თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2016, 23:12
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2592,
კომენტარები: 14
ერერა: "ჩვენ ფანტასტიკურ გუნდს ვაშენებთ"
ანდერ ერერა მატჩის შემდეგ.
ერერა:
ანდერ ერერა "ბორუსიასთან" მარცხით, დახუთულ შანხაიში კმაყოფილი არ არის, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა MUTV-სთან მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ "წითლები" მომდევნო სამიზნეზე , "ქომუნითი შილდის" მოგებაზე არიან ფოკუსირებულები.

6 აგვისტოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერ სიტის" დაუპირისპირდება, სადაც გუნდი ჟოზე მოურინიოს პირველ ტიტულის მოგების შანსებს უფრო წარმოაჩენს.

ერერამ დორტმუნდულ კლუბთან მარცხის შემდეგ, საფინალო სასტვენამდე განხორციელებულ მომენტებზე მშვიდად ისაუბრა.

"ჩვენ ვართ გუნდი და გვსურს, რომ ყველანი ახლო მომავალში ფორმაში ვიყოთ. აი სწორედ ამიტომ ვმუშაობდით ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში. მხოლოდ გუშინ, ჩვენ ორჯერ ვივარჯიშეთ, რაც მოედანზე ვიგრძენით. რა თქმა უნდა, გვინდა "ლესტერის" წინააღმდეგ მატჩისთვის მზად ვიყოთ და სეზონის პირველი ტიტული მოვიგოთ. ნამდვილი ფეხბურთის თამაშის დროს მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.

რაც შეეხება შედეგს, ერერა იყო პირველი, ვინც "ბორუსიას" შედეგი დისპლეიზე მოიწონა, თუმცა, აღნიშნა ის ფაქტი, რომ გერმანელებმა "იუნაიტედთან" შედარებით ძალიან ბევრი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

"ვფიქრობ, ეს კარგი შეხვედრა გამოვიდა. "ბორუსია" კარგი გუნდია და მათ უკვე 5 თამაში ჩაატარეს.

ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მატჩების ჩატარება. როდესაც ატარებ შეხვედებს, ხარ ფორმაში, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ჩვენ არანაირი გამართლება არ გვაქვს. ჩვენ ვართ "მანჩესტერ იუნაიტედი", ჩვენ არ უნდა წავაგოთ, რადგან მოგება გვმართებს, მაგრამ ეს წინასასეზონო ტურნეა. გვსურს, ყოველი წუთი ხელში ჩავიგდოთ და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილები, რადგან "იუნაიტედს" წაგება არ სურს.

როდესაც თამაშობ 5 მატჩს, შეიძლება ითქვას, რომ მეტოქეზე ერთი წამით ადრე მიემგზავრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ გამართლებას არ ვიმსახურებთ. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და ითამაშეს ფანტასტიკურად, თუმცა, როგორც ადრე ვთქვი ისინი წამით ადრე ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ჩვენ ვვითარდებით, ვაშენებთ ფანტასტიკურ გუნდს და რა თქმა უნდა, ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებთ."


დღევანდელი მატჩი, მოურინიოსთვის "იუნაიტედის" რიგებში მეორე იყო. ესპანელი ნახევარმცველის თქმით, ფეხბურთელმა იციან, თუ როგორი სტილის თამაში სურს პორტუგალიელს: "ვფიქრობ, ვიცით თუ რა გავაკეთოთ.

ერთ-ერთი რამ, რაც მანამდე გავაანალიზეთ იყო ის, რომ საკუთარი მიზნები ზუსტად დავისახეთ. ნახევარდაცვაში აგრესიული ფეხბურთელები გვჭირდება. გვსურს, რომ გვეჭიროს ბურთი და გვინდა არა მარტო ეს. ჩვენ გვინდა შეტევა, რაც ჟოზესაც სურს და ვფიქრობ, რომ მივიწევთ იმისკენ, რომ იხილავთ შემტევ "იუნაიტედს", მაგრამ რა თქმა უნდა თავდაპირველად საჭიროა ვიყოთ კომფაქტურები,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
23 ივლისი 2016 04:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Sitiis davadebt
0
№12
ავტორი: jokero89
23 ივლისი 2016 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ki shendeba kargi gundi magram mag karg sheno da shennairrbis adgili araa
0
№13
ავტორი: united legends
23 ივლისი 2016 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
სიტისთან რო ბოლომდე ითამაშებნ და როხოს არ ათამაშებენ რათ უნდა ბევრი ბაზარი
0
№14
ავტორი: ლუკია
23 ივლისი 2016 09:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 40
ციტატა: Malboro463
ციტატა: ლუკია
ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მანჩესტერმა დორტმუნდთან წააგო უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ დორტმუნდი მთელ ძალებს ხარჯავს ამხანაგურებზე და ხალხსაც ამტვრევს რაც საკმაოდ სულელურია

Germanelebi egetebi arian tu daiwyes bolomde asworeben. Gundi igebs shemadgenlobac ucvlelia ginda amxanaguri iyos da ginda uefa.

არა გეთანხმები ძმაო მაგაში მართლა მაგრები არიან თუ დაიწყეს ამთავრებენ მაგრამ აგერ ეგრე მარკო დაკარგეს შარშან და ევროზე მაგიტომ ვერ იყო,თანაც ისეთი თამაში იყო ვერც პირველზე გადავიდოდნენ და ვერ მესამეზე აზრი არ ქონდა იმ მატჩში ფეხბურთელების დატრამვას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top