თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 16:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2953,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
მანჩესტერული დერბის პრევიუ.
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: პეკინის ეროვნული სტადიონი, პეკინი (ნეიტრალური მოედანი)
მონაცემი: ამხანაგური მატჩი, წინასასეზონო ტურნე
თარიღი: ორშაბათი, 25 ივლისი, 2016 წელი
მატჩის დასაწყისი: 15:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


ტრავმირებულები: კომპანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:


პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდში ვენსან კომპანის გარდა სხვა ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის.


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ბორტუიკ-ჯექსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი:დე ხეა, რომერო, ჯონსტონი; ბაიი, ბლინდი, ფოსუ-მენსა, ჯონსი, მაკნეირი, როხო, შოუ, სმოლინგი, ტუანზებე, ვალენსია; კერიკი, ერერა, იანუზაი, ლინგარდი, დეპაი, მატა, მხითარიანი, ა.პერეირა, იანგი; უ.კინი, რეშფორდი, რუნი.
ჟოზე მოურინიომ ჩინეთში 25 ფეხბურთელი წაიყვანა. გუნდს შეუერთდნენ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი გამოსვლა ტურნირის მერვედფინალში დაასრულეს, თუმცა მათ შორის არ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც დასვენებისთვის დამატებითი დრო მიიღო. მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მიიღონ დე ხეამ, სმოლინგმა და რუნიმ.


წინასამატჩო ინფორმაცია


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


როგორც "მანჩესტერ იუნაიტედში", ისე "სიტიში" შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. "ქალაქელები" პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "სიტიმ" პირველი ვარჯიში 5 ივლისს გამართა. გუნდს შეუერთდნენ მცველი ჯეისონ დენაიერი ("გალათასარაი"), ნახევარმცველები ბრუნო სუკულინი (აეკი), ილკაი გიუნდოგანი ("ბორუსია"), აარონ მუი ("მელბურნი"), ალექსანდრ ზინჩენკო ("უფა"); და ფორვარდი ნოლიტო ("სელტა").

20 ივლისს გვარდიოლას გუნდი მიუნხენში "ბაიერნს" შეხვდა და 1-0 დამარცხდა. სწორედ ბავარიის დედაქალაქიდან გაემგზავრა "სიტი" პეკინში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. გუნდს შეუერთდნენ შვებულებიდან დაბრუნებული ჯო ჰარტი, სერხიო აგუერო, ჯეისონ დენაიერი და დავიდ სილვა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები არდადეგებიდან 7 ივლისს დაბრუნდნენ და ჟოზე მოურინიოსთან ერთად რამდენიმე სავარჯიშო სესიის გამართვის შემდეგ, 16 ივლისს პირველი წინასასეზონო მატჩი ჩაატარეს "უიგანთან" გასვლაზე, სადაც 2-0 მოიგეს. სტუმართა რიგებში თავი უილ კინმა და ანდრეას პერეირამ გამოიჩინეს.

19 ივლისს გუნდი ჩინეთში ჩაფრინდა, რათა ორი წინასასეზონო მატჩი გაემართა "ბორუსიასა" და "სიტის" წინააღმდეგ. ტურნეზე გუნდს შეუერთდნენ ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, გარდა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა, რომელმაც დასვენებისთვის დამატებითი დრო მიიღო.

შანხაიში გუნდმა რამდენიმე ვარჯიში გამართა და მეორე წინასასეზონო მატჩი ჩაატარა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიასთან" 4-1 განადგურდა. "იუნაიტედის" რიგებიდან თავი "ბორუსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა გამოიჩინა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 171-ჯერ შეხვდნენ. 49 მოგებაა "მანჩესტერ სიტის" ანგარიშზე, 71 "მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე, ხოლო 51 მატჩი ფრედ დასრულდა.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა


"მანჩესტერ სიტი" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 20 მარტი, 2016 წელი.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 16'
---
17 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
25 ივლისი 2016 00:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
ციტატა: Ibra9
ზდაროვა ყველას, ახალი ვარ იმედია მიმიღებთ.

როგორი შეტევა გინდათ შემდეგ წელს? მე ასეთი.

მხითარიანი პოგბა რუნი დეპაი მარსიალი იბრა <33

Migebuli car <3 imediaaa movigebt da tan normalur fexburts vitamashebt

ციტატა: Ibra9
ზდაროვა ყველას, ახალი ვარ იმედია მიმიღებთ.

როგორი შეტევა გინდათ შემდეგ წელს? მე ასეთი.

მხითარიანი პოგბა რუნი დეპაი მარსიალი იბრა <33

Migebuli car <3 imediaaa movigebt da tan normalur fexburts vitamashebt
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: temo300
25 ივლისი 2016 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
თუ ბურთის გორავს არ დაიწყებენ მაშინ მოვიგებთ. კი მესმის რომ ამხანაგურია მაგრამ გულშემატკივრების გამო დორტმუნდთან 3:2 მაინც წაეგოთ. ტიპები 3:1-ზე დადიოდნენ. ასე რომ ხვალ ასეთ თამაშს არ ველოდები და იმედია მოუ დაალაგებს გუნდში სიტუაციას
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2016 00:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია ცოტას მოიდომებენ
0
№14
ავტორი: LASHQARA
25 ივლისი 2016 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ის ფეხბურთი რაც დორტმუნდთან ითამაშეს არ იყო და ესე უმოტივაციო თამაშებს არ ვაქცევ ხოლმე დიდ ყურადღებას, რათქმაუნდა მოგება სულ მიხარია იუნაიტედის ვიდრე წაგება, მაგრამ ამჯერად ვფიქრობ მოტივაცია თვითონ სიტია და ისრო გვარდიოლაა მწვრთნელი, თუ უნდა მანჩესტერს რო დაამტკიცოს ვინაა ამ ორში ძლიერი ეს ყველა შეხვედრაში უნდა დაამტკიცოს თუნდაც უბანში თამაშობდნენ ფეხბურთს ეზოს სტადიონზე და თავის მხრივ მაურინიომაც უნდაა დაამტკიცოს რო პირველია პრემიერლიგაში და მსოფლიოში მოკლედ უმოტივაციო არცერთ შემთხვევაში არაა ეს თამაში love am წარმატებები
0
№15
ავტორი: Phil Jones
25 ივლისი 2016 01:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოუ არაა ის კაცი რომ ამ თამაშში მოგებზე ათამაშოსს გუნდი და ბევრის იმედი ნუ გვექნება, ის მიხარია ყველაზე მეტად მოურინიოს მოსვლით რო სახლში აღარ წავაგებთ თამაშებს <3
0
№16
ავტორი: crawling
25 ივლისი 2016 07:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ლინკს დადებთ? ლივეში ვერ მოვახერხებ ყურებას არ მცალია recourse
0
№17
ავტორი: Iunaitedi
25 ივლისი 2016 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Phil Jones, saxslshi arc vangaalisdros vagebdit titqmis tamashebs. Es tamashi inatleba guardiola - mourinio da ara siti iunaitedi. Lingardi mainc amoagdos da rashfordi daayenos.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top