თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2016, 13:15
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3437,
კომენტარები: 29
რედნაპი: "ბაიი გულშემატკივრების ფავორიტი იქნება"
ჯეიმი რედნაპი ერიკ ბაიიზე საუბრობს.
რედნაპი:
ყოფილმა ფეხბურთელმა და Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი რედნაპმა გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ, ერიკ ბაიიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოტ დ'იუვარელს "იუნაიტედის" გულშემატკივრები შეიყვარებენ.

"ვილიარეალიდან" 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეძენის შემდეგ, ბაიიმ პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და "ბორნმუთთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

რედნაპმა ბაიი აღწერა, როგორც "ნახევარმცველთა ოცნება" და მისი თამაშის სტილი შეაქო.

"ერიკით ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ის უხეში ალმასია.

ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. ერიკი ძალიან სწრაფია. მე ვნახე "უიგანის" წინააღმდეგ მისი პირველი მატჩი, თუ როგორ ინარჩუნებდა და სუფთად ასრულებდა ჩასრიალებებს, რის შემდეგ გავიფიქრე, რომ ბაიი ძალიან ბევრს იმუშავებდა.

ის ნახევარმცველთა ოცნებაა, რადგან მას ასევე იქაც შეუძლია თამაში. როდესაც ნახევარდაცვაში იღებს ბურთს, დიდი სივრცე აქვს და არის უკომპრომისო. "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა იგი უნდა შეიყვარონ.

ის კარგი, ძალიან კარგი მცველია და არ ქმნის მის გარშემო არეულობას, როდესაც წინ აქვს წასასვლელი, ბურთს წინ ისვრის. ის ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, გუნდმა დიდი თანხა მასში სწორად გადაიხადა.

იგი დეილი ბლინდთან ერთად თამაშობდა, რომელმაც ასევე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. მატჩამდე ვფიქრობდი, რომ "ბორნმუთის" ტრიოს წინააღმდეგ მათ დიდი პრობლემები ექნებოდათ, თუმცა ასე არ მოხდა.

ისინი შემდგარი მცველები არიან, რაც შეეხება ბაიის, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ეს იყო "მანჩესტერ იუნაიტედისგან" შესანიშნავი შესრულება. როდესაც პირველ მატჩში ახალწვეული გოლს იტანს, ხოლო მეორე შენაძენი ხდება მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ფანტასტიკურია. ვფიქრობ, მოურინიო მოხარული უნდა იყოს,"


წყარო: Sky Sports
ახალი ამბები, ინტერვიუები
29 კომენტარი
№21
ავტორი: Lev
15 აგვისტო 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ბლინდი ჩამშლელად ძალიან მაგრად თამაშობდა რამდენჯერაც ითამაშა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№22
ავტორი: Rosso Diavolo
15 აგვისტო 2016 16:20
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბაიი ძაან გიჟია და მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. სმოლინგთან დუეტი მაგარი იქნება და რაც შეეხება ბლინდს, ბოლო მატჩებში უშეცდომოა და ამას არავინ გაუშვებს
0
№23
15 აგვისტო 2016 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ციტატა: deqstera
ყველა რატო ამბობს ბაიი და სმოლინგიო?? რას ერჩით ბლინდს მართლა ვერვხვდები, შეიძლება არარის სმოლინგივით ვირი, მაგრამ ორიდან ერთ ცენტრალურ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი პასი, ბლინდის მსგავსი პასი კი იუნაიტედში კი არა დღევანდელ ფეხბურთში არცერთ ცენტრს არაქვს, პლიუს უჭკვიანესია და ძალიან კარგად კითხულობს თამაშს...

სულ ტყუილად ფიქრობთ რომ სმოლინგი ადვილად დაძლევს ბლინდის ბარიერს მიუხედავად იმისა რომ ჟოზეს ჯანიანი მცველები ევასება


მართალი ხარ ძმა შენ გენაცვალე მთელი სეზონია რაც მაგას ვიძახი რომ არ ყოფილიყო ამოლინგი დე ხეა ოქროს ხელთათმანი ექნებოდა ●ევერტონთან ავტოგოლი გაიტანა და კინაღამ დაგვღუპა,თანაც არა მარტო ევერტონთან ამ სეზონში ყველგან 5 ავტოგოლი აქ რაც მეკარეს ფსიქოლოგიურად ცუდად განაწყობს●არ უვარგა გრძწლი გადაცემა ბლინდს კი შესანიშნავი აქვს FA CUP_ის ფინალში რა გააკეთა ერთი საგოლე შეცდომა და წითელი ბარათი თან ბლინდისგან განსხვავებით სისწრაფეც ნაკლწბად აქვს ...ნუ არვიცი მე სმოლინგი მხოლოდ სათადარიგოს ფეხბურთელად მიღირს
0
№24
ავტორი: JuanMata
15 აგვისტო 2016 17:29
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: deqstera
ყველა რატო ამბობს ბაიი და სმოლინგიო?? რას ერჩით ბლინდს მართლა ვერვხვდები, შეიძლება არარის სმოლინგივით ვირი, მაგრამ ორიდან ერთ ცენტრალურ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი პასი, ბლინდის მსგავსი პასი კი იუნაიტედში კი არა დღევანდელ ფეხბურთში არცერთ ცენტრს არაქვს, პლიუს უჭკვიანესია და ძალიან კარგად კითხულობს თამაშს...

