თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2016, 17:00
ავტორი: POGBoom,
ნანახია: 4578,
კომენტარები: 15
მოურინიო პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა
ჟოზე პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა.
მოურინიო პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" იბრაჰიმოვიჩის, ბაიისა და მხითარიანის ტრანსფერის შემდეგ, კარგი ტრანსფერების განხორციელებას გააგრძელებს.

წინასასეზონო ტურნეზე საუბრისას, პორტუგალიელმა ფრანგის მიმართ ინტერესი არ დამალა, თუმცა, განაცხადა, რომ დღის წესრიგში გუნდს სხვა მიზნებიც აქვს.

"არც უარვყოფ და არც ვადასტურებ. არაფრის თქმა არ შემიძლია.

პირველ რიგში, სხვა გუნდის ფეხბურთელზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია. პოგბა "იუვენტუსის" ფეხბურთელია და არა "იუნაიტედის" მოთამაშე. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ გუნდის ხელმძღვანელებმა და დირექტორმა ჩემი დავალების 75% შეასრულეს.

მე მათ 4 ფეხბურთელის, 4 საჭირო პროფილის შესახებ ვთხოვე და პარამეტრებიც მივეცი. ასე რომ, საქმის 3/4 შესრულებულია. ჩვენ 31 აგვისტომდე მხოლოდ 25% დაგვრჩა შესასრულებელი. კარგი პირობები გვაქვს, ასე რომ სატრანსფერო ბაზარი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება.

ასევე ჩვენ მშვიდად ვართ. ვიცით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვჭირდება. 3 ახალი სახე გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ მისტერ ვუდვორდი და კლუბის მფლობელები კარგი ბალანსის მქონე ფეხბურთელს შეიძენენ,"


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
21 ივლისი 2016 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
იმედია მალე მოვა პოგბა
0
№12
ავტორი: shotkin
21 ივლისი 2016 19:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: General
ნახევარდაცვა და შეტევა მაგარია მაგრამ მხოლოოდ ბაიი ვერ დაეხმარება დაცვის ხაზს, იმედი მაქვს ვცდები


მგონი ცდები, ))) აი დაეხმარება თუ ვერა მაგას საკმე და მომავალი სეზონი გვანახებს რეალურად მარა არამგონია მოურინიოს (რომელიც ვან გაალი არაა) 40 მდე მილიონი გადაეხადა ისეთ მცველში რომლის რეალიზებაც სათუო იქნებოდა , მე პირადად უიგანთან დავინახე რო ძალიან ტექნიკურია პიზიკურად ძლიერი და სწრაფია, ნუ უიგანი არაა საზომი მარა მშვენივრად ითამაშა და თუ სწორად განვითარდა ძალიან მაგარი მცველი იქნება
პ.ს სასტავში ბაი სმოლინგი გვყავს და ზამენაზე ბლინდი ჯონსი და ავად სახსენებელი როხო პონს ამ სასტავით იოლას გავალთ დაცვაში მე ასე მგონია
0
№13
ავტორი: chestersa
21 ივლისი 2016 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
რატომღაც მგონია რომ ეს 25% მხოლოდ პოგბა იქნება :/
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივლისი 2016 00:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იყიდეს და ეგაა
0
№15
ავტორი: SirAlexFerg
22 ივლისი 2016 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
auuuu aii rato evasebat es tvinia motkvnaaa bicho ver gavigee raaa, kvelam vicit ro ikides da egaaa mara gaoficialurebas moundebian exla 2 kvira me amati deda movtkan ra internetshi agarsad agar shevdivar ukve tvini moitkna erti da igiveti ra
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top