თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2016, 21:54
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4747,
კომენტარები: 21
"თაობის ერთადერთი"
ფეხბურთის ვარსკვლავები უეინ რუნის ახასიათებენ
უეინ რუნიმ კარიერის მანძილზე დიდი კვალი დატოვა როგორც ინგლისურ ასევე მსოფლიო ფეხბურთში, მან წლების მანძილზე მართლაც ითამაშა დიდი ფეხბურთი და დღეს ის ჩვენს თვალში ცოცხალი ლეგენდაა, რუნის სიდიადეზე მისი კოლეგებიც საუბრობენ და ერთად გადავავლოთ თვალი მათ კომენტარებს:

"მისი მთავარი კოზირი აგრესიულობა იყო, მას არაფრის არ ეშინია" – ფრენკ ლამპარდი.

"პირველად მის წინააღმდეგ თამაში ოლდ ტრაფორდზე მომიწია, როცა ჩვენ "ევერტონს" ვეთამაშებოდით, ის მაშინ 16 თუ 17 წლისა იყო, გვერდზე ჩამიქროლა და გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, ეს ვინ არის ? მის წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ სულ მალე რუნი ჩვენი ფეხბურთელი გახდა" – რაიან გიგზი.

"რუნი ფანტასტიკური მოთამაშეა და მერწმუნეთ წლების შემდეგ ის უფრო დიდი ფეხბურთელი იქნება" – რონალდინიო (2004 წელი).

"კარიერაში ითამაშებ ფეხბურთელებთან, რომელთა გვერდითაც თამაში სიამოვნებას განიჭებს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ რუნი ყველა ამ მიზეზს აერთიანებდა. შენ იცოდი რომ ის ყოველთვის დადებდა თავს შენთვის, გუნდისა და ფანებისთვის"
– დევიდ ბექჰემი.

"ჩემთვის ბედნიერება და სიამაყეა ის, რომ მე მასთან ერთად თამაში მომიწია, რუნი ჩემთვის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია. ის ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც აქამდე თვალით არ მენახა, რუნი დიადია" – ჯონ ტერი.

"ვარჯიშებზე ისეთ რაღაცებს ჩადიოდა გაშტერებული ვუყურებდი, ვფიქრობდი რომ ის განსაკუთრებული იყო" – რიო ფერდინანდი.

"რუნი ინგლისელი ბავშვი იყო, ის ყველას უყვარდა. ისეთი ძლიერი იყო პიტბულს ვეძახდი. რუნის მთავარი სიძლიერე მისი მენტალიტეტია, ის არასოდეს ნებდება. მიუხედავად იმისა რომ რუნი გუნდზე მოთამაშე ფეხბურთელია, მას მაინც გააქვს უამრავი გოლი. დიდ ფეხბურთელობასთან ერთად რუნი დიდი ადამიანიცაა, ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარი, მან დამეხმარა მე გამვხდარიყავი უფრო კარგი" – კრიშტიანო რონალდო.

"რუნის ტიპის ფეხბურთელი თაობაშია ერთია. მას ვერ შეადარებ სხვა რომელიმე ფეხბურთელთან, მას არავინ ჰგავს. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა მანჩესტერს რუნისთვის გაშვების უფლება რომ მიეცა და მე მასთან ერთად აქ, ბარსელონაში მეთამაშა. ეს რომ მომხდარიყო, მაშინვე ვიტყოდი რომ ის ჩემი ფეხბურთელია, ის ჩემი შენაძენია, რუნი საუკეთესოა" – ლიონელ მესი.

"უეინ რუნი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია ექსტრაორდინალური შესაძლებლობებით, მისი თამაშით სიამოვნებას დიდი ხანია ვიღებ" – ჩავი.

"14 წლის იყო როცა მისი გაფორმება გვინდოდა, მაგრამ იმ ასაკში მას ევერტონის დატოვება არ სურდა. სკაუტები უბრალოდ გაოცებულნი იყვნენ მისი ტექნიკით, ენთუზიაზმით, ფიზიკური შესაძლებლობებით, როცა ფეხბურთელს ყველა ეს მონაცემი აქვს, შენ მზად ხარ დაუფიქრებლად დახარჯო მასზე დიდი ფული. თუ ვინ და რა დონის ფეხბურთელია უეინი, დღეს ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით" – სერ ალექს ფერგიუსონი.

წყარო:Utd Way
სტატიები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
4 აგვისტო 2016 21:56
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
დაუფასებელია რუნი ძალიან დაუფასებელი, ის ჩვენს თვალწინ მორბენალი ლეგენდაა, მაგრამ ვერ ვაფასებთ, გავა წლები და უდიდესი დანაკლისი იქნება მისი წასვლა, მაშინ მოგვენატრება ყველაზე მეტად და დავინახავთ თუ რამდენად დიდი ფეხბურთელი ყოფილა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: giorgiginturi
4 აგვისტო 2016 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ღმერთს ვფიცავარ მთელი წრფელი გულით მიყვარს ეს ადამიანი...
მართლაც სიგიჯემდე....
და არა მხოლოდ როგორც უდიდესი უძლიერესი და უნიჭიერესი ფეხბურთელი.......არამედ როგორც ჩვეულებრივი ( სადა ) ადამიანი.....

მართლა ჩვენს თვალწინ მორბენალი ლეგენდაა და კიდევ ბევრად დაუფასებელი.........

მართლა უზომოდ მომენატრება ამის თამაშები როდესაც გავა წლები და დატოვებს მანჩესტერს და არასოდეს ჩვენს გულებს.............

