"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევებმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და უეინ რუნიმ "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
იბრაჰიმოვიჩი:
როგორი იყო თქვენი დღევანდელი თამაში? მიიჩნევთ, რომ ეს ჩემპიონობისთვის მზადებაა?
მიუხედავად პირველ ტაიმში დიდი სირთულეებისა, გუნდმა ითამაშა კარგად. ჩვენ არ გვითამაშია 100%-ით, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან გაგვიადვილდა. ჩვენ შევქმენით სივრცე, ვითამაშეთ კარგად და გავიტანეთ მეორე და მესამე გოლი, ასე რომ ,ეს ძალიან კარგი იყო.
დარწმუნებული ვარ, ახალ ჩემპიონატში პირველ მატჩს მოუთმენლად ელოდით:
დიახ და ადაპტაციას არცთუ ისე ადვილად ვახერხებ. მე ვარ ახალ კლუბში, ახალ გარემოში, ახალ სტადიონზე და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში.
ყველამ იცის თქვენი რეკორდული მაჩვენებელი სადებიუტო მატჩებში. იყავით დარწმუნებული იმაში, რომ დღესაც გაიტანდით?
არა, მე უბრალოდ ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. მოხარული ვიყავი, რომ უეინმა მეორე გოლი გაიტანა და არ იყო მნიშვნელოვანი, თუ ვინ იყო გოლის ავტორი. ჩემთვის მთავარია ნებისმიერი გოლი, არამარტო ჩემი, რომელიც გუნდს გამარჯვებას მოუტანს.
რუნი:
უეინ, როგორია სეზონის ასეთი დასაწყისი?
ჩვენ უამრავი შანსი შევქმენით. ყველა ფეხბურთელი კარგ ხასიათზე იყო. საბოლოოდ, გავიტანეთ 3 გოლი და მოვიპოვეთ 3 ქულა.
აშკარა იყო გუნდის ხასიათი და ის, თუ როგორ აღნიშნავდით გატანილ გოლს
მოგების ყოველთვის გვჯერა და ახლა 4 ახალი მოთამაშე გვყავს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი, ერიკ ბაიი და პოლ პოგბა - ყველანი საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ამ სეზონში ჩვენ გაუმჯობესებული შემადგენლობა და ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ჩვენ ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. ეს ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია.
შეიცვალა თქვენთვის ახალი მწვრთნელისა და პოზიციის შემდეგ რამე?
მე ვაგრძელებ თამაშს და არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა დავამტკიცო. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ საჭირო ხარისხს ვფლობ და თამაშისთვის საკმარისად კარგი ვარ.