თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2016, 00:44
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5183,
კომენტარები: 19
მსოფლიო რეკორდი – პრემიერ ლიგის აღზევება იწყება ?
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" სარეკორდო თანხად შეურთდება, ერთად ვნახოთ თუ რისი მომტანია ეს ტრანსფერი მანჩესტერისა და მთლიანად ინგლისის პრემიერ ლიგისათვის
მსოფლიო რეკორდი – პრემიერ ლიგის აღზევება იწყება ?
მას შემდეგ რაც ინგლისურმა კლუბმა მსოფლიო რეკორდი დაამხო 20 წელი გავიდა, დღეს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მზადაა მსოფლიო რეკორდი ხელახლად დაამხოს და ეს ტიტული ინგლისს დაუბრუნოს, რას ნიშნავს ყოველივე ეს და რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ? ნიშნავს ეს თუ არა რომ პრემიერ ლიგა უბრუნდება პირველ პოზიციებს ?

მაშინ როცა თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟოზე მოურინიო და კამპანია მთელი ძალებით ცდილობენ პოლ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვასა და ფრანგის სახლში დაბრუნებას, ფრანგის თანამემამულე და მისი დიდი მოყვარული, ამჟამად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ასევე არ აკლებდა ცდას რომ კლუბის ხელმძღვანელობა და განსაკუთრებით ფლორენტინო პერესი დაერწმუნებინა იმაში, რომ ამ უდიდესი ტალანტის შეძენის შემთხვევაში "რეალს" ნახევარდაცვის პრობლემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოეხსნებოდა, მაგრამ ფლორენტინოსა და ზიდანის პოზიციები გაიყარა და როგორც ვიცით მადრიდელები ფრანგისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

რატომ აიღო პერესმა პოგბაზე ხელი ? აქ სხვადასხვა ფაქტორებია საგულისხმო, პირველი ალბათ ის რომ ფლორენტინო ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ პოგბაში მართლაც ღირს ასეთი თანხის გაღება, მაგრამ აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სხვა მიზეზებზეც. ფლორენტინო პერესი, ადამიანი რომელიც საუკეთესო ტრანსფერებს ასრულებდა, ადამიანი რომელსაც რამდენიმე სატრანსფერო რეკორდი ეკუთვნის, უბრალოდ დარწმუნებული იყო იმაში რომ ამჯერად ის "იუნაიტედს" ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა და ბრძოლას წააგებდა ! "რეალმა" თავიდანვე გამოეთიშა ბრძოლას, გამოეთიშა რადგანაც არ შეელახა თავისი რეპუტაცია.

რა მოხდებოდა მაშინ თუ პერესი ისევე მონდომებული იქნებოდა პოგბას თაობაზე, როგორც ეს რონალდუს ან ბეილის შემთხვევაში იყო ? ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, მაგრამ კვლავ უნდა გავიმეოროთ შემდეგი, პერესი დარწმუნებული იყო მარცხში.

ბოლო ათეული წლების განმავლობაში მადრიდი სატრანსფერო გიგანტია ბარსელონასთან ერთად, ისინი ართმევდნენ პრემიერ ლიგას საუკეთესო ფეხბურთელებს და ხელს უშლიდნენ მათ ვარსკვლავების შეძენაში. გამომდინარე აქედან შეიქმნა ფონი, რომ ბრძოლაში ჩართვის შემთხვევაში "რეალი" აუცილებლად წაიყვანდა პოგბას და კვლავ აღუდგებოდა წინ პრემიერ ლიგას, კერძოდ კი "იუნაიტედს".

პრესის აქტიურობის მიუხედავად, "რეალი" პოგბას ტრანსფერში არ ყოფილა მხარე, რომელმაც იაქტიურა, მანჩესტერმა მათ ძალზედ გაუსწრო, გამოიჩინა მეტი ყურადღება, გადაიხადა მეტი ფული და გახდა 20 წლის შემდეგ პირველი ინგლისური კლუბი, რომელიც სატრანსფერო რეკორდს დაამხობს, 20 წლის წინ კი მსოფლიო რეკორდი "ნიუკასლს" ეკუთვნოდა, როცა მათ 1996 წელს ალან შირერი შეიძინეს.

