თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2016, 11:33
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3846,
კომენტარები: 11
მოურინიომ მატა შეაქო
ჟოზე ხუან მატაზე საუბრობს.
მოურინიომ მატა შეაქო
"ბორნმუთთან" დამაჯერებელი ანგარიშით (1:3) გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ხუან მატათი, რომელმაც აღნიშნულ მატჩში ანგარიში გახსნა, ძალიან კმაყოფილია.

მატამ გოლის გატანა "ალუბლების" მცველის, საიმონ ფრენცისის ორმაგი შეცდომის შემდეგ შეძლო, თუმცა მოურინიო მიიჩნევს, რომ ესპანელის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პორტუგალიელმა სპეციალისტმა იგი ღიად აქო.

"ეს იყო მნიშვნელოვანი, ჭკვიანური გოლი. გოლი, რომელიც გააქვს იმას, ვინც ფლობს საფეხბურთო ინსტიქტს. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან მასთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ზუსტად ვიცი, თუ რა შეიძლება ხუანმა მისცეს კლუბს. როდესაც მატჩი მისთვის იდეალურად მიდის, მე მას ბოლომდე ვენდობი.

ხუანითა და მთელი გუნდით ძალიან მოხარული ვარ, ასევე ბედნიერი ვარ იმათი, ვინც მოედანზე ბოლოს გამოვიდა და სკამზე დარჩა. უნდა ვიგრძნო, რომ ჩვენ ერთიანი ვართ.

ჩვენ ვაშენებთ რაღაც ძლიერს და ასეთის შესაქმნელად გჭირდება ფეხბურთელები როგორც სკამზე, ასევე განაცხადის მიღმა. ჩვენ ყველანი წითელი ოჯახი ვართ. გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ათას გულშემატკივართან ერთად ვიგრძენით, რის გამოც "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველოდები,"
-ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ერეკლე
15 აგვისტო 2016 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: kantona-7
ციტატა: ერეკლე
ხალხო იანუზაი სანდერლენდში გადავიდა.

ერთი კვირაა უკვე იჯარით გადავიდა

wink wink wink ერთი კვირაა ლაშქრობაში ვარ. რამე მოხდა მნიშვნელოვანი კიდე?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top