თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 14:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3117,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ევროპის ლიგაზე ასპარეზობის გამო თავის გუნდს ცუდ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნევს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა და ამის ნაცვლად ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

მოურინიოს აზრით, ევროარენასა და შიდა ჩემპიონატში ჩასატარებ მატჩებს შორის დასვენებისთვის გამოყოფილი მცირე დრო გუნდზე უარყოფით ეფექტს მოახდენს. მისივე აზრით, "ჩელსის", რომელიც ევროპაში საერთოდ არ ითამაშებს, ტიტულის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

"პრემიერ ლიგა არავითარ შეღავათს არ აკეთებს. ევროპის ლიგაზე ხუთშაბათს ვითამაშებთ, მაგრამ არა მგონია, ამის გამო ინგლისში ორშაბათს გვათამაშონ, ისინი კვირას გვათამაშებენ და თანაც 16 საათზე.

ასე რომ, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. პრემიერ ლიგაში ბრძოლისთვის ყველაზე ცუდი პირობებია.

უფრო ადვილია, იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი. ამაზე ადვილი კი ის მდგომარეობაა, რომელშიც "ლივერპული" იყო ორი წლის წინ და რომელშიც "ჩელსი" იქნება მომდევნო სეზონში.

ყოველ კვირას ერთი სრული სამუშაო კვირა ოცნებაა. ოცნება მწვრთნელისთვის, რომელსაც გუნდის გაუმჯობესება სურს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manchesteri
24 ივლისი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მიდი მოუ დაამტკიცე ყველაპერი
0
№2
ავტორი: Iunaitedi
24 ივლისი 2016 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
martalia.
0
№3
ავტორი: deqstera
24 ივლისი 2016 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მერე რისთვის არის აკადემი???
ტუანზებე-ფოსუ-ბორტვინა-იანუზაი-ლინგარდი პლიუს ისინი ვისაც ძირითადში ვერიქნება, ფერეირა რეშფორდი, დეპაი
0
№4
ავტორი: ლუკია
24 ივლისი 2016 14:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 40
მიდი მოუ მიხუედავად 4-1 მარცხისაა ვანგაალის თამაშს მაინც აჯობა მითუმეტეს ნახევარი კამანდით
0
№5
ავტორი: sandroo
24 ივლისი 2016 15:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
imxela rezervigvaq ro argagvichirdeba :* prosta rac sheidzleba bevri xalxi unda davtovot rotaciistvis ro ar gadaigalon bichebi
0
№6
ავტორი: fergia
24 ივლისი 2016 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ევროპა ლიგაზე ახალგაზრდებს უნდა მისცეს თავის გამოჩენის საშუალება..
0
№7
ავტორი: kantona-7
24 ივლისი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მართალს ბაზრობს მარა ვფიქრობრომ ევროპა ლიგაზე მეორე კამანდას უნდა მისცეს შანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: ikeoni
24 ივლისი 2016 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Martalia ra ((evropa liga gvinda exla
0
№9
ავტორი: dybbuk
24 ივლისი 2016 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: ლუკია
მიდი მოუ მიხუედავად 4-1 მარცხისაა ვანგაალის თამაშს მაინც აჯობა მითუმეტეს ნახევარი კამანდით

რითი აჯობა კაცურად? lol lol


ისე ამ ბოქსინ დეის თუ გააუქმებენ და დაასვენებენ ცოტა ხნით გუნდებს პრემიერლიგის კლუბების შედეგიც გაუმჯობესდება ევრო ტურნირებზე, ნუთუ იმდენს ვერ ხვდებიან რო ესეთი გადატვირთული გრაფიკით პლიუს კიდე 2 თასი, თებერვლის ბოლოს და მარტში უკვე გამოფიტულია ინგლისის გუნდები და წელს ძლივს შეინარჩუნეს მეოთხე ადგილი ლიგის
0
№10
ავტორი: JuanMata
24 ივლისი 2016 16:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წინა ინტერვიუშიც თქვა 22 კაცს ექნება გუნდში ადგილიო, ჰოდა მთავარ აქცენტს ალბათ ეპლზე გააკეთებს, თან ახალგაზრდებსაც ექნებათ სათამაშო დრო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top