თბილისი:
მანჩესტერი:
14-08-2016, 19:28
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3785,
კომენტარები: 19
"გამარჯვება ჩემს გოლზე მნიშვნელოვანია"
ზლატანისა და უეინის მატჩის შემდგომი ინტერვიუები.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევებმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და უეინ რუნიმ "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

იბრაჰიმოვიჩი:

როგორი იყო თქვენი დღევანდელი თამაში? მიიჩნევთ, რომ ეს ჩემპიონობისთვის მზადებაა?

მიუხედავად პირველ ტაიმში დიდი სირთულეებისა, გუნდმა ითამაშა კარგად. ჩვენ არ გვითამაშია 100%-ით, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან გაგვიადვილდა. ჩვენ შევქმენით სივრცე, ვითამაშეთ კარგად და გავიტანეთ მეორე და მესამე გოლი, ასე რომ ,ეს ძალიან კარგი იყო.

დარწმუნებული ვარ, ახალ ჩემპიონატში პირველ მატჩს მოუთმენლად ელოდით:

დიახ და ადაპტაციას არცთუ ისე ადვილად ვახერხებ. მე ვარ ახალ კლუბში, ახალ გარემოში, ახალ სტადიონზე და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში.

ყველამ იცის თქვენი რეკორდული მაჩვენებელი სადებიუტო მატჩებში. იყავით დარწმუნებული იმაში, რომ დღესაც გაიტანდით?

არა, მე უბრალოდ ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. მოხარული ვიყავი, რომ უეინმა მეორე გოლი გაიტანა და არ იყო მნიშვნელოვანი, თუ ვინ იყო გოლის ავტორი. ჩემთვის მთავარია ნებისმიერი გოლი, არამარტო ჩემი, რომელიც გუნდს გამარჯვებას მოუტანს.


რუნი:

უეინ, როგორია სეზონის ასეთი დასაწყისი?

ჩვენ უამრავი შანსი შევქმენით. ყველა ფეხბურთელი კარგ ხასიათზე იყო. საბოლოოდ, გავიტანეთ 3 გოლი და მოვიპოვეთ 3 ქულა.

აშკარა იყო გუნდის ხასიათი და ის, თუ როგორ აღნიშნავდით გატანილ გოლს

მოგების ყოველთვის გვჯერა და ახლა 4 ახალი მოთამაშე გვყავს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი, ერიკ ბაიი და პოლ პოგბა - ყველანი საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ამ სეზონში ჩვენ გაუმჯობესებული შემადგენლობა და ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ჩვენ ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. ეს ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია.

შეიცვალა თქვენთვის ახალი მწვრთნელისა და პოზიციის შემდეგ რამე?

მე ვაგრძელებ თამაშს და არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა დავამტკიცო. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ საჭირო ხარისხს ვფლობ და თამაშისთვის საკმარისად კარგი ვარ.
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
19 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 აგვისტო 2016 19:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატჩის საუკეთესოდ რო დაასახელა wink მაგარი ძმაა იბრა, როცა დასარტყმელზე გავიდა არ დაარტყა და პასი გააკეთა, უკანაც ხშირად ჩამოდის და ცოტა არ იყოს და მიკვირს, არ ველოდი ამისგან ესეთებს wink
0
№2
ავტორი: Mike
14 აგვისტო 2016 19:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
იბრასგან ესეთი თამაში არ მიკვირს , აი ბაიის თამაშით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ტიპი მონსტრია, ძააალიან გიჟია !!

0
№3
ავტორი: Lady in red
14 აგვისტო 2016 19:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
შემდეგი მატჩები უკეთესი იქნება და მგონი გვეღირსება კარგი თამაშები ჩვენი გუნდისგან.
0
№4
ავტორი: Erik Kantona
14 აგვისტო 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
კონსტრუქციულად თამაშობდნენ დაცვაში, ასეთი თამაში კარგა ხანია არ მინახია...
იბრა და ბაილი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, საღოლ!!!
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 აგვისტო 2016 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბაი მართლა კარგი იყო, თუმცა არც იბრას დაეწუნებოდა რამე. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ winked
0
№6
ავტორი: ikeoni
14 აგვისტო 2016 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Her Sadaa yvelaferi winaa ❤️❤️❤️Bai xo Ravi tipi imena gizia ❤️
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2016 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რუნიმ უნდა მოუმატოს, გოლი კი გაიტანა მარა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე
0
№8
ავტორი: Lev
14 აგვისტო 2016 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
რას დაღოღავთ ნახევარდაცვაში რა გაახურეთ საქმე ..ორი პოგბაც ვერ გვიშველის ჩვენ! ისევ ვან გაალს ვთამაშობთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: kantona-7
14 აგვისტო 2016 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მთავარია ესთამაში მოვიგეთ ხარისხი არმომეწონა მეტი შეგვიძლია ბევრად>>>>>მეორე თამაში უკეთესი იქნება ბევრად პოგბა სმოლინგი გვეყოლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: Lev
14 აგვისტო 2016 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: kantona-7
მთავარია ესთამაში მოვიგეთ ხარისხი არმომეწონა მეტი შეგვიძლია ბევრად>>>>>მეორე თამაში უკეთესი იქნება ბევრად პოგბა სმოლინგი გვეყოლება

იმედია იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top