ლინგარდი ახალ სეზონზე საუბრობს.
ჯესი ლინგარდი მიიჩნევს, რომ "უემბლიზე" კონკურენტუნარიანი მატჩის შემდეგ იგი ნდობით აღსავსეა.
23 წლის ინგლისელმა ვინგერმა, "ლესტერის" წინააღმდეგ ინგლისის სუპერთასის მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს თავი სეზონის ბოლოს, ინგლისის თასის ფინალში გატანილი გამარჯვების გოლითაც დაამახსოვრა.
"იუნაიტედის" ფეხბურთელებიდან, ლინგარდის ჩათვლით, მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ შეძლო "უემბლიზე" ერთზე მეტ მატჩში გოლის გატანა: ნორმან უაითსაიდმა (1983), ბრაიან რობსონმა (1983), მარკ ჰიუზმა (1994) და ერიკ კანტონამ (1996).
კითხვაზე, თუ რა ისწავლა ჯესიმ ბოლო წლების განმავლობაში, მან უპასუხა:
"ვფიქრობ, ნდობა. რამდენიმე მატჩის შემდეგ, როდესაც ვერ გაიტან შესაძლოა შენი ნდობა მცირედით დაეცეს, მაგრამ გარშემო ფეხბურთელები საოცარნი არიან და ისინი ამ ნდობის შენარჩუნებაში გეხმარებიან. გუნდში მოსვლისა და ინგლისის თასის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის უნარი, განსაკუთრებული იყო,"ასევე, Inside United-ის ჟურნალისტებმა ლინგარდს ჰკითხეს, თუ რომელი ასპექტი გააუმჯობესა მან ყველაზე მეტად, პასუხი კი ასეთი იყო:
"ვფიქრობ, ახლაც ნდობა. "ოლდ ტრაფორდზე" დიდმა აურამ და შესანიშნავი გულშემატკივრების წინ თამაშმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა.
ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პირველი რამდენიმე მატჩი ყოველთვის სანერვიულოა, თუმცა ნდობა თანდათან იზრდება,"ლინგარდს 2016/17 წლების სეზონში ასევე დიდი ამბიციები აქვს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ასევე დიდ ყურადღება ტიტულზეც უნდა გადავიტანოთ. ჩემი მიზანია 10-ზე მეტი გოლის გატანა და მინიმუმ 2 ტიტულის მოგება. ეს საოცარი სეზონი იქნება,"წყარო:
ManUtd.com