თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2016, 13:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3303,
კომენტარები: 25
ლინგარდი: "მინიმუმ 10 გოლს გავიტან"
ლინგარდი ახალ სეზონზე საუბრობს.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი მიიჩნევს, რომ "უემბლიზე" კონკურენტუნარიანი მატჩის შემდეგ იგი ნდობით აღსავსეა.

23 წლის ინგლისელმა ვინგერმა, "ლესტერის" წინააღმდეგ ინგლისის სუპერთასის მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი სეზონის ბოლოს, ინგლისის თასის ფინალში გატანილი გამარჯვების გოლითაც დაამახსოვრა.

"იუნაიტედის" ფეხბურთელებიდან, ლინგარდის ჩათვლით, მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ შეძლო "უემბლიზე" ერთზე მეტ მატჩში გოლის გატანა: ნორმან უაითსაიდმა (1983), ბრაიან რობსონმა (1983), მარკ ჰიუზმა (1994) და ერიკ კანტონამ (1996).

კითხვაზე, თუ რა ისწავლა ჯესიმ ბოლო წლების განმავლობაში, მან უპასუხა: "ვფიქრობ, ნდობა. რამდენიმე მატჩის შემდეგ, როდესაც ვერ გაიტან შესაძლოა შენი ნდობა მცირედით დაეცეს, მაგრამ გარშემო ფეხბურთელები საოცარნი არიან და ისინი ამ ნდობის შენარჩუნებაში გეხმარებიან. გუნდში მოსვლისა და ინგლისის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის უნარი, განსაკუთრებული იყო,"

ასევე, Inside United-ის ჟურნალისტებმა ლინგარდს ჰკითხეს, თუ რომელი ასპექტი გააუმჯობესა მან ყველაზე მეტად, პასუხი კი ასეთი იყო: "ვფიქრობ, ახლაც ნდობა. "ოლდ ტრაფორდზე" დიდმა აურამ და შესანიშნავი გულშემატკივრების წინ თამაშმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პირველი რამდენიმე მატჩი ყოველთვის სანერვიულოა, თუმცა ნდობა თანდათან იზრდება,"


ლინგარდს 2016/17 წლების სეზონში ასევე დიდი ამბიციები აქვს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ასევე დიდ ყურადღება ტიტულზეც უნდა გადავიტანოთ. ჩემი მიზანია 10-ზე მეტი გოლის გატანა და მინიმუმ 2 ტიტულის მოგება. ეს საოცარი სეზონი იქნება,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
25 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
11 აგვისტო 2016 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მე მაგრად მევასება ესბიჭი!!!პროგრესიც აქვს და რატო არევასება სასტავს არვიცი ძალიან დიდი პროგრესიაქვს უკვე>>>>წინა სეზონშიც მძიმე რტამვა ქონდა თორე უკეთესი იქნებოდა ეხლა>>>ასერომ არვიცი ვის მოსწონს და ვისარა ესბიჭი მაგრამ მე მიმაჩნია ესკაცი მანიუშ მომავალ ვარსკვლავად ისევე როგორც რეშფორდი დეპაი მარსიალი შოუ ფოსუ-მენსა>>>მალე ნახავთ როგორუნდა ახეხინოს სკამი მხითარიანს ამკაცმა biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi jesi midii ❤️
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
11 აგვისტო 2016 13:45
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ჯესი სკამისთვის იდეალურია ჩემი აზრით. ჯესი არის ეგრე წოდებული ხასიათის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ერთ დღეს გახდეს მატჩის გმირი და მეორე მატჩში ბურთი საერთოდ არ მიუვიდეს. ძალაინ არასტაბილურია.
0
№4
ავტორი: Ibraka Dabra
11 აგვისტო 2016 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მეც არ მესმის რატო ვერ იტანს ხალხი ამ ადამიანს და ერთფეროვანს რატო ეძახის, ტიპი იმენა როგორც უდგება ისე იტანს, დაძვრება , არანორმარული სისწრაფე აქვს მეტი რა გინდა ფეხბურთელისგან

P.S. ჩემი პირველი კომენტარი ამ საიტზე
0
№5
ავტორი: LASHQARA
11 აგვისტო 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ჯესი ჯეიმსი მახსენდება სულ ამის სახელზე wink გაიტანს 10 გოლსაც და 15 საც love am
0
№6
ავტორი: datonuc
11 აგვისტო 2016 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 92
მეუასები ჯესსსეეე love am
0
№7
ავტორი: abrama
11 აგვისტო 2016 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ise martla magari sheusrula lesters braooo
0
№8
ავტორი: nika1997
11 აგვისტო 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Arasodes ar mitqvams ar mevasebatqo sul gavidzaxi didi potenciali da shesadzlebloba aqvstqo da ertaderti tranafwri romelic ar momwons da arc momewoneba daverc tavs veravis mogvawonebs mxitoa magari chaisvris naxavt da jesi chaudebss :* tipi dzan swrafia texnikuriia da ro xvdeba ro ver wava win burts ufrtxildeba da ukqn abrunebs chkuasac xmarobs xolme midi jesii midi
0
№9
ავტორი: GeorgeBest
11 აგვისტო 2016 14:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ინგლისელი მესი love საუკეთესო love საოცარი ფანტაზიის უნარის მქონეა და დიდი მომავალი აქვს, მითუმეტეს ჯერ ძალიან ახლაგაზრდაა love მიდი ჯესი, შენთან ვართ love
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
11 აგვისტო 2016 14:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დიდი ამბიციები კი აქვს და არ ვიცი, ნორმალურად დაიწყო ახლა და იმედია უფრო სტაბიური იქნება სეზონში, სკამისთვის კაი ვარიანტია და იმედია ჟოზეს დროს უფრო ათამაშდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top