თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 14:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3118,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ევროპის ლიგაზე ასპარეზობის გამო თავის გუნდს ცუდ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნევს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა და ამის ნაცვლად ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

მოურინიოს აზრით, ევროარენასა და შიდა ჩემპიონატში ჩასატარებ მატჩებს შორის დასვენებისთვის გამოყოფილი მცირე დრო გუნდზე უარყოფით ეფექტს მოახდენს. მისივე აზრით, "ჩელსის", რომელიც ევროპაში საერთოდ არ ითამაშებს, ტიტულის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

"პრემიერ ლიგა არავითარ შეღავათს არ აკეთებს. ევროპის ლიგაზე ხუთშაბათს ვითამაშებთ, მაგრამ არა მგონია, ამის გამო ინგლისში ორშაბათს გვათამაშონ, ისინი კვირას გვათამაშებენ და თანაც 16 საათზე.

ასე რომ, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. პრემიერ ლიგაში ბრძოლისთვის ყველაზე ცუდი პირობებია.

უფრო ადვილია, იყო ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი. ამაზე ადვილი კი ის მდგომარეობაა, რომელშიც "ლივერპული" იყო ორი წლის წინ და რომელშიც "ჩელსი" იქნება მომდევნო სეზონში.

ყოველ კვირას ერთი სრული სამუშაო კვირა ოცნებაა. ოცნება მწვრთნელისთვის, რომელსაც გუნდის გაუმჯობესება სურს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
24 ივლისი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
Shenc magari xar.Dziritadi ar atamasho, akademiis xalxs mieci shansi da egaa eplstvis moitove zlatani,waza, mxitara, de gea da sxvebi.
0
№12
ავტორი: chestersa
24 ივლისი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ორივეს დევნას და ვერცერთის მოგებას ჯობს ერთ-ერთზე გაკეთდეს ძირითადი აქცენტი ყველაზე მინიმუმი რაც შეიძლება ამ სეზონში დსაშვები იყოს ეპლში მესამე ადგილია! პრინციპის საკითხია 4 არ მინდა :დ

ძალიან აღფრთოვანებულები კი ვართ მაგრამ არც ისე ადვილი იქნება წლევანდელი სეზონი სავარუდოდ პოგბათი და მოურინიოთიც კი ჩელსი იდეალურ მდგომარეობაშია მართლაც მითუმეტეს რომ კონტე არავიზე ნაკლები ტაქტიკოსი არ არის პირიქით საუკეთესოცაა ალბათ თან ძლიერდება ჩელსი შესაძლოა მაჰრეზი(თუ არსენალში არ წავიდა მანდ წავა) და კავანი დაიმატონ(ამ შემთხვევაში კოშტას გაუშვებენ და ეს დანაკლისი უფროა) :დ ლივერპულში კი რის კლოპის ფაქტორი მაგრამ რავიცი ლივერპულია მაინც არსენალზეც იგივეს ვიტყოდი აი სიტის ისედაც ძიერი შემადგენლობა ყავს. წელს იქნება რაღაც სასწაულზე სასწაული სეზონი ინგლისში ამის თქმა არ მინდა მაგრამ ალბათ ამ ეტაპზე ჩელსის ყველაზე დიდი შანსი აქ გაჩემპიონების იუნაიტედს და სიტის სვარაუდოდ თანაბარი და მერე მოდიან ლივერპული არსენალი და ტოტენჰემი სამწუხაროდ ლესტერი დაიშალა :/ ევერტონიც რავიცი მგონია რომ გაიბრძოლებს ვნახოთ რა იქნება.
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ივლისი 2016 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოდა დაიიკიდე ევროპა ლიგა მოუ და პრემიერ ლიგას მიხედე რა.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2016 00:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მართალია მარა სხვა გზა არაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top