თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2016, 16:56
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2540,
კომენტარები: 13
რანიერი: "მოურინიო ახალი ალექს ფერგიუსონია"
კლაუდიო რანიერი ჟოზე მოურინიოზე საუბრობს.
რანიერი:
გასულ სეზონში "ლესტერის" ტრიუმფის შემდეგ, ყველას ყურადღება კლაუდიო რანიერისკენაა მიპყრობილი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვარსკვლავების შენარჩუნებასა და ახალი ფეხბურთელების დამატებას ეცდება.

"მელიებმა" უკვე შეიძინეს რამდენიმე ფეხბურთელი: აჰმედ მუსა, ნამპალის მენდი და რონ-რობერტ ცილერი, რომელიც "იუნაიტედში" 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა, ანდრე კრამარიჩთან ერთად გუნდი დატოვა, ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, ნ'გოლო კანტემ. დიდი ალბათობით, რანიერიმ ფრანგ ნახევარმცველს "ჩელსიში" წასვლის უფლება, მხოლოდ საკუთარი თანამემამულე კოლეგის, ანტონიო კონტეს გამო მისცა და სხვა შემთხვევაში ამას არ იზამდა.

კლაუდიო რანიერიმ პრემიერ ლიგის დიდ მწვრთნელებზე, პეპ გვარდიოლაზე, ანტონიო კონტეზე და ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც იტალიელი ჩემპიონი პორტუგალიელ სპეციალისტს ახასიათებს.

"მოურინიოს შეუძლია მეორე ფერგიუსონი გახდეს. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი მათ("იუნაიტედს") 26 წლის განმავლობაში ვერ გაწვრთნის, თუმცა საკუთარი კვალის დატოვება ნამდვილად შეუძლია. რაც შეეხება ჩვენს მატჩს-რევანსს აგვისტოში, სწორედ ეს არის ფეხბურთი სილამაზე, რომელიც ამოუცნობ და შესანიშნავ ისტორიას ინახავს,"-აცხადებს იტალიელი

წყარ: Manutd.one
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: NUGI
18 ივლისი 2016 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ფერგი ვერავინ იქნება ვერასდროს
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივლისი 2016 01:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოუს რაც შეუძლია ის ააეთოს... ტიტულები დადოს
0
№13
ავტორი: stepno
19 ივლისი 2016 03:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Titulebs ro dadebs echvii ar mepareba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top