თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2016, 14:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4154,
კომენტარები: 21
M.E.N: პოგბას ტრასფერი დასასრულს მიუახლოვდა
ფრანგის ტრანსფერი სრულდება.
M.E.N: პოგბას ტრასფერი დასასრულს მიუახლოვდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას, როგორც ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს ძალიან მალე წარადგენს.

"იუნაიტედმა" არდადეგებზე მყოფ პოგბასთან გარიგებას მიაღწია და "წითლების" ფეხბურთელის ამპლუაში პრემიერ ლიგის დაწყებამდე წარადგენს.

ჟოზე მოურინიოს 100 მილიონიანი ტრანსფერის დასრულება კვირის ბოლომდე სურს, გუნდი კი ტრანსფერის გაჩარხვას წარმატებით აგრძელებს. გუნდმა პოგბას აგენტთან პირად შეთანხმებას დაახლოებით 1 თვის წინ მიაღწია.

ნახევარმცველის პოზიციაზე, მოურინიოს პრიორიტეტი მირალემ პიანჩიჩი იყო, რომელმაც კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელა და ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" სასარგებლოდ განხორციელდა.

თავდაპირველად, 23 წლის ფრანგი "რეალში" წასვლას აპირებდა, თუმცა, რაიოლამ მას "იუნაიტედში" დაბრუნება ურჩია. მანჩესტერელებთან ერთად, პოგბას შეძენის რბოლაში აქტიურად იყო ჩართული "რეალი" და პირადად ზინედინ ზიდანი, თუმცა, დიდი თანხის გამო ფლორენტინო პერესმა ფრანგის შეძენაზე უარი განაცხადა.

"ჩვენ გვყავს ოთხი პრიორიტეტი, ოთხი პოზიციური პრიორიტეტი. შემადგენლობის დაბალანსებისთვის, გუნდს ხარისხის თვალსაზრისით ბიგძი უნდა მისცე და ხარისხი არის ის, რაც მჭირდება და მსურს,"-განაცხადა მოურინიომ

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე პრემიერ ლიგის დაწყებამდე მეოთხე შენაძენის განხორციელებაზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ახალწვეულში მოურინიო პოგბას გულისხმობს:

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთ ფეხბურთელს შევიძენთ,"-განაცხადა რუნის საქველმოქმედო მატჩამდე ჟოზემ

"არ მსურს პოგბაზე საუბარი, რადგან ის "იუვენტუსის" ფეხბურთელია და არ მომწონს, როდესაც სხვა მწვრთნელები ჩემს ფეხბურთელებზე საუბრობენ, რადგან მე მათ მოთამაშეებზე არ ვსაუბრობ.

რეალობა არის ის, რომ ჩვენ ერთი ფეხბურთელის შეძენის გზაზე ვართ. სატრანსფერო ბაზარი 31 აგვისტოს იხურება, ასე რომ მე საკმარისი დრო მაქვს, თუმცა, ამის განხორციელება პრემიერ ლიგის დაწყებამდე მსურს,"


წყარო: M.E.N
ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
5 აგვისტო 2016 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Dzalian gvchirdeba poli
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
5 აგვისტო 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რაღაცას ცენზურაობენ დროზე რა მარჯვენა ვინგერიც გვინდააა
0
№3
ავტორი: Lev
5 აგვისტო 2016 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ამაზე ახლო როგორღა მივიდეთ. მიახლოებულები ვართ უკვე ბოლო 3 თვეა და ერთ პოზაში ვდგავართ facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: shotkin
5 აგვისტო 2016 14:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
პოგბა არის სი ვინც საუკეთესო ვარიანტია თავის პოზიციაზე, თან თუ ისეთივე წარმატებით გააგრძელა გზა როგორც ეხლა ვითარდება, ნუ ამ ეტაპზე ცენტრი გვინდა ნახევარდაცვაში ისეთივე დონის როგორიც მოდრიჩია, ინიესტა,ალონსო და ბევრი სხვა ვინმე უნდა ვიყიდოთ ამ პოზიციაზე პოგბა იქნება თუ ჯუმბერა უბრალოდ ვან გაალივით იდიოტური ტრანსფერები არ გვჭირდება , გამოსადეგი და ძლიერი ნიჭიერი კაცი გვინდა მითუმეტეს შედეგი უნდა დაიდოს ექსპერიმენტების დრო აღარაა
0
№5
ავტორი: David de Gea 1
5 აგვისტო 2016 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
წელცომე ტო მანცჰესტერ რომ აწერია ზველი ფოტოა?
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
5 აგვისტო 2016 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
სერიალი მტავდება
0
№7
ავტორი: manuchari
5 აგვისტო 2016 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ბოგბა მაგარია მაგრამ ამ ტრანსფერმა დახარჯა ბევრი დრო ერთი ორი კაცი გვინდა ვინმა მაგარი
0
№8
ავტორი: DRJBECKHAM
5 აგვისტო 2016 15:11
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: MEMPHIS 7
რაღაცას ცენზურაობენ დროზე რა მარჯვენა ვინგერიც გვინდააა

მარჯვნივ მხითარიანი დადგება
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
5 აგვისტო 2016 15:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
derpwhy
0
№10
ავტორი: rooney-ibrahimovich
5 აგვისტო 2016 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ციტატა: shotkin
პოგბა არის სი ვინც საუკეთესო ვარიანტია თავის პოზიციაზე, თან თუ ისეთივე წარმატებით გააგრძელა გზა როგორც ეხლა ვითარდება, ნუ ამ ეტაპზე ცენტრი გვინდა ნახევარდაცვაში ისეთივე დონის როგორიც მოდრიჩია, ინიესტა,ალონსო და ბევრი სხვა ვინმე უნდა ვიყიდოთ ამ პოზიციაზე პოგბა იქნება თუ ჯუმბერა უბრალოდ ვან გაალივით იდიოტური ტრანსფერები არ გვჭირდება , გამოსადეგი და ძლიერი ნიჭიერი კაცი გვინდა მითუმეტეს შედეგი უნდა დაიდოს ექსპერიმენტების დრო აღარაა

Me centrshi wilshere an koke
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top