თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2016, 10:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4043,
კომენტარები: 21
ალეგრი პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა
მასიმილიანო ალეგრი ფრანგის ტრანსფერზე საუბრობს.
ალეგრი პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ ბონუჩისა და პოგბასთვის, პრემიერ ლიგაში გადასვლა კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მიუხედავად ძალიან მაღალი სატრანსფერო თანხისა, მანჩესტერული კლუბები ლეონარდო ბონუჩისა და პოლ პოგბას შეძენით კვლავ ინტერდებიან და ბრძოლაში ფავორიტადაც ითვლებიან.

"მე ინგლისური პრესის შესახებ მშვიდად ვსაუბრობ. ნებისმიერი, ვინც "იუვენტუსიდან" წასვლას აპირებს უნდა დაფიქრდეს, რადგან ჩვენ ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის მეოთხე ადგილზე ვართ.

ჩვენი კლუბი მოთამაშეების წასვლაზე არ მუშაობს. პოგბა "იუვენტუსის" ნაწილია და უკანასკნელ დღეებში, მისგან მხოლოდ ის მესმის, რომ ფრანგს კლუბთან კიდევ ერთი სკუდეტოსა და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც სურს.

უკანასკნელ წლებში, "იუვენტუსი" სერიოზული ფეხბურთელებისთვის მიმზიდველი კლუბი გახდა. ამ ზაფხულს, ჩვენ შევძელით ისეთი ფეხბურთელების გადაბირება, როგორებიც არიან: მეჰდი ბენატია, დანი ალვეში და მირალემ პიანიჩი,"
-ციტირებს ალეგრის სიტყვებს Gazzetta Dello Sport

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Baby
20 ივლისი 2016 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Au chemi ra ar shewames tvini uf.weetrie shenc sadme da dagvasvene ra ar agivardes tavshi.amdeni arc girxar prosto atexes mteli ambavi Ara meo ara meo da auwia fasi.sargebeli unda.vito uars ambobs mara magal fass elodeba da rom gaigebs afacxundeba da gushes.Fuu. areyoukiddingme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top