თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2016, 16:54
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4099,
კომენტარები: 11
ზლატანი გუნდში დიდი ხნით რჩება?
შვედი სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ზლატანი გუნდში დიდი ხნით რჩება?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა 3 წელზე მეტი დარჩეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, შვედი სუპერვარსკვლავი "ოლდ ტრაფორდზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და კლუბთან 12 თვიანი ხელშეკრულება გააფორმა, კონტრაქტის ამავე ვადით გაგრძელების ოპციით.

მიუხედავად ხელშეკრულებისა, იბრაჰიმოვიჩი გუნდში რამდენიმე თვით დარჩენას არ აპირებს და მიუხედავად მისი ასაკისა, მზადაა "წითელი ეშმაკების" ღირსება კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში დაიცვას

"არ ვფიქრობ, რომ ვინმემ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია უარი უთხრას. კლუბის სახელიც კი კარგად ჟღერს. ეს სოლიდური და ტოპ დონეა. მე მითამაშია "ბარსელონას", "იუვენტუსისა" და "მილანის" შემადგენლობაში, თუმცა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

"იუნაიტედის" ზარისთვის უარი რომ მეთქვა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ყველა ქვეყანაში მითამაშია, ახლა კი ინგლისში ვარ და ამ მოვლენას მაღალ კლასად ვთვლი. მოვდივარ, ვიგებ, მივდივარ. იმედი მაქვს, "იუნაიტედშიც" ასე მოხდება.

ვნახოთ, რა მოხდება, მოვლენების განვითარების შესახებ არავინ იცის. შეიძლება, აქ ორ წელზე მეტი დავრჩე, შესაძლოა 3 წელიც. კლუბებს მხოლოდ იმის გამო არ ვიცვლი, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ. ვიქნები იქ, სადაც მივაღწევ წარმატებებს და დავდებ შედეგს. ჩემთვის, ამჟამად მხოლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიმარჯვოს და იყოს კვლავ ძლიერი,"
-ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს The Telegraph

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
13 აგვისტო 2016 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ზაანაც კაი
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
13 აგვისტო 2016 17:11
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რა ენა გაქვს იბრა, მგონია კაკ მინიმუმ 2 წელი დარჩება და მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები
0
№3
ავტორი: GeorgeBest
13 აგვისტო 2016 17:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
2 სეზონზე მეტი არ მგონია დარჩეს. ლიგაზე დაბრუნება და იქ ბრძოლა იქნება ამისთვის მეორე წელი დარჩენის მიზეზი ალბათ
0
№4
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2016 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magar kaca ❤️
0
№5
ავტორი: kantona-7
13 აგვისტო 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან მაგარია იბრა და მეთანახმავარ 5 წელიც იყოს ჩვენთან!!! ასაკი მაინც ვერაფერს აკლებს ამკაცს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: LASHQARA
13 აგვისტო 2016 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეგრეე რაა ეგრეე შეგძლებია ბაზარიი რა ლომი ვარ და კატა ვარ თქვი კაცურად შენი სიტყვა და დაამტკიცე თამაშის დროს მოედანზე love მიდი ცხოველიი ხარ მიდიი wink am ლიომი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
13 აგვისტო 2016 18:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
2 სეზონი დარჩებ ალბათ
0
№8
13 აგვისტო 2016 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ეს ერთი 3 წელი გაქაჩავს კიდე
0
№9
ავტორი: Count Alucard
13 აგვისტო 2016 23:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პსჟ, რომ არ ახსენა დიდ კლუბებში lol lol
0
№10
ავტორი: stepno
14 აგვისტო 2016 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ibraaaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top