თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2016, 16:54
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4100,
კომენტარები: 11
ზლატანი გუნდში დიდი ხნით რჩება?
შვედი სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ზლატანი გუნდში დიდი ხნით რჩება?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა 3 წელზე მეტი დარჩეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, შვედი სუპერვარსკვლავი "ოლდ ტრაფორდზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და კლუბთან 12 თვიანი ხელშეკრულება გააფორმა, კონტრაქტის ამავე ვადით გაგრძელების ოპციით.

მიუხედავად ხელშეკრულებისა, იბრაჰიმოვიჩი გუნდში რამდენიმე თვით დარჩენას არ აპირებს და მიუხედავად მისი ასაკისა, მზადაა "წითელი ეშმაკების" ღირსება კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში დაიცვას

"არ ვფიქრობ, რომ ვინმემ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია უარი უთხრას. კლუბის სახელიც კი კარგად ჟღერს. ეს სოლიდური და ტოპ დონეა. მე მითამაშია "ბარსელონას", "იუვენტუსისა" და "მილანის" შემადგენლობაში, თუმცა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

"იუნაიტედის" ზარისთვის უარი რომ მეთქვა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ყველა ქვეყანაში მითამაშია, ახლა კი ინგლისში ვარ და ამ მოვლენას მაღალ კლასად ვთვლი. მოვდივარ, ვიგებ, მივდივარ. იმედი მაქვს, "იუნაიტედშიც" ასე მოხდება.

ვნახოთ, რა მოხდება, მოვლენების განვითარების შესახებ არავინ იცის. შეიძლება, აქ ორ წელზე მეტი დავრჩე, შესაძლოა 3 წელიც. კლუბებს მხოლოდ იმის გამო არ ვიცვლი, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ. ვიქნები იქ, სადაც მივაღწევ წარმატებებს და დავდებ შედეგს. ჩემთვის, ამჟამად მხოლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაიმარჯვოს და იყოს კვლავ ძლიერი,"
-ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს The Telegraph

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: redarmy10
14 აგვისტო 2016 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ZLATAN IBRAHIMOVIC

love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top