თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2016, 14:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4160,
კომენტარები: 21
M.E.N: პოგბას ტრასფერი დასასრულს მიუახლოვდა
ფრანგის ტრანსფერი სრულდება.
M.E.N: პოგბას ტრასფერი დასასრულს მიუახლოვდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას, როგორც ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს ძალიან მალე წარადგენს.

"იუნაიტედმა" არდადეგებზე მყოფ პოგბასთან გარიგებას მიაღწია და "წითლების" ფეხბურთელის ამპლუაში პრემიერ ლიგის დაწყებამდე წარადგენს.

ჟოზე მოურინიოს 100 მილიონიანი ტრანსფერის დასრულება კვირის ბოლომდე სურს, გუნდი კი ტრანსფერის გაჩარხვას წარმატებით აგრძელებს. გუნდმა პოგბას აგენტთან პირად შეთანხმებას დაახლოებით 1 თვის წინ მიაღწია.

ნახევარმცველის პოზიციაზე, მოურინიოს პრიორიტეტი მირალემ პიანჩიჩი იყო, რომელმაც კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელა და ეს ტრანსფერი "იუნაიტედის" სასარგებლოდ განხორციელდა.

თავდაპირველად, 23 წლის ფრანგი "რეალში" წასვლას აპირებდა, თუმცა, რაიოლამ მას "იუნაიტედში" დაბრუნება ურჩია. მანჩესტერელებთან ერთად, პოგბას შეძენის რბოლაში აქტიურად იყო ჩართული "რეალი" და პირადად ზინედინ ზიდანი, თუმცა, დიდი თანხის გამო ფლორენტინო პერესმა ფრანგის შეძენაზე უარი განაცხადა.

"ჩვენ გვყავს ოთხი პრიორიტეტი, ოთხი პოზიციური პრიორიტეტი. შემადგენლობის დაბალანსებისთვის, გუნდს ხარისხის თვალსაზრისით ბიგძი უნდა მისცე და ხარისხი არის ის, რაც მჭირდება და მსურს,"-განაცხადა მოურინიომ

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე პრემიერ ლიგის დაწყებამდე მეოთხე შენაძენის განხორციელებაზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ახალწვეულში მოურინიო პოგბას გულისხმობს:

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთ ფეხბურთელს შევიძენთ,"-განაცხადა რუნის საქველმოქმედო მატჩამდე ჟოზემ

"არ მსურს პოგბაზე საუბარი, რადგან ის "იუვენტუსის" ფეხბურთელია და არ მომწონს, როდესაც სხვა მწვრთნელები ჩემს ფეხბურთელებზე საუბრობენ, რადგან მე მათ მოთამაშეებზე არ ვსაუბრობ.

რეალობა არის ის, რომ ჩვენ ერთი ფეხბურთელის შეძენის გზაზე ვართ. სატრანსფერო ბაზარი 31 აგვისტოს იხურება, ასე რომ მე საკმარისი დრო მაქვს, თუმცა, ამის განხორციელება პრემიერ ლიგის დაწყებამდე მსურს,"


წყარო: M.E.N
ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: shotkin
6 აგვისტო 2016 16:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: rooney-scholes
ციტატა: rooney-ibrahimovich
ციტატა: shotkin
პოგბა არის სი ვინც საუკეთესო ვარიანტია თავის პოზიციაზე, თან თუ ისეთივე წარმატებით გააგრძელა გზა როგორც ეხლა ვითარდება, ნუ ამ ეტაპზე ცენტრი გვინდა ნახევარდაცვაში ისეთივე დონის როგორიც მოდრიჩია, ინიესტა,ალონსო და ბევრი სხვა ვინმე უნდა ვიყიდოთ ამ პოზიციაზე პოგბა იქნება თუ ჯუმბერა უბრალოდ ვან გაალივით იდიოტური ტრანსფერები არ გვჭირდება , გამოსადეგი და ძლიერი ნიჭიერი კაცი გვინდა მითუმეტეს შედეგი უნდა დაიდოს ექსპერიმენტების დრო აღარაა

Me centrshi wilshere an koke

ციტატა: DRJBECKHAM
ვილშირი არ გადმოვა და რაც შეეხება კოკეს მაგაში იმხელა თანხას მოითხოვენ რო ისევ 100 მილიონიანი პოგბა მირჩევნია

მერე რა ფული ტავზე საყრელად გვაქს და კოკე მარტლა გვინდა

რა ვილშერი გეყოლება მერე ფაიფურის ნახევარმცველი სეზონში 5 თამაშს ჩაგიტარევს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top