თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2016, 13:45
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4870,
კომენტარები: 21
"ეშმაკები" კიდევ ერთი ტრანსფერისთვის ემზადებიან
ვის დაიმატებს "იუნაიტედი"?
"მანჩესტერ იუნაიტედს" ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, კლუბმა შეიძლება გაბრიელ ბარბოსას სახით ისტორიაში რიგით მეშვიდე შენაძენი გააკეთოს.

The Sun-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი", რომელიც "პოლუსის პოზიციაშია", ბრაზილიური "სანტოსის" 19 წლის ფორვარდის, გაბრიელ ბარბოსას შეძენას აპირებს. სავარაუდოდ, გარიგება 48 საათში დასრულდება. მოგეხსენებათ, პოლ პოგბას ტრანსფერის 48 საათში დასრულების შესახებ Sky Italia ორი კვირის განმავლობაში წერდა.

ჟოზე მოურინიო ზაფხულის დასაწყისში ახალგაზრდა ბრაზილიელის შესაძენად თანხების გამოყოფის თაობაზე აშკარად უარზე იყო, თუმცა არ იქნება გასაკვირი, თუ იგი ბარბოსას "ოლდ ტრაფრორდზე" მაინც მოიყვანს.

"მომდევნო ნეიმარად" წოდებული ბარბოსა ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რიოს ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას, სადაც "სელესაო" ოთხშაბათს ნახევარფინალურ ეტაპზე ჰონდურასს დაუპირისპირდება. ბრაზილიელმა მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: M.E.N
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Paul Labile PoGBa
17 აგვისტო 2016 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
რუნი მარსიალი იბრა და თუ გაბიგოლიც დაემატება მოუს ხასიათი რო ვიცი რაშფორდს შეწირავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top