ოცნებად მაქვს მანჩესტერში ჩავიდე და ეს ახლოდან ვნახოოო........ sad recourse
უზომოდ მიყვარხარ (ჩვენო) ძმაო..........
0
№3
ავტორი: Dato Sirabidze
4 აგვისტო 2016 22:13
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: giorgiginturi
ღმერთს ვფიცავარ მთელი წრფელი გულით მიყვარს ეს ადამიანი...
მართლაც სიგიჯემდე....
და არა მხოლოდ როგორც უდიდესი უძლიერესი და უნიჭიერესი ფეხბურთელი.......არამედ როგორც ჩვეულებრივი ( სადა ) ადამიანი.....

მართლა ჩვენს თვალწინ მორბენალი ლეგენდაა და კიდევ ბევრად დაუფასებელი.........

მართლა უზომოდ მომენატრება ამის თამაშები როდესაც გავა წლები და დატოვებს მანჩესტერს და არასოდეს ჩვენს გულებს.............

ოცნებად მაქვს მანჩესტერში ჩავიდე და ეს ახლოდან ვნახოოო........ sad recourse
უზომოდ მიყვარხარ (ჩვენო) ძმაო..........

მაგარი ადამიანი ხარ <3 მევასება შენნაირი ხალხი ! გეთანხმები ყველაფერში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№4
ავტორი: safaridze
4 აგვისტო 2016 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ერთს ვერ ვხვდები ზოგიერთი როო ამბობს მთავარში არ უნდა იყოსო ამსაიტზე არიან მასეთები ემიუს ბფანაები ..რატო რა მიზეზით როც ეს არ თამაშობს ეტყობა გუნდს რო სასირეთია მამენტ უფრო ჩამოყალიბდა კაცი და აგარ აგრესიული ეხლა სულ სხვა სტილისა და უფრო სასარგებლო რადგან არ აინტერესებბს საკუთარი ტავი და გოლები ბევრისგან განსხვავებით ის სხვაზე უფრო ფიქრობს და ამას მოედანზეც შენიშნავთ .... საკუტარი თავისთვის რო თამაშობდეს ის ასე უკან არ ოთამაშებდა და ვერავინ გაუბედავდა უკნიდან დაყენებას და გუნდიდან გაგდებას ფერგის გარრდა ვერცერთი ტრენერი როც ზოგ პოზიციაზეპრობლემა იყო და ძნელი იყო იმ ფეხბურთელის ძიება სულ ეს დგებოდარატო იმიტო რო საჩიროება მოითხოვდა თორე ამას რო დომებოდა არც ვანპერსი იქნებოდა ფორვარდი მთავარი არც იბრა არც ჩიჩა და რეშფორდზე ხო საუბარი ზედმეტია
0
№5
4 აგვისტო 2016 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ულეგენდესი ლეგენდა
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
4 აგვისტო 2016 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ლეგენდაა ჩვენი მართლაც რუნიიი აი ვაჟკაცია უშიშარი ძალიან მშრომელი წელს რო გვიჭირდა დაცვასაც ეხმარებოდა ყველაფერ შავ საქმეს რუნი აკეთებდა უყვარს მანჩესტერი და ყველა აფასებს ამ გულწრფელობას ნეტა არდაბერდე საერთოდ რუნი გენაცვალე ყველას გვიყვარხარ კაპიტანოოო
0
№7
ავტორი: gela-manchesteri
4 აგვისტო 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№8
ავტორი: fergia
4 აგვისტო 2016 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ცოცხალი ლეგენდაა შრეკიიი love
0
№9
ავტორი: JuanMata
5 აგვისტო 2016 00:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: safaridze
ერთს ვერ ვხვდები ზოგიერთი როო ამბობს მთავარში არ უნდა იყოსო ამსაიტზე არიან მასეთები ემიუს ბფანაები ..რატო რა მიზეზით როც ეს არ თამაშობს ეტყობა გუნდს რო სასირეთია მამენტ უფრო ჩამოყალიბდა კაცი და აგარ აგრესიული ეხლა სულ სხვა სტილისა და უფრო სასარგებლო რადგან არ აინტერესებბს საკუთარი ტავი და გოლები ბევრისგან განსხვავებით ის სხვაზე უფრო ფიქრობს და ამას მოედანზეც შენიშნავთ .... საკუტარი თავისთვის რო თამაშობდეს ის ასე უკან არ ოთამაშებდა და ვერავინ გაუბედავდა უკნიდან დაყენებას და გუნდიდან გაგდებას ფერგის გარრდა ვერცერთი ტრენერი როც ზოგ პოზიციაზეპრობლემა იყო და ძნელი იყო იმ ფეხბურთელის ძიება სულ ეს დგებოდარატო იმიტო რო საჩიროება მოითხოვდა თორე ამას რო დომებოდა არც ვანპერსი იქნებოდა ფორვარდი მთავარი არც იბრა არც ჩიჩა და რეშფორდზე ხო საუბარი ზედმეტია



ყველამ ვიცით რომ დიდი ფეხბურთელია რუნი, მაგრამ როცა ფორმაში არაა, სხვებს უნდა მისცეს მწვრთნელმა შანსი, წინა სეზონის ნახევარი ჩააგდო, მაგრამ მეორე ნახევარში გამოჩნდა რამხელა ძალაა.
0
№10
ავტორი: Lady in red
5 აგვისტო 2016 00:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იუნაიტედის თილისმაა რუნი <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top