ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ ბონუჩისა და პოგბასთვის, პრემიერ ლიგაში გადასვლა კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მიუხედავად ძალიან მაღალი სატრანსფერო თანხისა, მანჩესტერული კლუბები ლეონარდო ბონუჩისა და პოლ პოგბას შეძენით კვლავ ინტერდებიან და ბრძოლაში ფავორიტადაც ითვლებიან.
"მე ინგლისური პრესის შესახებ მშვიდად ვსაუბრობ. ნებისმიერი, ვინც "იუვენტუსიდან" წასვლას აპირებს უნდა დაფიქრდეს, რადგან ჩვენ ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის მეოთხე ადგილზე ვართ.
ჩვენი კლუბი მოთამაშეების წასვლაზე არ მუშაობს. პოგბა "იუვენტუსის" ნაწილია და უკანასკნელ დღეებში, მისგან მხოლოდ ის მესმის, რომ ფრანგს კლუბთან კიდევ ერთი სკუდეტოსა და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც სურს.
უკანასკნელ წლებში, "იუვენტუსი" სერიოზული ფეხბურთელებისთვის მიმზიდველი კლუბი გახდა. ამ ზაფხულს, ჩვენ შევძელით ისეთი ფეხბურთელების გადაბირება, როგორებიც არიან: მეჰდი ბენატია, დანი ალვეში და მირალემ პიანიჩი,"-ციტირებს ალეგრის სიტყვებს Gazzetta Dello Sport