ინგლისში საოცარი ამბებია, ინგლისური კლუბები ახალი სატელევიზიო კონტრაქტებით სულ უფრო დიდ თანხებს გამოიმუშავებენ და ის რასაც დღეს "იუნაიტედი" აკეთებს, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მანჩესტერი ბრიტანეთში ფინანსური გიგანტია და ის ამ ადგილს წლების განმავლობაში არავის დაუთმობს.

ძნელია ამ ტრანსფერზე არ გაამახვილო ყურადღება, დიდი ნიშანია ეს იმისა, რომ ინგლისური კლუბები იწყებენ თავიანთი სიძლიერის ჩვენებას და ისინი მზად არიან ნებისმიერი ბრძოლა მოუგონ ისეთ ევროპულ გიგანტებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რეალი" და "ბავარია". მანჩესტერმა მათ ბრძოლა მოუგო და პრემიერ ლიგის სახელით უდიდესი სიგნალი მისცა.

ფინანსური სიძლიერის ხარჯზე ინგლისურმა კლუბებმა შეძლეს ისეთი ცნობილი ფეხბურთელების მოყვანა, როგორებიც არიან აგუერო,იოზილი,სანჩესი და სხვა. პოგბა თანამედროვეობის ერთ–ერთი ცნობილი ფეხბურთელია და ბუნებრივია მის შესაძლებლობებთან ერთად სატრანსფერო თანხის კუთხით ის ლიგაში ნომერ პირველი ვარსკვლავი იქნება. პოგბამ სხვა გზა აირჩია, მან ესპანეთს ინგლისი არჩია, მან ახალი ტენდენცია ჩამოაყალიბა და პირიქით, დაამხო ის ტრადიცია, რომელიც რონალდუთი დაიწყო და სუარესით გაგრძელდა.

პოგბა ზემოთ ხსენებული ფეხბურთელებისგან შეიძლება შორს იყოს, მაგრამ მას აქვს ყველაფერი რომ საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო იყოს და ამის უარყოფა შეუძლებელია. ეს იქნება უდიდესი განაცხადი პრემიერ ლიგის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პოგბას მხრიდან, ფული იწყებს საქმის კეთებას !

ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით რომ "სამი გიგანტის" დრო დასრულდა, ისინი კვლავ რჩებიან სასიამოვნო და მისაღებ ვარიანტებად, ისინი კვლავ არიან პოპულარულები რიგი ვარსკვლავი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ამჯერად ინგლისური კლუბები მათ მეტ ხელფასს და ნაკლებ გადასახადებს შესთავაზებენ და რაც მთავარია ჩემპიონატი, სადაც ბოლო ტურამდე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს.

დღეს პრემიერ ლიგა საუკეთესო მენეჯერების ლიგაა, დღეს პრემიერ ლიგა საუკეთესო და ყველაზე ანაზღაურებადი ლიგაა, ჩემპიონატში ნებისმიერს შეუძლია დიდი ფულის დახარჯვა და შემადგენლობის გაძლიერება. პრემიერ ლიგას აკლდა და სჭირდება ისეთი ვარსკვლავი, როგორიცაა პოგბა, ფაქტია პრემიერ ლიგა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გამო სულ უფრო მიმზიდველი ხდება დიდი ფეხბურთელებისთვის, პრემიერ ლიგა ცდილობს და იწყებს ძველი პოზიციების დაბრუნებას, ჯერ არაფერი დასრულებულა, პოგბა დასაწყისია.

