თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2394,
კომენტარები: 11
რუნის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი
უეინ რუნიმ მის მიერ გატანილ ყველაზე დასამახსოვრებელ გოლზე ისაუბრა.
რუნის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელ გოლზე ისაუბრა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს 2010/2011 წლების სეზონის დერბიში გატანილი "მაკრატელა" ნამდილად არ არის.

"მანჩესტერ სიტის" კარში გატანილმა საოცარმა გოლმა, რომლის წყალობითაც "იუნაიტედმა" მეზობელი გუნდი 2-1 დაამარცხა, "წითლებს" იმ სეზონში ტიტულის მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწია. მაგრამ რუნი არც ამ გოლს მიიჩნევს ყველაზე დასამახსოვრებლად და არც 2005 წელს "ნიუკასლის" კარში გატანილ შორეულ დარტყმას.

მისი ვერსიით, "ევერტონის" ყოფილი თავდამსხმელის ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი 2011 წელს "ბლექბერნ როვერზის" კარში გატანილი პენალტია, რომელმაც გუნდს ტიტული მოუტანა.



რუნი ამ გოლს ზეწოლის გამო განსაკუთრებით დასამახსოვრებლად მიიჩნევს: "სიტის" კარში გატანილი "მაკრატელა" საუკეთესოა. 1-1 იყო ანგარიში და მატჩის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე დერბიში გამარჯვების გოლი გავიტანე, რაც დიდებული შეგრძნებაა. მერე ტიტული მოვიპოვეთ.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი "ბლექბერნთან" გასვლით მატჩში, შეხვედრის მიწურულს გავიტანე. თუ გავიტანდი, ჩემპიონები ვხდებოდით. ასე რომ, ჩემზე ზეწოლა იყო, სანამ მე მივიდოდი ნიშნულთან, დიდი დავა გაიმართა, ამიტომაც თავი ხელში ავიყვანე, საბედნიეროდ გავიტანეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს იყო მომენტი. დიდი ზეწოლა ხდებოდა ჩემზე, მაგრამ თავი გავართვი და მართლაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
26 ივლისი 2016 07:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Is makratela ra saocreba iyoo martlaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top