სულ ტყუილად ფიქრობთ რომ სმოლინგი ადვილად დაძლევს ბლინდის ბარიერს მიუხედავად იმისა რომ ჟოზეს ჯანიანი მცველები ევასება


გეთანხმები, ეს დუეტი ძაან კარგად გამოიყურება, საინტერესოა სმოლინგი რომ დაბრუნდება რას იზამს ჟოზე.

თუმცა ერთადერთი შეიძლება ბლინდი საყრდენად აწიოს, სადაც კიდევ უკეთესი იქნება. ბლინდი და პოგბა ცენტრში ვფიქრობ ძაან მაგარი იქნება.

ყველა თამაშში კარგად ჩანს რომ ჭკვიანი, ტექნიკური და კარგი პასის მქონე ნახევარმცველები ჭირდება გუნდს და არა ცარიელი კუნთების გროვა.
0
№25
ავტორი: dachi_mu
15 აგვისტო 2016 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ბლინდს არავინ ერჩის,უბრალოდ ყველა თამაშში ვერ დააყენებ ცენტრში რა,გვახსოვს რატო წავაგეთ ვესტემთან თუ დაგვავიწყდა? ესეა..ბლინდს რო ასი აქ და ჭკვიანია,და გუნდს ტვინი აკლდაა..იმისთვის იყიდეს პოგბა 105 მილიონად,იქ სადაც პოგბა იქნება ბლინდს შეტევების დასაწყებად არავინ მიმართავს smile
0
№26
ავტორი: kantona-7
15 აგვისტო 2016 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: მანჩესტერ იუნაიტედი
ციტატა: deqstera
ყველა რატო ამბობს ბაიი და სმოლინგიო?? რას ერჩით ბლინდს მართლა ვერვხვდები, შეიძლება არარის სმოლინგივით ვირი, მაგრამ ორიდან ერთ ცენტრალურ მცველს მაინც უნდა ჰქონდეს კარგი პასი, ბლინდის მსგავსი პასი კი იუნაიტედში კი არა დღევანდელ ფეხბურთში არცერთ ცენტრს არაქვს, პლიუს უჭკვიანესია და ძალიან კარგად კითხულობს თამაშს...

სულ ტყუილად ფიქრობთ რომ სმოლინგი ადვილად დაძლევს ბლინდის ბარიერს მიუხედავად იმისა რომ ჟოზეს ჯანიანი მცველები ევასება


მართალი ხარ ძმა შენ გენაცვალე მთელი სეზონია რაც მაგას ვიძახი რომ არ ყოფილიყო ამოლინგი დე ხეა ოქროს ხელთათმანი ექნებოდა ●ევერტონთან ავტოგოლი გაიტანა და კინაღამ დაგვღუპა,თანაც არა მარტო ევერტონთან ამ სეზონში ყველგან 5 ავტოგოლი აქ რაც მეკარეს ფსიქოლოგიურად ცუდად განაწყობს●არ უვარგა გრძწლი გადაცემა ბლინდს კი შესანიშნავი აქვს FA CUP_ის ფინალში რა გააკეთა ერთი საგოლე შეცდომა და წითელი ბარათი თან ბლინდისგან განსხვავებით სისწრაფეც ნაკლწბად აქვს ...ნუ არვიცი მე სმოლინგი მხოლოდ სათადარიგოს ფეხბურთელად მიღირს

ras laparakob zmao rais blindia smolingze swrafi tamashebs xomuyureb da magas rogor ambob roca blindi gundshi yvelaze nelia da smolingi zalian swrafia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№27
ავტორი: The Special One
15 აგვისტო 2016 20:15
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ერთი ის პრობლემა აქ ბლინდს დაცვაში რო, ნებისმიერი კაი შემტევი ათრევს + მეორე სართულზე სუსტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№28
ავტორი: man21utd
15 აგვისტო 2016 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
ბაიი ძაან კაი მცველია მაგრამ რიგ მომენტებში ბურთს ძაან წინ იგდებს და მაგას დაუმუღამებენ ფორვარდები. მგონი რო ბაილი სმოლინგის წყვილი იდეალური იქნება თუ რომელიმე ტრამვას მიიღებს ბლინდი უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. აი შოუს ადგილზე შესაძლებელია ბლინდის გამოყენება რადგან ფლანგიდან შოუზე კარგად აწვდის და დაცვაშიც უკეთესია
0
№29
ავტორი: stepno
15 აგვისტო 2016 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიანნ მაგარიიაა უძლიერესია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top