წყარო:Eurosport
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
1 აგვისტო 2016 00:46
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ბევრია ამ ტრანსფერის წინააღმდეგი ფასის გამო, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, პოგბას შეძენით მანჩესტერმა ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა, რეალი დაჩაგრა და იუვენტუსს ფეხბურთელი წაართვა, აუცილებელი იყოს ეს და ჯერ მხოლოდ ამიტომ იყო ეს საჭირო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
1 აგვისტო 2016 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ამ თანხას იმიტომ არ ვნანობ რომ ახლა პოგბა ძაან გვჭირდება თორემ 120 მილიონი ძალიან ზედმეტია
0
№3
ავტორი: Dato Sirabidze
1 აგვისტო 2016 00:50
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
არც ერთი არ ღირს გეთანხმები, მაგრამ ეს ტრანსფერი ნახევარდაცვის გაძლიერებაზე მეტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№4
ავტორი: Phil Jones
1 აგვისტო 2016 00:51
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
გააოფიციალურონ დროა!
0
№5
ავტორი: stepno
1 აგვისტო 2016 00:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
120 მლნ ოპანა
0
№6
ავტორი: Dato Sirabidze
1 აგვისტო 2016 01:08
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Phil Jones
გააოფიციალურონ დროა!

ერთი თვეა უკვე დროა, ამ კვირაში იდება :დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: shotkin
1 აგვისტო 2016 01:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: მანჩესტერ იუნაიტედი
ამ თანხას იმიტომ არ ვნანობ რომ ახლა პოგბა ძაან გვჭირდება თორემ 120 მილიონი ძალიან ზედმეტია

ციტატა: Dato Sirabidze
ბევრია ამ ტრანსფერის წინააღმდეგი ფასის გამო, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, პოგბას შეძენით მანჩესტერმა ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა, რეალი დაჩაგრა და იუვენტუსს ფეხბურთელი წაართვა, აუცილებელი იყოს ეს და ჯერ მხოლოდ ამიტომ იყო ეს საჭირო


ბაზარი არაა არც მარსიალი ღირდა მაშინ 50 მილიონი უცნობი ახალგაზრდა და დიდი რისკი იყო უფრო გაამართლებდა თუარა მარა დაფრინავს კაცი და ეხლა ის დროა გუნდი აშენდეს საჭირო ხალხით ა გინდა 120 გადაიხადონ გინდა 300 პოგბა ერთი 10 წელი მოხსნის ნახევარმცველის პრობლემას და ამ შემადგენლობას ერთი ორად გააძლიერებს თუ მეტი არა და წელსვე დაიდება პრემიერ ლიგა
0
№8
ავტორი: Iunaitedi
1 აგვისტო 2016 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
am statiis mere vina gaaoficialurebs :D
0
№9
ავტორი: Dato Sirabidze
1 აგვისტო 2016 02:04
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: shotkin
ციტატა: მანჩესტერ იუნაიტედი
ამ თანხას იმიტომ არ ვნანობ რომ ახლა პოგბა ძაან გვჭირდება თორემ 120 მილიონი ძალიან ზედმეტია

ციტატა: Dato Sirabidze
ბევრია ამ ტრანსფერის წინააღმდეგი ფასის გამო, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, პოგბას შეძენით მანჩესტერმა ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა, რეალი დაჩაგრა და იუვენტუსს ფეხბურთელი წაართვა, აუცილებელი იყოს ეს და ჯერ მხოლოდ ამიტომ იყო ეს საჭირო


ბაზარი არაა არც მარსიალი ღირდა მაშინ 50 მილიონი უცნობი ახალგაზრდა და დიდი რისკი იყო უფრო გაამართლებდა თუარა მარა დაფრინავს კაცი და ეხლა ის დროა გუნდი აშენდეს საჭირო ხალხით ა გინდა 120 გადაიხადონ გინდა 300 პოგბა ერთი 10 წელი მოხსნის ნახევარმცველის პრობლემას და ამ შემადგენლობას ერთი ორად გააძლიერებს თუ მეტი არა და წელსვე დაიდება პრემიერ ლიგა

პოგბას ტრანსფერი ჩემპიონობას უნდა ნიშნავდეს 99 პროცენტით, მთავარია ნაკლები ტრავმიანობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№10
ავტორი: ManchesterU
1 აგვისტო 2016 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
წელს თუ პოგბათი და ამ შემადგენლობით პრემიერ ლიგა ვერ დავდეთ მაშინ არ ვიცი ძმაო :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top