თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2016, 21:54
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4764,
კომენტარები: 21
"თაობის ერთადერთი"
ფეხბურთის ვარსკვლავები უეინ რუნის ახასიათებენ
უეინ რუნიმ კარიერის მანძილზე დიდი კვალი დატოვა როგორც ინგლისურ ასევე მსოფლიო ფეხბურთში, მან წლების მანძილზე მართლაც ითამაშა დიდი ფეხბურთი და დღეს ის ჩვენს თვალში ცოცხალი ლეგენდაა, რუნის სიდიადეზე მისი კოლეგებიც საუბრობენ და ერთად გადავავლოთ თვალი მათ კომენტარებს:

"მისი მთავარი კოზირი აგრესიულობა იყო, მას არაფრის არ ეშინია" – ფრენკ ლამპარდი.

"პირველად მის წინააღმდეგ თამაში ოლდ ტრაფორდზე მომიწია, როცა ჩვენ "ევერტონს" ვეთამაშებოდით, ის მაშინ 16 თუ 17 წლისა იყო, გვერდზე ჩამიქროლა და გავიფიქრე: ღმერთო ჩემო, ეს ვინ არის ? მის წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ სულ მალე რუნი ჩვენი ფეხბურთელი გახდა" – რაიან გიგზი.

"რუნი ფანტასტიკური მოთამაშეა და მერწმუნეთ წლების შემდეგ ის უფრო დიდი ფეხბურთელი იქნება" – რონალდინიო (2004 წელი).

"კარიერაში ითამაშებ ფეხბურთელებთან, რომელთა გვერდითაც თამაში სიამოვნებას განიჭებს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ რუნი ყველა ამ მიზეზს აერთიანებდა. შენ იცოდი რომ ის ყოველთვის დადებდა თავს შენთვის, გუნდისა და ფანებისთვის"
– დევიდ ბექჰემი.

"ჩემთვის ბედნიერება და სიამაყეა ის, რომ მე მასთან ერთად თამაში მომიწია, რუნი ჩემთვის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია. ის ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც აქამდე თვალით არ მენახა, რუნი დიადია" – ჯონ ტერი.

"ვარჯიშებზე ისეთ რაღაცებს ჩადიოდა გაშტერებული ვუყურებდი, ვფიქრობდი რომ ის განსაკუთრებული იყო" – რიო ფერდინანდი.

"რუნი ინგლისელი ბავშვი იყო, ის ყველას უყვარდა. ისეთი ძლიერი იყო პიტბულს ვეძახდი. რუნის მთავარი სიძლიერე მისი მენტალიტეტია, ის არასოდეს ნებდება. მიუხედავად იმისა რომ რუნი გუნდზე მოთამაშე ფეხბურთელია, მას მაინც გააქვს უამრავი გოლი. დიდ ფეხბურთელობასთან ერთად რუნი დიდი ადამიანიცაა, ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო მეგობარი, მან დამეხმარა მე გამვხდარიყავი უფრო კარგი" – კრიშტიანო რონალდო.

"რუნის ტიპის ფეხბურთელი თაობაშია ერთია. მას ვერ შეადარებ სხვა რომელიმე ფეხბურთელთან, მას არავინ ჰგავს. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა მანჩესტერს რუნისთვის გაშვების უფლება რომ მიეცა და მე მასთან ერთად აქ, ბარსელონაში მეთამაშა. ეს რომ მომხდარიყო, მაშინვე ვიტყოდი რომ ის ჩემი ფეხბურთელია, ის ჩემი შენაძენია, რუნი საუკეთესოა" – ლიონელ მესი.

"უეინ რუნი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია ექსტრაორდინალური შესაძლებლობებით, მისი თამაშით სიამოვნებას დიდი ხანია ვიღებ" – ჩავი.

"14 წლის იყო როცა მისი გაფორმება გვინდოდა, მაგრამ იმ ასაკში მას ევერტონის დატოვება არ სურდა. სკაუტები უბრალოდ გაოცებულნი იყვნენ მისი ტექნიკით, ენთუზიაზმით, ფიზიკური შესაძლებლობებით, როცა ფეხბურთელს ყველა ეს მონაცემი აქვს, შენ მზად ხარ დაუფიქრებლად დახარჯო მასზე დიდი ფული. თუ ვინ და რა დონის ფეხბურთელია უეინი, დღეს ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით" – სერ ალექს ფერგიუსონი.

წყარო:Utd Way
სტატიები
21 კომენტარი
№21
ავტორი: IBRAcadabra
5 აგვისტო 2016 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ჩემი აზრით ის არის ფეხბურთელი რომელსაც წაგება არ შეუძლია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top