თბილისი:
მანჩესტერი:
1-08-2016, 00:44
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5186,
კომენტარები: 19
მსოფლიო რეკორდი – პრემიერ ლიგის აღზევება იწყება ?
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" სარეკორდო თანხად შეურთდება, ერთად ვნახოთ თუ რისი მომტანია ეს ტრანსფერი მანჩესტერისა და მთლიანად ინგლისის პრემიერ ლიგისათვის
მსოფლიო რეკორდი – პრემიერ ლიგის აღზევება იწყება ?
მას შემდეგ რაც ინგლისურმა კლუბმა მსოფლიო რეკორდი დაამხო 20 წელი გავიდა, დღეს კიდევ ერთი ინგლისური კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მზადაა მსოფლიო რეკორდი ხელახლად დაამხოს და ეს ტიტული ინგლისს დაუბრუნოს, რას ნიშნავს ყოველივე ეს და რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ? ნიშნავს ეს თუ არა რომ პრემიერ ლიგა უბრუნდება პირველ პოზიციებს ?

მაშინ როცა თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟოზე მოურინიო და კამპანია მთელი ძალებით ცდილობენ პოლ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვასა და ფრანგის სახლში დაბრუნებას, ფრანგის თანამემამულე და მისი დიდი მოყვარული, ამჟამად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ასევე არ აკლებდა ცდას რომ კლუბის ხელმძღვანელობა და განსაკუთრებით ფლორენტინო პერესი დაერწმუნებინა იმაში, რომ ამ უდიდესი ტალანტის შეძენის შემთხვევაში "რეალს" ნახევარდაცვის პრობლემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოეხსნებოდა, მაგრამ ფლორენტინოსა და ზიდანის პოზიციები გაიყარა და როგორც ვიცით მადრიდელები ფრანგისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

რატომ აიღო პერესმა პოგბაზე ხელი ? აქ სხვადასხვა ფაქტორებია საგულისხმო, პირველი ალბათ ის რომ ფლორენტინო ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ პოგბაში მართლაც ღირს ასეთი თანხის გაღება, მაგრამ აქვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სხვა მიზეზებზეც. ფლორენტინო პერესი, ადამიანი რომელიც საუკეთესო ტრანსფერებს ასრულებდა, ადამიანი რომელსაც რამდენიმე სატრანსფერო რეკორდი ეკუთვნის, უბრალოდ დარწმუნებული იყო იმაში რომ ამჯერად ის "იუნაიტედს" ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა და ბრძოლას წააგებდა ! "რეალმა" თავიდანვე გამოეთიშა ბრძოლას, გამოეთიშა რადგანაც არ შეელახა თავისი რეპუტაცია.

რა მოხდებოდა მაშინ თუ პერესი ისევე მონდომებული იქნებოდა პოგბას თაობაზე, როგორც ეს რონალდუს ან ბეილის შემთხვევაში იყო ? ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, მაგრამ კვლავ უნდა გავიმეოროთ შემდეგი, პერესი დარწმუნებული იყო მარცხში.

ბოლო ათეული წლების განმავლობაში მადრიდი სატრანსფერო გიგანტია ბარსელონასთან ერთად, ისინი ართმევდნენ პრემიერ ლიგას საუკეთესო ფეხბურთელებს და ხელს უშლიდნენ მათ ვარსკვლავების შეძენაში. გამომდინარე აქედან შეიქმნა ფონი, რომ ბრძოლაში ჩართვის შემთხვევაში "რეალი" აუცილებლად წაიყვანდა პოგბას და კვლავ აღუდგებოდა წინ პრემიერ ლიგას, კერძოდ კი "იუნაიტედს".

პრესის აქტიურობის მიუხედავად, "რეალი" პოგბას ტრანსფერში არ ყოფილა მხარე, რომელმაც იაქტიურა, მანჩესტერმა მათ ძალზედ გაუსწრო, გამოიჩინა მეტი ყურადღება, გადაიხადა მეტი ფული და გახდა 20 წლის შემდეგ პირველი ინგლისური კლუბი, რომელიც სატრანსფერო რეკორდს დაამხობს, 20 წლის წინ კი მსოფლიო რეკორდი "ნიუკასლს" ეკუთვნოდა, როცა მათ 1996 წელს ალან შირერი შეიძინეს.

