თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2641,
კომენტარები: 18
მოურინიომ ლეგენდების კომენტარებს უპასუხა
ჟოზე მოურინიო კრიტიკისთვის მზად არის.
მოურინიომ ლეგენდების კომენტარებს უპასუხა
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელებისგან მის მიმართ წამოსული კრიტიკის მისაღებად მზად არის.

"ოლდ ტრაფორდის" ახალი ბოსისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მედიაში მომუშავე ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც როი კინი, პოლ სქოულზი, გარი ნევილი, რაიან გიგზი და რიო ფერდინანდი არიან, თავიანთ აზრებს საჯაროდ თამამად გამოთქვამენ.

მათი კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გამხდარა დევიდ მოიესი და ლუი ვან გაალი, რამდენიმე დღის წინ კი პოლ სქოულზმა პორტუგალიელს მოუწოდა, რომ პოლ პოგბაზე გადაჭარბებული თანხის გადახდა არ ღირს.

მაგრამ მოურინიო ასეთი კრიტიკოსების წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ მათ კარინგტონზეც სიამოვნებით უმასპინძლებდა.

"ამ კლუბში იპოვით ხუთი, ათი, თხუთმეტი და ოცი წლის წინანდელ ლეგენდების. მათი ხმა მნიშვნელოვანია. ეს უნდა გვესმოდეს. როცა ადამიანი კლუბის ისტორიას ეკუთვნის, ის ჩვეულებრივი ექსპერტისგან განსხვავდება. მათ სხვაგვარად უნდა შეხედო. მათ პატივი უნდა სცე.

გულშემატკივართა სამყაროში იმდენად ძლევამოსილია მათი ხმა, რომ მათ დადებითი და უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. გულშემატკივრებს ისინი უყვართ და როცა დადებითად არიან განწყობილნი, ერთიანდებიან, ხოლო როცა უარყოფითად - უფრო რთულ სიტუაციას ქმნიან.

ისინი მუშაობენ და ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლები და პატიოსნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩემი მხრივ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, მათ ვერ ვთხოვ, კლუბის ისტორიის ნაწილი ხართ და დამეხმარეთ-მეთქი. უნდა შევეგუოთ, რომ, თუკი კმაყოფილნი არიან კლუბით, მხარდაჭერა გარანტირებულია; თუკი უკმაყოფილონი არიან, შეგაწუხებენ და უფრო გაართულებენ საქმეს.

მათ ვეტყვი: "სავარჯიშო მოედანზე თქვენს მოსვლას ყოველთვის მიესალმებიან". ნებისმიერ დროს, როცა აზრის გამოთქმა მოგინდებათ, მობრძანდით, ეს თქვენი სახლია და როცა გნებავთ, მაშინ დაბრუნდით",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Redarmy77
25 ივლისი 2016 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ციტატა: gela-manchesteri
გააჯმევინოს პოგბას და ან ბეილი ან აგუერო იყიდოს რომელიც დაიკერება არცერთი არაა მაგაზე ნაკლები და ეგდოს ეგ პოგბა ბებერ ქალბატონში და მარტო სერია ა ჟანგიან თასს უყუროს

bales vin gamoushvebs martla gjera ocnebebis?:d saertod aramginia peresmaanchesteris winadadeba miigos rac de heaze gauketes
0
№12
ავტორი: kantona-7
25 ივლისი 2016 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: gela-manchesteri
გააჯმევინოს პოგბას და ან ბეილი ან აგუერო იყიდოს რომელიც დაიკერება არცერთი არაა მაგაზე ნაკლები და ეგდოს ეგ პოგბა ბებერ ქალბატონში და მარტო სერია ა ჟანგიან თასს უყუროს

მანჩესტერს სჭირდება ცენტრალური ნახევარმცველი და რომელია ცენრალური ნახევარმცველი ბეილი თუ აგუერო?

მე მაინც მგონიარო უნდა გადიხადონ 120 და 150 თუმართლა უნდათ ცენტრის გაძლიერება და თუარუნდათ ვერც მოუ გვიშველის წელს და მაქსიმუმ მეოთხეზე გავიდეთ ისევ>>>>ამას იმიტო ვამბობრო ჩემიაზრით რათამაშებიც წავაგეთ ყველა თითქმის ცენტრით წავაგეთ და არა დაცვით>>ასეა თუ ისე წინა სეზონში ყველაზე ზლიერი მაინც დაცვა გვყავდა+(დეხეა) ვიდრე ნახევარდაცვა>მეამიტომ ვფიქრომრო უნდა ვიყიდოთ მინიმუმ ორი ნახევარმცველი>>>რაცშეეხება მოუს ფაიზაღს ბაზრობს და ლაპარაკი არეშლება ამკაცს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: K1llsw1tch
25 ივლისი 2016 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ციტატა: nika1997
ციტატა: gela-manchesteri
გააჯმევინოს პოგბას და ან ბეილი ან აგუერო იყიდოს რომელიც დაიკერება არცერთი არაა მაგაზე ნაკლები და ეგდოს ეგ პოგბა ბებერ ქალბატონში და მარტო სერია ა ჟანგიან თასს უყუროს

Mecineba eset komentarebze aqamde idzaxdit moiyvanoso ramdenic undat imdeni gadaixadoso da axla radganac poli Da eseni bazroben ro ar girs amxela tanaxa axla unda gaajvas bazari araa ar girs amxela mara unda moiyvanon da higuaini d apogba rogor unda shwaadaro chemamde ar dadis

Asiani xar dzmao.Agueros transferze vabshe vkvdebi sicilit dzmao citydan and yliveridan pexburteli rogor unda iyido an iqit rogor unda misce
0
№14
ავტორი: kapuchino
25 ივლისი 2016 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ციტატა: gela-manchesteri
გააჯმევინოს პოგბას და ან ბეილი ან აგუერო იყიდოს რომელიც დაიკერება არცერთი არაა მაგაზე ნაკლები და ეგდოს ეგ პოგბა ბებერ ქალბატონში და მარტო სერია ა ჟანგიან თასს უყუროს

ჩემი ძმა ბეილი არ იყიდება
0
№15
ავტორი: LASHQARA
25 ივლისი 2016 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რასაც ვერ იყიდი ფულით იყიდი უფრო დიდი ფულით wink am
0
№16
ავტორი: chudikone
25 ივლისი 2016 11:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ანუ მაცადეთ და დააყენეთ როხოებიო რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№17
ავტორი: IBRAcadabra
25 ივლისი 2016 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ამ მანჩესტერს იმდენი ფული აქ რომ მაგათვის 100 მილიონი მართლა არაფერია ამიტომ მე ვფიქრობ პოგბა უნდა იყიდოს მანჩესტერმა

ამ მანჩესტერს იმდენი ფული აქ რომ მაგათვის 100 მილიონი მართლა არაფერია ამიტომ მე ვფიქრობ პოგბა უნდა იყიდოს მანჩესტერმა
0
№18
ავტორი: Esi
25 ივლისი 2016 18:23
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მათ ვეტყვი: "სავარჯიშო მოედანზე თქვენს მოსვლას ყოველთვის მიესალმებიან". ნებისმიერ დროს, როცა აზრის გამოთქმა მოგინდებათ, მობრძანდით, ეს თქვენი სახლია და როცა გნებავთ, მაშინ დაბრუნდით",


კრისტალ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top