გასულ სეზონში "ლესტერის" ტრიუმფის შემდეგ, ყველას ყურადღება კლაუდიო რანიერისკენაა მიპყრობილი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარსკვლავების შენარჩუნებასა და ახალი ფეხბურთელების დამატებას ეცდება.
"მელიებმა" უკვე შეიძინეს რამდენიმე ფეხბურთელი: აჰმედ მუსა, ნამპალის მენდი და რონ-რობერტ ცილერი, რომელიც "იუნაიტედში" 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა, ანდრე კრამარიჩთან ერთად გუნდი დატოვა, ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, ნ'გოლო კანტემ. დიდი ალბათობით, რანიერიმ ფრანგ ნახევარმცველს "ჩელსიში" წასვლის უფლება, მხოლოდ საკუთარი თანამემამულე კოლეგის, ანტონიო კონტეს გამო მისცა და სხვა შემთხვევაში ამას არ იზამდა.
კლაუდიო რანიერიმ პრემიერ ლიგის დიდ მწვრთნელებზე, პეპ გვარდიოლაზე, ანტონიო კონტეზე და ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც იტალიელი ჩემპიონი პორტუგალიელ სპეციალისტს ახასიათებს.
"მოურინიოს შეუძლია მეორე ფერგიუსონი გახდეს. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი მათ("იუნაიტედს") 26 წლის განმავლობაში ვერ გაწვრთნის, თუმცა საკუთარი კვალის დატოვება ნამდვილად შეუძლია. რაც შეეხება ჩვენს მატჩს-რევანსს აგვისტოში, სწორედ ეს არის ფეხბურთი სილამაზე, რომელიც ამოუცნობ და შესანიშნავ ისტორიას ინახავს,"-აცხადებს იტალიელი