თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2016, 13:15
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3436,
კომენტარები: 29
რედნაპი: "ბაიი გულშემატკივრების ფავორიტი იქნება"
ჯეიმი რედნაპი ერიკ ბაიიზე საუბრობს.
რედნაპი:
ყოფილმა ფეხბურთელმა და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი რედნაპმა გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ, ერიკ ბაიიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოტ დ'იუვარელს "იუნაიტედის" გულშემატკივრები შეიყვარებენ.

"ვილიარეალიდან" 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეძენის შემდეგ, ბაიიმ პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და "ბორნმუთთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

რედნაპმა ბაიი აღწერა, როგორც "ნახევარმცველთა ოცნება" და მისი თამაშის სტილი შეაქო.

"ერიკით ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ის უხეში ალმასია.

ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. ერიკი ძალიან სწრაფია. მე ვნახე "უიგანის" წინააღმდეგ მისი პირველი მატჩი, თუ როგორ ინარჩუნებდა და სუფთად ასრულებდა ჩასრიალებებს, რის შემდეგ გავიფიქრე, რომ ბაიი ძალიან ბევრს იმუშავებდა.

ის ნახევარმცველთა ოცნებაა, რადგან მას ასევე იქაც შეუძლია თამაში. როდესაც ნახევარდაცვაში იღებს ბურთს, დიდი სივრცე აქვს და არის უკომპრომისო. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა იგი უნდა შეიყვარონ.

ის კარგი, ძალიან კარგი მცველია და არ ქმნის მის გარშემო არეულობას, როდესაც წინ აქვს წასასვლელი, ბურთს წინ ისვრის. ის ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, გუნდმა დიდი თანხა მასში სწორად გადაიხადა.

იგი დეილი ბლინდთან ერთად თამაშობდა, რომელმაც ასევე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. მატჩამდე ვფიქრობდი, რომ "ბორნმუთის" ტრიოს წინააღმდეგ მათ დიდი პრობლემები ექნებოდათ, თუმცა ასე არ მოხდა.

ისინი შემდგარი მცველები არიან, რაც შეეხება ბაიის, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ეს იყო "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შესანიშნავი შესრულება. როდესაც პირველ მატჩში ახალწვეული გოლს იტანს, ხოლო მეორე შენაძენი ხდება მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ფანტასტიკურია. ვფიქრობ, მოურინიო მოხარული უნდა იყოს,"


წყარო: Sky Sports
ახალი ამბები, ინტერვიუები
29 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2016 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მართლა კარგი მცველია და დიდი იმედი მაქ ასე გააგრძელებს
0
№2
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2016 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Seriozuli shenazenia da kide moumatebs❤️
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
15 აგვისტო 2016 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მაგარი ბიჭია სგ სმოლინგი და ეს კაი იქნებიან
0
№4
ავტორი: kantona-7
15 აგვისტო 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან მაგარი მცველია!!!სწრაფია ხისტია და რაც ყველაზე უცნაურია მცველებისგან განსხვავებით ბევრად ტეხნიკურია love ესდა სმოლინგი კაი დუეტს შექმნიან დარწმუნებული ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: deqstera
15 აგვისტო 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ყველა რატო ამბობს ბაიი და სმოლინგიო?? რას ერჩით ბლინდს მართლა ვერვხვდები, შეიძლება არარის სმოლინგივით ვირი, მაგრამ ორიდან ერთ ცენტრალურ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი პასი, ბლინდის მსგავსი პასი კი იუნაიტედში კი არა დღევანდელ ფეხბურთში არცერთ ცენტრს არაქვს, პლიუს უჭკვიანესია და ძალიან კარგად კითხულობს თამაშს...

სულ ტყუილად ფიქრობთ რომ სმოლინგი ადვილად დაძლევს ბლინდის ბარიერს მიუხედავად იმისა რომ ჟოზეს ჯანიანი მცველები ევასება
0
№6
ავტორი: DRJBECKHAM
15 აგვისტო 2016 14:08
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
გამაკვიეთ სმოლინგი სადაა? ტრავმა აქვს ამდენი ხანი რამე?
0
№7
ავტორი: kantona-7
15 აგვისტო 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: deqstera
ყველა რატო ამბობს ბაიი და სმოლინგიო?? რას ერჩით ბლინდს მართლა ვერვხვდები, შეიძლება არარის სმოლინგივით ვირი, მაგრამ ორიდან ერთ ცენტრალურ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი პასი, ბლინდის მსგავსი პასი კი იუნაიტედში კი არა დღევანდელ ფეხბურთში არცერთ ცენტრს არაქვს, პლიუს უჭკვიანესია და ძალიან კარგად კითხულობს თამაშს...

სულ ტყუილად ფიქრობთ რომ სმოლინგი ადვილად დაძლევს ბლინდის ბარიერს მიუხედავად იმისა რომ ჟოზეს ჯანიანი მცველები ევასება

ბლინდი არაა ცენტრალური მცველი და მაგიტო ვამბობ მე პირადად და სმოლინგი ბევრად უკეტესია მაგპოზიციაზე ვიდრე ბლინდი!!მიუხედავად იმისრო ბლინდი მაგრად მევასება და ნამდვილად მაგარი პასიაქვს >>>ასერომ ეხლა შენც ნახავ ვინ დადგება სასტავში>>>>საყრდენად მინდა ბლინდი შნეიდერლინს არც შევადარებ იმდენად ჯობია ბლინდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Gio_-O
15 აგვისტო 2016 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
სმოლინგს არ მოუხდენია კარგი შთაბეჭდილება ჩმზე რაღაც აკლია მომატება სჩირდება(saertod vambob rac manchestershi tamashobs)
0
№9
ავტორი: kantona-7
15 აგვისტო 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რაც შეეხება სმოლინგს არამარტო ბლინდს ჯობია ბაილისაც ჯობია და დღეს ევროპაში ერთერთი საუკეთესო მცველია>>>ამას მერვამბობ მგონი წაგიკითხია შენც fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: giorgi_mg
15 აგვისტო 2016 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საინტერესოა რას გადაწყვეტს მოუ ბლინდთან დაკავშირებით, ჭკვიანი+კარგი პასი+ თამაშს იდეალურად კითხულობს+ართმევაზეც საკმაოდ კარგია+ ჩამშლელადაც აქვს ნათამაშები+ცაციაა, ვიღაცა უნდა ამოვარდეს სასტავიდან ჩემი აზრით, ვნახოთ... ბაი და სმოლინგი რომ ცენტრში დადგებიან თითქმის დარწმუნებული ვარ და ბლინდის დასმა სკამზე?

მე მგონია რომ ბლინდი პოგბა ერთად იდეალურ დუეტს შექმნიან ცენტრში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top