თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2636,
კომენტარები: 18
მოურინიომ ლეგენდების კომენტარებს უპასუხა
ჟოზე მოურინიო კრიტიკისთვის მზად არის.
მოურინიომ ლეგენდების კომენტარებს უპასუხა
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელებისგან მის მიმართ წამოსული კრიტიკის მისაღებად მზად არის.

"ოლდ ტრაფორდის" ახალი ბოსისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მედიაში მომუშავე ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც როი კინი, პოლ სქოულზი, გარი ნევილი, რაიან გიგზი და რიო ფერდინანდი არიან, თავიანთ აზრებს საჯაროდ თამამად გამოთქვამენ.

მათი კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გამხდარა დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი, რამდენიმე დღის წინ კი პოლ სქოულზმა პორტუგალიელს მოუწოდა, რომ პოლ პოგბაზე გადაჭარბებული თანხის გადახდა არ ღირს.

მაგრამ მოურინიო ასეთი კრიტიკოსების წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ მათ კარინგტონზეც სიამოვნებით უმასპინძლებდა.

"ამ კლუბში იპოვით ხუთი, ათი, თხუთმეტი და ოცი წლის წინანდელ ლეგენდების. მათი ხმა მნიშვნელოვანია. ეს უნდა გვესმოდეს. როცა ადამიანი კლუბის ისტორიას ეკუთვნის, ის ჩვეულებრივი ექსპერტისგან განსხვავდება. მათ სხვაგვარად უნდა შეხედო. მათ პატივი უნდა სცე.

გულშემატკივართა სამყაროში იმდენად ძლევამოსილია მათი ხმა, რომ მათ დადებითი და უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. გულშემატკივრებს ისინი უყვართ და როცა დადებითად არიან განწყობილნი, ერთიანდებიან, ხოლო როცა უარყოფითად - უფრო რთულ სიტუაციას ქმნიან.

ისინი მუშაობენ და ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლები და პატიოსნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩემი მხრივ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, მათ ვერ ვთხოვ, კლუბის ისტორიის ნაწილი ხართ და დამეხმარეთ-მეთქი. უნდა შევეგუოთ, რომ, თუკი კმაყოფილნი არიან კლუბით, მხარდაჭერა გარანტირებულია; თუკი უკმაყოფილონი არიან, შეგაწუხებენ და უფრო გაართულებენ საქმეს.

მათ ვეტყვი: "სავარჯიშო მოედანზე თქვენს მოსვლას ყოველთვის მიესალმებიან". ნებისმიერ დროს, როცა აზრის გამოთქმა მოგინდებათ, მობრძანდით, ეს თქვენი სახლია და როცა გნებავთ, მაშინ დაბრუნდით",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
24 ივლისი 2016 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ჰოდა შეეშვან ამ პოგბას და იყიდონ კროოსი, მართლა ძაან უნამუსოდ იქცევა იუვე და ისედაც არც ღირს ისიც კი რაც სულ პირველად შესთავაზეს
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
24 ივლისი 2016 22:27
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართალია, პოპულარობითაც რო სარგებლობენ, როგორც გუნდში ასევე გულშემატკივრები, მარტო ამიტომაც უნდა გაითვალისწინონ მათი აზრი. თითქმის ყველამ ისაუბრა სატრანსფერო პოლიტიკაზე და ძალიან ბევრმა ჩემი სათქმელიც თქვა, პოგბას ტრანსფერს ეხებოდა ეს ყველაზე მეტად!
0
№3
ავტორი: dachi_mu
24 ივლისი 2016 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
არა ძმაო იცის რა ამ კაცმა თავის საქმე :) რაც არ უნდა დააბრალო რო ქედმაღალია და ასე და ისე, ლაპარაკი ნამდვილად იცის smile love
0
№4
ავტორი: stepno
24 ივლისი 2016 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუ რა მაგრად ლაპარაკობს
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
24 ივლისი 2016 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
გააჯმევინოს პოგბას და ან ბეილი ან აგუერო იყიდოს რომელიც დაიკერება არცერთი არაა მაგაზე ნაკლები და ეგდოს ეგ პოგბა ბებერ ქალბატონში და მარტო სერია ა ჟანგიან თასს უყუროს
0
№6
ავტორი: ლუკია
24 ივლისი 2016 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 40
აუ რა ძმაა wink
0
№7
ავტორი: nika1997
25 ივლისი 2016 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ციტატა: gela-manchesteri
გააჯმევინოს პოგბას და ან ბეილი ან აგუერო იყიდოს რომელიც დაიკერება არცერთი არაა მაგაზე ნაკლები და ეგდოს ეგ პოგბა ბებერ ქალბატონში და მარტო სერია ა ჟანგიან თასს უყუროს

Mecineba eset komentarebze aqamde idzaxdit moiyvanoso ramdenic undat imdeni gadaixadoso da axla radganac poli Da eseni bazroben ro ar girs amxela tanaxa axla unda gaajvas bazari araa ar girs amxela mara unda moiyvanon da higuaini d apogba rogor unda shwaadaro chemamde ar dadis
0
№8
ავტორი: ikeoni
25 ივლისი 2016 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Joze mgelia))❤️
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2016 00:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე ექსპერტებისგან არ აცდება ლანძვა თუ ვერ გაამართა
0
№10
ავტორი: LASHQARA
25 ივლისი 2016 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რასაც ბაზრობს იმის 70% რო გაკეთდეს ჩათვალეთ დავიბრუნებთ იმ ტიტულებს რაც დავკარგეთ ბოლო 3 წელში love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top