თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2016, 11:33
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3845,
კომენტარები: 11
მოურინიომ მატა შეაქო
ჟოზე ხუან მატაზე საუბრობს.
მოურინიომ მატა შეაქო
"ბორნმუთთან" დამაჯერებელი ანგარიშით (1:3) გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ხუან მატათი, რომელმაც აღნიშნულ მატჩში ანგარიში გახსნა, ძალიან კმაყოფილია.

მატამ გოლის გატანა "ალუბლების" მცველის, საიმონ ფრენცისის ორმაგი შეცდომის შემდეგ შეძლო, თუმცა მოურინიო მიიჩნევს, რომ ესპანელის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პორტუგალიელმა სპეციალისტმა იგი ღიად აქო.

"ეს იყო მნიშვნელოვანი, ჭკვიანური გოლი. გოლი, რომელიც გააქვს იმას, ვინც ფლობს საფეხბურთო ინსტიქტს. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან მასთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ზუსტად ვიცი, თუ რა შეიძლება ხუანმა მისცეს კლუბს. როდესაც მატჩი მისთვის იდეალურად მიდის, მე მას ბოლომდე ვენდობი.

ხუანითა და მთელი გუნდით ძალიან მოხარული ვარ, ასევე ბედნიერი ვარ იმათი, ვინც მოედანზე ბოლოს გამოვიდა და სკამზე დარჩა. უნდა ვიგრძნო, რომ ჩვენ ერთიანი ვართ.

ჩვენ ვაშენებთ რაღაც ძლიერს და ასეთის შესაქმნელად გჭირდება ფეხბურთელები როგორც სკამზე, ასევე განაცხადის მიღმა. ჩვენ ყველანი წითელი ოჯახი ვართ. გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ათას გულშემატკივართან ერთად ვიგრძენით, რის გამოც "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველოდები,"
-ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
15 აგვისტო 2016 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაია მატა მეც მომეწონა შეტევაში მაგრამ ორი ძალიან დიდი მინუსიაქვს ძალიან ნელია და ყველა ორთაბრძოლა წააგო აფსოლიტურად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: ერეკლე
15 აგვისტო 2016 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ხალხო იანუზაი სანდერლენდში გადავიდა.
0
№3
ავტორი: stepno
15 აგვისტო 2016 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვაა პირველზ ევაართ wink wink კაია მატაა ეგრე გააგრძელეე
0
№4
ავტორი: PaLoMo
15 აგვისტო 2016 12:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
აგარ მახსოვს ცხრილის სატავაში როდის ვიყავით :/ what მაგრამ იმედაი აგარ ცჰამოვიალტ ქვემოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Rosso Diavolo
15 აგვისტო 2016 12:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს მატაზე ხშირად საუბრობს რაღაც wink ამის ათამაშებას ველი და იმედია ამ სეზონში დაუბრუნდება საკუთარ ფორმას
0
№6
ავტორი: giorgiginturi
15 აგვისტო 2016 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ყველას გილოცავთ wink და ამ ადგილას დაემთავრებინოს იუნაიტედს ეს სეზონი სად ეხლაა ცხრილში winked

იბრა........ბებერი მგელია ბაზარი არაა და კიდევ ბევრს გაიტანს ამ სქემით wink მარა მე რუნის ათამაშებას და
ძველ გიჯურ გოლებს ველოდები..... fellow სიამოვნებით ვიხილავდი მას ბომბარდირს სეზონის ბოლოს good2
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 აგვისტო 2016 13:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
თვოთონ მატას მაინც არ ევასება მოუ :დ
0
№8
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Xuanito magar kaca❤️
0
№9
ავტორი: kantona-7
15 აგვისტო 2016 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: ერეკლე
ხალხო იანუზაი სანდერლენდში გადავიდა.

ერთი კვირაა უკვე იჯარით გადავიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: nika manchester
15 აგვისტო 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
იმედია მატას დატოვებს მაინც გამოგვადგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top