თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2016, 13:45
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4857,
კომენტარები: 21
"ეშმაკები" კიდევ ერთი ტრანსფერისთვის ემზადებიან
ვის დაიმატებს "იუნაიტედი"?
"მანჩესტერ იუნაიტედს" ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, კლუბმა შეიძლება გაბრიელ ბარბოსას სახით ისტორიაში რიგით მეშვიდე შენაძენი გააკეთოს.

The Sun-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი", რომელიც "პოლუსის პოზიციაშია", ბრაზილიური "სანტოსის" 19 წლის ფორვარდის, გაბრიელ ბარბოსას შეძენას აპირებს. სავარაუდოდ, გარიგება 48 საათში დასრულდება. მოგეხსენებათ, პოლ პოგბას ტრანსფერის 48 საათში დასრულების შესახებ Sky Italia ორი კვირის განმავლობაში წერდა.

ჟოზე მოურინიო ზაფხულის დასაწყისში ახალგაზრდა ბრაზილიელის შესაძენად თანხების გამოყოფის თაობაზე აშკარად უარზე იყო, თუმცა არ იქნება გასაკვირი, თუ იგი ბარბოსას "ოლდ ტრაფრორდზე" მაინც მოიყვანს.

"მომდევნო ნეიმარად" წოდებული ბარბოსა ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რიოს ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას, სადაც "სელესაო" ოთხშაბათს ნახევარფინალურ ეტაპზე ჰონდურასს დაუპირისპირდება. ბრაზილიელმა მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: M.E.N
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
16 აგვისტო 2016 13:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კაია დავიმატოთ, ახალი რონალდოები და მესები გვყავს და ერთი ნეიმარიც არ გვაწყენს.
0
№2
ავტორი: t123123
16 აგვისტო 2016 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ან ემბოლი და ან გაბრიელის გადმოსვლა მინდოდა !!!
ემბოლი შალკეში წავიდა და მოვიდეს ეს
0
№3
ავტორი: lefty
16 აგვისტო 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რაღაც არ მგონია ამის ნეიმარობა
0
№4
ავტორი: Giggsy
16 აგვისტო 2016 15:18
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
Amas lomgardi jobs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№5
ავტორი: ilker
16 აგვისტო 2016 15:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ახალგაზრდა შემტევები ნამდვილად საჭიროა, თუმცა ეგენი ჩვენ საკმაოდ ბევრი გვყავს გუნდში. თან ისეთი შემდგენლობა გვყავს ჩვენ ახალგაზრდებს არ ეძლევათ დრო და კიდე ვინმეს დამატება რამდენად გვჭირდება არ ვიცი
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
16 აგვისტო 2016 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
იყიდოს თუ უნდა ისე კაი ბიჭია ოლიმპიადაზე უყურე ანის თანაშს და პოტენცი აქვს
0
№7
ავტორი: stepno
16 აგვისტო 2016 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ilker
ახალგაზრდა შემტევები ნამდვილად საჭიროა, თუმცა ეგენი ჩვენ საკმაოდ ბევრი გვყავს გუნდში. თან ისეთი შემდგენლობა გვყავს ჩვენ ახალგაზრდებს არ ეძლევათ დრო და კიდე ვინმეს დამატება რამდენად გვჭირდება არ ვიცი

მეც მაგას ვფიქრობ მაგრამ რაღაცნაირად მაგრად მინდა ეს ბიჭი ესე მგონია მაგარი ფეხბურთელი დადგებაა smile
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 აგვისტო 2016 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა ნორმალირ ბრაზელიელს ახალ ნეიმარს და რობალდინიოს უძახიან, ვნახოთ თუ იყიდეს :დ
0
№9
ავტორი: PaLoMo
16 აგვისტო 2016 15:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
დაიტრიონ კაცოო დაგვჭირდება ზამენაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: kantona-7
16 აგვისტო 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
didad argvichirs magpoziciaze magram tuiyidian iyidon iqneb gamogvadges
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top