ინგლისში საოცარი ამბებია, ინგლისური კლუბები ახალი სატელევიზიო კონტრაქტებით სულ უფრო დიდ თანხებს გამოიმუშავებენ და ის რასაც დღეს "იუნაიტედი" აკეთებს, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მანჩესტერი ბრიტანეთში ფინანსური გიგანტია და ის ამ ადგილს წლების განმავლობაში არავის დაუთმობს.

ძნელია ამ ტრანსფერზე არ გაამახვილო ყურადღება, დიდი ნიშანია ეს იმისა, რომ ინგლისური კლუბები იწყებენ თავიანთი სიძლიერის ჩვენებას და ისინი მზად არიან ნებისმიერი ბრძოლა მოუგონ ისეთ ევროპულ გიგანტებს, როგორებიც არიან "ბარსელონა", "რეალი" და "ბავარია". მანჩესტერმა მათ ბრძოლა მოუგო და პრემიერ ლიგის სახელით უდიდესი სიგნალი მისცა.

ფინანსური სიძლიერის ხარჯზე ინგლისურმა კლუბებმა შეძლეს ისეთი ცნობილი ფეხბურთელების მოყვანა, როგორებიც არიან აგუერო,იოზილი,სანჩესი და სხვა. პოგბა თანამედროვეობის ერთ–ერთი ცნობილი ფეხბურთელია და ბუნებრივია მის შესაძლებლობებთან ერთად სატრანსფერო თანხის კუთხით ის ლიგაში ნომერ პირველი ვარსკვლავი იქნება. პოგბამ სხვა გზა აირჩია, მან ესპანეთს ინგლისი არჩია, მან ახალი ტენდენცია ჩამოაყალიბა და პირიქით, დაამხო ის ტრადიცია, რომელიც რონალდუთი დაიწყო და სუარესით გაგრძელდა.

პოგბა ზემოთ ხსენებული ფეხბურთელებისგან შეიძლება შორს იყოს, მაგრამ მას აქვს ყველაფერი რომ საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო იყოს და ამის უარყოფა შეუძლებელია. ეს იქნება უდიდესი განაცხადი პრემიერ ლიგის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პოგბას მხრიდან, ფული იწყებს საქმის კეთებას !

ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით რომ "სამი გიგანტის" დრო დასრულდა, ისინი კვლავ რჩებიან სასიამოვნო და მისაღებ ვარიანტებად, ისინი კვლავ არიან პოპულარულები რიგი ვარსკვლავი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ამჯერად ინგლისური კლუბები მათ მეტ ხელფასს და ნაკლებ გადასახადებს შესთავაზებენ და რაც მთავარია ჩემპიონატი, სადაც ბოლო ტურამდე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს.

დღეს პრემიერ ლიგა საუკეთესო მენეჯერების ლიგაა, დღეს პრემიერ ლიგა საუკეთესო და ყველაზე ანაზღაურებადი ლიგაა, ჩემპიონატში ნებისმიერს შეუძლია დიდი ფულის დახარჯვა და შემადგენლობის გაძლიერება. პრემიერ ლიგას აკლდა და სჭირდება ისეთი ვარსკვლავი, როგორიცაა პოგბა, ფაქტია პრემიერ ლიგა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გამო სულ უფრო მიმზიდველი ხდება დიდი ფეხბურთელებისთვის, პრემიერ ლიგა ცდილობს და იწყებს ძველი პოზიციების დაბრუნებას, ჯერ არაფერი დასრულებულა, პოგბა დასაწყისია.

