ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" იბრაჰიმოვიჩის, ბაიისა და მხითარიანის ტრანსფერის შემდეგ, კარგი ტრანსფერების განხორციელებას გააგრძელებს.
წინასასეზონო ტურნეზე საუბრისას, პორტუგალიელმა ფრანგის მიმართ ინტერესი არ დამალა, თუმცა, განაცხადა, რომ დღის წესრიგში გუნდს სხვა მიზნებიც აქვს.
"არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. არაფრის თქმა არ შემიძლია.
პირველ რიგში, სხვა გუნდის ფეხბურთელზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია. პოგბა "იუვენტუსის" ფეხბურთელია და არა "იუნაიტედის" მოთამაშე. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ გუნდის ხელმძღვანელებმა და დირექტორმა ჩემი დავალების 75% შეასრულეს.
მე მათ 4 ფეხბურთელის, 4 საჭირო პროფილის შესახებ ვთხოვე და პარამეტრებიც მივეცი. ასე რომ, საქმის 3/4 შესრულებულია. ჩვენ 31 აგვისტომდე მხოლოდ 25% დაგვრჩა შესასრულებელი. კარგი პირობები გვაქვს, ასე რომ სატრანსფერო ბაზარი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება.
ასევე ჩვენ მშვიდად ვართ. ვიცით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვჭირდება. 3 ახალი სახე გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ მისტერ ვუდვორდი და კლუბის მფლობელები კარგი ბალანსის მქონე ფეხბურთელს შეიძენენ,"