გუშინდელი დიდი გამარჯვების შემდეგ, მარკუს რეშფორდმა აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპტიმიზმით სავსეა.
"წითლების" ახალმა 19-მა ნომერმა, მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლის შემდეგ, შესანიშნავად ითამაშა და გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა, რომელიც უეინ რუნიმ უბადლოდ შეასრულა. ეს იყო მხოლოდ ერთი საცდელი გარბენი, რომელმაც თურქ მცველებსა და კიპერს ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა.
"მთელ გუნდთან ერთად მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს სეზონისთვის გუნდის ასაშენებლად შესანიშნავია. პირველი ტაიმის შემდეგ, მწვრთნელი შედეგით დაინტერესებული არ იყო და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჩაგვეკეტა სივრცეები, რაც მეორე ტაიმში შესანიშნავად გავაკეთეთ.
"აქ არის ძალიან დიდი ოპტიმიზმი. ეს იყო 2016 წლის ტურნეს მეორე შეხვედრა, ზოგიერთი ფეხბურთელებისთვის კი პირველი. ეს ძალიან გასაოცარი იყო როგორც ფანებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის."
ახალგაზრდა ტალანტმა ასევე ზლატანის წვლილს ხაზი გაუსვა, რომელმაც სადებიუტო გოლი სულ რაღაც 3 წუთში გაიტანა. რეშფორდის თქმით, იბრაჰიმოვიჩი გუნდს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს, რადგან მისი მოედანზე ყოფნა გუშინ ძალიან იგრძნობოდა.
"სანამ ის აქ არიც, ჩვენ მისგან სწავლა შეგვიძლია, ამიტომ შანსი უნდა გამოვიყენოთ. ის ძალიან გვეხმარება როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან ბევრს ვისწავლი და თამაშში გამოვიყენებ.
ამჟამად ახალი სეზონისთვის ვემზადები. არავისთან შეჯიბრი არ მჭირდება. მე ვიყენებ ჩემს დროს, რომელიც მაქვს განკუთვნილი,"-აცხადებს რეშფორდი MUTV-სთან.