მანჩესტერული დერბის პრევიუ.
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: პეკინის ეროვნული სტადიონი, პეკინი (ნეიტრალური მოედანი)
მონაცემი: ამხანაგური მატჩი, წინასასეზონო ტურნე
თარიღი: ორშაბათი, 25 ივლისი, 2016 წელი
მატჩის დასაწყისი: 15:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ სიტი"
ტრავმირებულები: კომპანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდში ვენსან კომპანის გარდა სხვა ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის. "მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ბორტუიკ-ჯექსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:დე ხეა, რომერო, ჯონსტონი; ბაიი, ბლინდი, ფოსუ-მენსა, ჯონსი, მაკნეირი, როხო, შოუ, სმოლინგი, ტუანზებე, ვალენსია; კერიკი, ერერა, იანუზაი, ლინგარდი, დეპაი, მატა, მხითარიანი, ა.პერეირა, იანგი; უ.კინი, რეშფორდი, რუნი.
ჟოზე მოურინიომ ჩინეთში 25 ფეხბურთელი წაიყვანა. გუნდს შეუერთდნენ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი გამოსვლა ტურნირის მერვედფინალში დაასრულეს, თუმცა მათ შორის არ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დასვენებისთვის დამატებითი დრო მიიღო. მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღონ დე ხეამ, სმოლინგმა და რუნიმ.
წინასამატჩო ინფორმაცია
"მანჩესტერ სიტი"
როგორც "მანჩესტერ იუნაიტედში", ისე "სიტიში" შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. "ქალაქელები" პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა.
ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "სიტიმ" პირველი ვარჯიში 5 ივლისს გამართა. გუნდს შეუერთდნენ მცველი ჯეისონ დენაიერი ("გალათასარაი"), ნახევარმცველები ბრუნო სუკულინი (აეკი), ილკაი გიუნდოგანი ("ბორუსია"), აარონ მუი ("მელბურნი"), ალექსანდრ ზინჩენკო ("უფა"); და ფორვარდი ნოლიტო ("სელტა").
20 ივლისს გვარდიოლას გუნდი მიუნხენში "ბაიერნს" შეხვდა და 1-0 დამარცხდა. სწორედ ბავარიის დედაქალაქიდან გაემგზავრა "სიტი" პეკინში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. გუნდს შეუერთდნენ შვებულებიდან დაბრუნებული ჯო ჰარტი, სერხიო აგუერო, ჯეისონ დენაიერი და დავიდ სილვა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არდადეგებიდან 7 ივლისს დაბრუნდნენ და ჟოზე მოურინიოსთან ერთად რამდენიმე სავარჯიშო სესიის გამართვის შემდეგ, 16 ივლისს პირველი წინასასეზონო მატჩი ჩაატარეს "უიგანთან" გასვლაზე, სადაც 2-0 მოიგეს. სტუმართა რიგებში თავი უილ კინმა და ანდრეას პერეირამ გამოიჩინეს.
19 ივლისს გუნდი ჩინეთში ჩაფრინდა, რათა ორი წინასასეზონო მატჩი გაემართა "ბორუსიასა" და "სიტის" წინააღმდეგ. ტურნეზე გუნდს შეუერთდნენ ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, გარდა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა, რომელმაც დასვენებისთვის დამატებითი დრო მიიღო.
შანხაიში გუნდმა რამდენიმე ვარჯიში გამართა და მეორე წინასასეზონო მატჩი ჩაატარა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიასთან" 4-1 განადგურდა. "იუნაიტედის" რიგებიდან თავი "ბორუსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა გამოიჩინა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 171-ჯერ შეხვდნენ. 49 მოგებაა "მანჩესტერ სიტის" ანგარიშზე, 71 "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე, ხოლო 51 მატჩი ფრედ დასრულდა.
გუნდების უკანასკნელი შეხვედრა
"მანჩესტერ სიტი" 0-1
"მანჩესტერ იუნაიტედი"თარიღი: 20 მარტი, 2016 წელი.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 16'