყვეტი სეზონია"
პოლ პარკერი რუნიზე საუბრობს.
პარკერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, პოლ პარკერი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონი გუნდის კაპიტნის, უეინ რუნისთვის გადამწყვეტი იქნება.

30 წლის ინგლისელმა "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისმა თამაშმა ფანების კრიტიკა გამოიწვია.

"ეს რუნისთვის გადამწყვეტი სეზონი იქნება. ეს ეხება არა რეკორდის დამხობას, არამედ იმას, დაასრულებს თუ არა კარიერას იგი "მანჩესტერ იუნაიტედში". მან თავი უნდა გამოიჩინოს და აჩვენოს, რომ კლუბში მხოლოდ მარკეტინგის გამო არ არის.

ხალხი ძალიან აფასებს იმას, თუ რასაც მიაღწია მან ბოლო წლებში, გაიტანა ბევრი გოლი, თუმცა ყველაფერს წყვეტს ამჟამინდელი დრო და მას განსჯიან იმით, თუ როგორ თამაშობს ახლა.

ვინც ახლა გაიგებს რუნის შესახებ, იფიქრებს: "ვინ არის ეს ბიჭი? მას ჭარბი წონა აქვს და უბრალოდ ნელია. ეს საშინელი დარტყმა იყო და, როგორც ჩანს, მას სწრაფად გადაადგილება არ შეუძლია."

პოლ პოგბას მოსვლა და მისი თამაშის ხილვა საინტერესო იქნება. იქნება თუ არა ფრანგი იმავე ფორმაში და ითამაშებს ისე, როგორც "იუვენტუსში" ასპარეზობდა?! თუ ის იბრაჰიმოვიჩის უკან ითამაშებს, მაშინ უეინის ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამჟამად რუნი არ თამაშობს ისე, რომ ადგილს იმსახურებდეს. ასე რომ, გუნდში რთული სიტუაციაა,"
-ციტირებს პარკერის სიტყვებს Manchester Evening News.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: rooney-scholes
18 აგვისტო 2016 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Ver gaqonda golebi akritikebdit gaaqvs mainc akritikebt tavdasxmashi ayenebs mau da golebs itans da sxva ra moetxoveba ukanac exmareba da ati wlis win ro darboda gijivit win da ikan egre agar iqneba magas sheechviet mtavaria goli gaitanos
0
№12
ავტორი: gela-manutd
18 აგვისტო 2016 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
აუ ნაცენზურა რა რუნი მაინც რუნია
0
№13
ავტორი: Dato Sirabidze
18 აგვისტო 2016 18:39
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ეს რუნიზე გადაკიდებული ტიპია, დაიკიდეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top