თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2016, 13:52
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 14
რეშფორდი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
მარკუსი მატჩის შემდეგ.
რეშფორდი:
გუშინდელი დიდი გამარჯვების შემდეგ, მარკუს რეშფორდმა აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპტიმიზმით სავსეა.

"წითლების" ახალმა 19-მა ნომერმა, მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლის შემდეგ, შესანიშნავად ითამაშა და გუნდს თერთმეტმეტრიანი მოუპოვა, რომელიც უეინ რუნიმ უბადლოდ შეასრულა. ეს იყო მხოლოდ ერთი საცდელი გარბენი, რომელმაც თურქ მცველებსა და კიპერს ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა.

"მთელ გუნდთან ერთად მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს სეზონისთვის გუნდის ასაშენებლად შესანიშნავია. პირველი ტაიმის შემდეგ, მწვრთნელი შედეგით დაინტერესებული არ იყო და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჩაგვეკეტა სივრცეები, რაც მეორე ტაიმში შესანიშნავად გავაკეთეთ.

"აქ არის ძალიან დიდი ოპტიმიზმი. ეს იყო 2016 წლის ტურნეს მეორე შეხვედრა, ზოგიერთი ფეხბურთელებისთვის კი პირველი. ეს ძალიან გასაოცარი იყო როგორც ფანებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის."

ახალგაზრდა ტალანტმა ასევე ზლატანის წვლილს ხაზი გაუსვა, რომელმაც სადებიუტო გოლი სულ რაღაც 3 წუთში გაიტანა. რეშფორდის თქმით, იბრაჰიმოვიჩი გუნდს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს, რადგან მისი მოედანზე ყოფნა გუშინ ძალიან იგრძნობოდა.

"სანამ ის აქ არიც, ჩვენ მისგან სწავლა შეგვიძლია, ამიტომ შანსი უნდა გამოვიყენოთ. ის ძალიან გვეხმარება როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან ბევრს ვისწავლი და თამაშში გამოვიყენებ.

ამჟამად ახალი სეზონისთვის ვემზადები. არავისთან შეჯიბრი არ მჭირდება. მე ვიყენებ ჩემს დროს, რომელიც მაქვს განკუთვნილი,"
-აცხადებს რეშფორდი MUTV-სთან.

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
31 ივლისი 2016 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№12
ავტორი: stepno
31 ივლისი 2016 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ რა მაგარი იმედი მაქ ამ ბიწის რააა love
0
№13
ავტორი: kantona-7
31 ივლისი 2016 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარი ბიჭია ძაან მარკუსა love love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: Iunaitedi
1 აგვისტო 2016 01:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
arminda winaswar ramevtqva mara daimaxsovret esbiji travmebs ar miigebs ise rogorc ibra. Ibras seriozuli travma a maxsovs da rashfordic ise tamashobs ro.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top