თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2016, 21:39
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4217,
კომენტარები: 16
მოურინიო: "ძალიან ბედნიერი ვარ"
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
"უიგანის" დამაჯერებელი ანგარიშით (0-2) დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შედეგით ჟოზე მოურინიო ძალიან აღფრთოვანებული იყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, MUTV-სთან სადებიუტო მატჩის შემდეგ რამდენიმე თემაზე ვრცლად ისაუბრა.

სადებიუტო შეხვედრისა და პირველი გამარჯვების შესახებ:

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ანგარიში აშკარად არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ეს მაინც დიდ როლს თამაშობს. ბედნიერი ვარ, რადგან იყო ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ვანხორციელებდით ვარჯიშის დროს ჩვენი პრინციპებით და მე ეს მოედანზეც დავინახე. ისინი შესანიშნავნი ვერ იყვნენ ბევრი მიზეზის გამო, რადგან 10 ვარჯიშში საუკეთესო ვერ იქნები. დაღლილობისა და ფორმაში არ ყოფნის განცდა, დიდ დროს გართმევს. თუმცა, მე დავინახე ბევრი რამ, რამაც ძალიან დამაკმაყოფილა. მატჩში მონაწილეობა ყველამ მიიღო და თითოეულმა პოზიტიური მოქმედება აჩვენა.

ფანებზე:

ყველაზე საუკეთესო იყო ის, რომ ამხანაგურ მატჩს, რომელსაც მე ვარჯიშს ვუწოდები განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ, დაესწრო ძალიან ბევრი გულშემატკივარი, რომელიც ჩემს გუნდს პერმამენტულად ქომაგობდნენ. მათი მხრიდან ბედნიერების გამოვლინება იყო ის, რაც ფანებმა ნახეს გუნდისგან. ეს ნამდვილად ფანტასტიკური იყო.

ახალწვეულების სადებიუტო შეხვედრა:

ჰენრიხი ტოპ-კლასის ფეხბურთელია და 27/28 წლის ასაკში, ფეხბურთელისთვის საუკეთესო დონეზე იმყოფება. ის ძალიან სწრაფად ფიქრობს. ცენტრ-ფორვარდის უკან, მხითარიანს განსხვავებულ პოზიციებზე თამაში შეუძლია. მას ამჟამად საუკეთესო ფორმა არ აქვს, თუმცა, ჰენრიხის პერფორმანსი ძალიან დადებითი იყო.

ფანებმა აჩვენეს, თუ როგორ მოსწონთ მათ ერიკ ბაიის მუშაობა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებულ გარემოდან მოვიდა, მაგრამ უნდა დაუკვირდეთ იმას, თუ ვინ არის ის ამ მომენტში. მე მას ყველაფერს მივცემ იმისთვის, რომ იყოს უკეთესი, როგორც სხვა მცველები, ჩემს ხელში. მან, შეძენისას აჩვენა საკუთარი სრული პოტენციალი.

ახალგაზრდების შესახებ:

შენ შეგიძლია ითამაშო 90 წუთი, ან 1 წუთი და შეიძლება ეს ერთი წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. აქსელ ტუანზებესთვის 10 წუთი საკმარისი აღმოჩნდა! [იცინის] მისი პოტენციალი აქ არის, თქვენ კი მისი ნახვა შეგიძლიათ. თქვენ მას ჩემზე კარგად იცნობთ. აქსელი "იუნაიტედში" უკვე მერამდენი წელია რაც ასპარეზობს, ხოლო მე აქ რამდენიმე კვირაა რაც ვარ. ყველას შეუძლია ნახოს, რომ აქსელის ნიჭის სანახავად საკმარისი მხოლოდ ათი წუთი იყო.

ანდრეასს ძალიან დიდი ნიჭი აქვს. მას შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალე ტექნიკა გააჩნია. მე ვსაუბრობ ორ ფეხბურთელზე, თუმცა ამ გუნდში ბევრი ისეთი ბიჭია, რომლებიც არანაირ ზეწოლას არ გრძნობენ და ცხელ, თუ ცივ სიტუაციებში სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ეს იყო ჩემთვის, მათი შესაძლებლობების სანახავად შესანიშნავი გზა.
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 ივლისი 2016 21:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტუანზებეზე დიდ იმედებს ამყარებენ და ვნახოთ, ვან გაალის გუნდშიც გამოჩნდასავით. დიდი იმედი მაქვს პერეირას ათამაშებს მოუ

მხითარიანი მომეწონა, რამდენიმე კარგი მომენტი დადო
0
№2
ავტორი: dachi_mu
16 ივლისი 2016 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გენოო აშკარად კარგი შენაძენი იქნება,ასევე ბაიი ,სკეპტიკურად უყურებდა ხალხი მაგრამ ბაიის მოყვანით ნამდვილად მოსპო დაცვაში პრობლემა ჟოზემ... :) რაც არ უნდა აგინო ლინგარდმა ბევრი იმუშავა ფორსუ მენსას კი აუცილებლად ვიხილავთ პირველ გუნდში,შოუს ჯერ ძაან დიდი შრომა უნდა რო ძველ შოუს მიუახლოვდეს
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
16 ივლისი 2016 22:03
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კარგი ახალგაზრდები ყავს იუნაიტედს და იმედია კარგად გამოიყენებს მოურინიო მათ ნიჭს, პერეირა მომეწონა, მხითოც კლასნი იყო, ბაის მცველის კვალობაზე მაგარი ტექნიკა აქვს, იმედია მემფისი მოუმატებს. ბევრს აღარ გავაგრძელებ ველოდები შემდეგ თამაშს დორტმუნდთან.
0
№4
ავტორი: gaga1987
16 ივლისი 2016 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მემფის მემფის იმედია ათამაშდები.ნუ მთავარია დაინახა ვინ რას აკეთებს და სამუშაო კიდე ბევრია
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2016 22:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც ამახანაგური იყო
0
№6
ავტორი: hemi
16 ივლისი 2016 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ბორტვიკ ჯექსონის ხო არ იცოთ რამე სადაა რატო არ ყავდა წაყვანილი? ტრამვა არაა აქ როგორც მახსოვს არც გაგვიყიდია და რა მაფიაა?
0
№7
ავტორი: ikeoni
16 ივლისი 2016 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Midi mou midii ❤️❤️❤️
0
№8
ავტორი: Qesha
16 ივლისი 2016 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გაუმარჯოს სასტავს... კაროჩე ჩელსის ქომაგი ვიყავი და ძალიან მიყვარდა როცა იუნაიტედს უგება მ,ანამ სანამ მოუ საბოლოოდ არწმოვიდა იქედანნ.. ეხლა აქ ვარ ვწერ კომენტარს და დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი ყველაპერს მოიგებს იუნაიტედთან ერთად ეს კაცი და მე აქ თქვენთანერთად უნდა ვუქომაგო ჯოსეს...
0
№9
ავტორი: kantona-7
16 ივლისი 2016 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მიდი მოუ დააბრუნე ემიუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: Iunaitedi
17 ივლისი 2016 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Bijebo RojoDiablo sad wavida.?
mainc pirveli tamashistvis mainc normaluri iyo. Dzalian kargia ro isev goli ar gavushvit. Dzalian cotas vitandit da vushvebdit da albat exla piriqit iqneba cotas gavushvebt da bevrs gavitant.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top