წყარო:Eurosport
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
1 აგვისტო 2016 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Martalia, da jozemac kargad icis es ras nushnavs es transferi, waartva wamyvani fegburteli iuves romelic reitingshi mesamea da tan shen ligaze ar xar, dafiqrdebian elementarulad motamasheebi, ratom movida chventan pogba? Xo iuve xo ligazeea chven ara, an realshi rato ar wavida? Gundshi es aucilebelia, yvela mixvdeba ro manche arafrit chamoubardeba sxva gundebs.. Meore isaa ro pogbssnairi dzlieri da perspeqtiuli varskvlavi bazarze araa :) sauketeso aviget :)
0
№12
ავტორი: leluk
1 აგვისტო 2016 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ამ ტრანსფერში ყველაფერი იქნება ნათქვამი.. ის რომ ლიგაზე ვერ გავიდა მაგრამ მაინც იყიდეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ის რომ ამხელა ფულის გადახდა მანიუსაც შეუძლია, ის რომ ამით კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაჩნდება მანიუსადმი და ა.ს .. მაისურებით ეხლა მარსიალია პირველ ადგილზე და სულ ცოტა ხანში ვნახოთ რა იქნებააა .....
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2016 10:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია დააყენებენ საშველს და გაოფიციალუდება
0
№14
ავტორი: Oshea777
1 აგვისტო 2016 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Vinmes jera rom reals ar unda da ar yidulobs? Erti shetavazeba ro gaaketos aseti or saatshi gaaoficialureben.... Barcelonamac rom shetavazeba gauketos ufro dabal fasiani mainc gadava magram aq sxva bazaria welaven dros ar vici ratom magram sxvagan rom undodes tamashi ukve gadasuli iqneboda... Ori ramis gamo unda gadaixadon tundac 200000000 milioni erti naxevardacvis problemis mosaxsnelad magram upirveles yovlisa imistvis rom msoflio donis varskvlavebma ar aqvion zurgi manchesters amxela klubs da ar daemartos is rac chirs liverpools.... Klopi ki ambobs orkapikiani fexburtelebit minda mogebao aba ras ityvis imas ro liverpoolshi ar gadmodis msoflio donis fexburtelio? Gadmova pogba darwmunebuli var 100% magram dzaan maleve agvaxeven
0
№15
ავტორი: giorgiginturi
1 აგვისტო 2016 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ყველას გილოცაავთ wink მოკლედ ვამბობდი და ვიტყვი, საჭიროა და ყიდულობენ, აქ ფული მეორე ხარისხოვანია.....
ჩვენზე უკეთ იციან მათ
მჯერა არა მხოლოდ პრემიერ ლიგის არამედ, იბრა კიდევ დარჩება და ლიგის თასის გარეშე არ დაამთავრებს კარიერას winked
0
№16
ავტორი: PaLoMo
1 აგვისტო 2016 11:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Wels premierliga da gaiსად ligas vdebt
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№17
ავტორი: Legend Sir Alex
1 აგვისტო 2016 12:06
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაიან მაგარი სტაიაა და პირველ რიგში მადლობა ავტორს. რაც შეეხება პოგბას თემას, ჩემთვის მნიშვნელობა არაა აქვს რამდენს გადაიხდიან მთავარია გუნდს გამოადგეს 120 მილიონი საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრად დღევენდელ ფეხბურთში ფულს თუ არ დახარჯავ წარმატების მიხწევა თითქმის წარმოუდგენელია, სადაც კვერცხ იგუაინში 94 მილიონს გადაიხდის გუნდი მაშინ იქ, პოგბაში 120 მილიონის გადახდა არ უნდა დაგაგენანოს, ამ ტრამსფერით ნამდვილად დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში მანჩესტერი და მთლიანად ინგლისი, დროა ინგლისი დაუბრუნდეს ღირსეულად ევრო სარბიელზე და დროა ინგლისმა დაიბრუნის სახელი ევრო ასპარესზე. დროა მანჩესტერმა წაართვას ფეხბურთელები რელას, ბარსას და ბავარიას.
0
№18
ავტორი: redarmy10
1 აგვისტო 2016 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
love
0
№19
ავტორი: Dato Sirabidze
2 აგვისტო 2016 10:37
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Legend Sir Alex
ძალაიან მაგარი სტაიაა და პირველ რიგში მადლობა ავტორს. რაც შეეხება პოგბას თემას, ჩემთვის მნიშვნელობა არაა აქვს რამდენს გადაიხდიან მთავარია გუნდს გამოადგეს 120 მილიონი საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრად დღევენდელ ფეხბურთში ფულს თუ არ დახარჯავ წარმატების მიხწევა თითქმის წარმოუდგენელია, სადაც კვერცხ იგუაინში 94 მილიონს გადაიხდის გუნდი მაშინ იქ, პოგბაში 120 მილიონის გადახდა არ უნდა დაგაგენანოს, ამ ტრამსფერით ნამდვილად დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში მანჩესტერი და მთლიანად ინგლისი, დროა ინგლისი დაუბრუნდეს ღირსეულად ევრო სარბიელზე და დროა ინგლისმა დაიბრუნის სახელი ევრო ასპარესზე. დროა მანჩესტერმა წაართვას ფეხბურთელები რელას, ბარსას და ბავარიას.

პოგბა კი არა შენ დაბრუნდი ალექს wink love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top