თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2016, 23:12
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2590,
კომენტარები: 14
ერერა: "ჩვენ ფანტასტიკურ გუნდს ვაშენებთ"
ანდერ ერერა მატჩის შემდეგ.
ერერა:
ანდერ ერერა "ბორუსიასთან" მარცხით, დახუთულ შანხაიში კმაყოფილი არ არის, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა MUTV-სთან მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ "წითლები" მომდევნო სამიზნეზე , "ქომუნითი შილდის" მოგებაზე არიან ფოკუსირებულები.

6 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტის" დაუპირისპირდება, სადაც გუნდი ჟოზე მოურინიოს პირველ ტიტულის მოგების შანსებს უფრო წარმოაჩენს.

ერერამ დორტმუნდულ კლუბთან მარცხის შემდეგ, საფინალო სასტვენამდე განხორციელებულ მომენტებზე მშვიდად ისაუბრა.

"ჩვენ ვართ გუნდი და გვსურს, რომ ყველანი ახლო მომავალში ფორმაში ვიყოთ. აი სწორედ ამიტომ ვმუშაობდით ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში. მხოლოდ გუშინ, ჩვენ ორჯერ ვივარჯიშეთ, რაც მოედანზე ვიგრძენით. რა თქმა უნდა, გვინდა "ლესტერის" წინააღმდეგ მატჩისთვის მზად ვიყოთ და სეზონის პირველი ტიტული მოვიგოთ. ნამდვილი ფეხბურთის თამაშის დროს მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.

რაც შეეხება შედეგს, ერერა იყო პირველი, ვინც "ბორუსიას" შედეგი დისპლეიზე მოიწონა, თუმცა, აღნიშნა ის ფაქტი, რომ გერმანელებმა "იუნაიტედთან" შედარებით ძალიან ბევრი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

"ვფიქრობ, ეს კარგი შეხვედრა გამოვიდა. "ბორუსია" კარგი გუნდია და მათ უკვე 5 თამაში ჩაატარეს.

ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მატჩების ჩატარება. როდესაც ატარებ შეხვედებს, ხარ ფორმაში, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ჩვენ არანაირი გამართლება არ გვაქვს. ჩვენ ვართ "მანჩესტერ იუნაიტედი", ჩვენ არ უნდა წავაგოთ, რადგან მოგება გვმართებს, მაგრამ ეს წინასასეზონო ტურნეა. გვსურს, ყოველი წუთი ხელში ჩავიგდოთ და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილები, რადგან "იუნაიტედს" წაგება არ სურს.

როდესაც თამაშობ 5 მატჩს, შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეზე ერთი წამით ადრე მიემგზავრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ გამართლებას არ ვიმსახურებთ. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ითამაშეს ფანტასტიკურად, თუმცა, როგორც ადრე ვთქვი ისინი წამით ადრე ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ჩვენ ვვითარდებით, ვაშენებთ ფანტასტიკურ გუნდს და რა თქმა უნდა, ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებთ."


დღევანდელი მატჩი, მოურინიოსთვის "იუნაიტედის" რიგებში მეორე იყო. ესპანელი ნახევარმცველის თქმით, ფეხბურთელმა იციან, თუ როგორი სტილის თამაში სურს პორტუგალიელს: "ვფიქრობ, ვიცით თუ რა გავაკეთოთ.

ერთ-ერთი რამ, რაც მანამდე გავაანალიზეთ იყო ის, რომ საკუთარი მიზნები ზუსტად დავისახეთ. ნახევარდაცვაში აგრესიული ფეხბურთელები გვჭირდება. გვსურს, რომ გვეჭიროს ბურთი და გვინდა არა მარტო ეს. ჩვენ გვინდა შეტევა, რაც ჟოზესაც სურს და ვფიქრობ, რომ მივიწევთ იმისკენ, რომ იხილავთ შემტევ "იუნაიტედს", მაგრამ რა თქმა უნდა თავდაპირველად საჭიროა ვიყოთ კომფაქტურები,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ლუკია
22 ივლისი 2016 23:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 40
ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მანჩესტერმა დორტმუნდთან წააგო უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ დორტმუნდი მთელ ძალებს ხარჯავს ამხანაგურებზე და ხალხსაც ამტვრევს რაც საკმაოდ სულელურია
0
№2
ავტორი: LASHQARA
22 ივლისი 2016 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
სიტისთან ესეთი თამაში სირცხვილი იქნება და იმედია იგივეს ყურება არ მოგვიწევს ... ლესტერს რო უნდა მოუგოთ ეგ თავისთავად მაგრამ არ იქნება იოლი ყველაზე გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ და დაამტკიცეს კიდეც წინა სეზონში love am
0
№3
ავტორი: POGBoom
22 ივლისი 2016 23:22
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 23
ციტატა: LASHQARA
სიტისთან ესეთი თამაში სირცხვილი იქნება და იმედია იგივეს ყურება არ მოგვიწევს ... ლესტერს რო უნდა მოუგოთ ეგ თავისთავად მაგრამ არ იქნება იოლი ყველაზე გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ და დაამტკიცეს კიდევაც წინა სეზონში love am


მაგაზე ნუ დარდობ შენ არამგონია იგივენაიარდ ეთამაშსო სიტის winked მოურინიოა ბოლოსდაბოლოს wink
0
№4
ავტორი: LASHQARA
22 ივლისი 2016 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: POGBoom
ციტატა: LASHQARA
სიტისთან ესეთი თამაში სირცხვილი იქნება და იმედია იგივეს ყურება არ მოგვიწევს ... ლესტერს რო უნდა მოუგოთ ეგ თავისთავად მაგრამ არ იქნება იოლი ყველაზე გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ და დაამტკიცეს კიდევაც წინა სეზონში love am


მაგაზე ნუ დარდობ შენ არამგონია იგივენაიარდ ეთამაშსო სიტის winked მოურინიოა ბოლოსდაბოლოს wink

და გვარდიოლას უპირისპირდება მეც მაგის იმედი მაქ ვნახოთ winked am
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 ივლისი 2016 23:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოურინიომაც ისაუბრა თამაშის წინ რომ დორტმუნდს მეტი მატჩი ჰქონდა. ბევრს ნიშნავს ალბათ მაგრამ ეგ გამარტლება არ არის, ნახევარდაცვაში საშინლად ითამაშეს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ივლისი 2016 00:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია სიტისსთან ჩვენთვის სასურველ შედეგს მივიღებთ
0
№7
ავტორი: I L C
23 ივლისი 2016 00:40
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აშენებთ კიარა ანგრევთ :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: POGBoom
23 ივლისი 2016 01:21
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 23
ციტატა: I L C
აშენებთ კიარა ანგრევთ :@


ნაჩქარევი ხო არაა დასკვნების გამოტანა ?
0
№9
ავტორი: ikeoni
23 ივლისი 2016 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Moixodebian bichebi ❤️❤️❤️
0
№10
ავტორი: Malboro463
23 ივლისი 2016 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: ლუკია
ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მანჩესტერმა დორტმუნდთან წააგო უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ დორტმუნდი მთელ ძალებს ხარჯავს ამხანაგურებზე და ხალხსაც ამტვრევს რაც საკმაოდ სულელურია

Germanelebi egetebi arian tu daiwyes bolomde asworeben. Gundi igebs shemadgenlobac ucvlelia ginda amxanaguri iyos da ginda uefa.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top