თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 11
რუნის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი
უეინ რუნიმ მის მიერ გატანილ ყველაზე დასამახსოვრებელ გოლზე ისაუბრა.
რუნის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ გოლზე ისაუბრა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს 2010/2011 წლების სეზონის დერბიში გატანილი "მაკრატელა" ნამდილად არ არის.

"მანჩესტერ სიტის" კარში გატანილმა საოცარმა გოლმა, რომლის წყალობითაც "იუნაიტედმა" მეზობელი გუნდი 2-1 დაამარცხა, "წითლებს" იმ სეზონში ტიტულის მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწია. მაგრამ რუნი არც ამ გოლს მიიჩნევს ყველაზე დასამახსოვრებლად და არც 2005 წელს "ნიუკასლის" კარში გატანილ შორეულ დარტყმას.

მისი ვერსიით, "ევერტონის" ყოფილი თავდამსხმელის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი 2011 წელს "ბლექბერნ როვერზის" კარში გატანილი პენალტია, რომელმაც გუნდს ტიტული მოუტანა.



რუნი ამ გოლს ზეწოლის გამო განსაკუთრებით დასამახსოვრებლად მიიჩნევს: "სიტის" კარში გატანილი "მაკრატელა" საუკეთესოა. 1-1 იყო ანგარიში და მატჩის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე დერბიში გამარჯვების გოლი გავიტანე, რაც დიდებული შეგრძნებაა. მერე ტიტული მოვიპოვეთ.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი "ბლექბერნთან" გასვლით მატჩში, შეხვედრის მიწურულს გავიტანე. თუ გავიტანდი, ჩემპიონები ვხდებოდით. ასე რომ, ჩემზე ზეწოლა იყო, სანამ მე მივიდოდი ნიშნულთან, დიდი დავა გაიმართა, ამიტომაც თავი ხელში ავიყვანე, საბედნიეროდ გავიტანეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს იყო მომენტი. დიდი ზეწოლა ხდებოდა ჩემზე, მაგრამ თავი გავართვი და მართლაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლუკია
25 ივლისი 2016 17:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 40
კიდევ კარგი ბასტი არ გვყავდა wink
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
25 ივლისი 2016 17:23
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
პოგბას ტრანსფერი დასრულებულია. იგი გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება SportsMediaset
0
№3
ავტორი: gela-manchesteri
25 ივლისი 2016 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love შრეეეკ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 ივლისი 2016 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო, მაგრამ მაკრატელა მაინც საუკეთესოა რა თქმა უნდა winked
0
№5
ავტორი: ikeoni
25 ივლისი 2016 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ramdeni vinerviule am penalze))❤️
0
№6
ავტორი: RED DEVILL
25 ივლისი 2016 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: ALEXFERGUSON
პოგბას ტრანსფერი დასრულებულია. იგი გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება SportsMediaset

სად ნახე ეს ინფორმაცია ძმა ეხა ისეთი პოსტები და სტატიები შემხვდა მემგონი ჯერ არაფერი არ დასრულებულა და ვერც თანხმდებიან :\
0
№7
ავტორი: makaveli
25 ივლისი 2016 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
mogi t y an maurinio da ibra yvelaferi marsialis gamo
0
№8
ავტორი: LASHQARA
25 ივლისი 2016 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: makaveli
mogi t y an maurinio da ibra yvelaferi marsialis gamo

რა ხდება მარსიალზე???
0
№9
ავტორი: makaveli
25 ივლისი 2016 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: LASHQARA
ციტატა: makaveli
mogi t y an maurinio da ibra yvelaferi marsialis gamo

რა ხდება მარსიალზე???

bevri statia shemxvda axvadasxva saitebze 9 nomeri ise chamoartves arc sheutanxmebiat magastano da manchesteris oficialur gverds unfollow micao da rac ar unda ikos pexburtels su ro roxo ikos egre ar unda moeqce ro arc utxra ise chamoartva nomeri
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2016 23:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მახსოვს ის მატჩი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top