თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2016, 21:39
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4220,
კომენტარები: 16
მოურინიო: "ძალიან ბედნიერი ვარ"
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
"უიგანის" დამაჯერებელი ანგარიშით (0-2) დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შედეგით ჟოზე მოურინიო ძალიან აღფრთოვანებული იყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, MUTV-სთან სადებიუტო მატჩის შემდეგ რამდენიმე თემაზე ვრცლად ისაუბრა.

სადებიუტო შეხვედრისა და პირველი გამარჯვების შესახებ:

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ანგარიში აშკარად არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ეს მაინც დიდ როლს თამაშობს. ბედნიერი ვარ, რადგან იყო ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ვანხორციელებდით ვარჯიშის დროს ჩვენი პრინციპებით და მე ეს მოედანზეც დავინახე. ისინი შესანიშნავნი ვერ იყვნენ ბევრი მიზეზის გამო, რადგან 10 ვარჯიშში საუკეთესო ვერ იქნები. დაღლილობისა და ფორმაში არ ყოფნის განცდა, დიდ დროს გართმევს. თუმცა, მე დავინახე ბევრი რამ, რამაც ძალიან დამაკმაყოფილა. მატჩში მონაწილეობა ყველამ მიიღო და თითოეულმა პოზიტიური მოქმედება აჩვენა.

ფანებზე:

ყველაზე საუკეთესო იყო ის, რომ ამხანაგურ მატჩს, რომელსაც მე ვარჯიშს ვუწოდები განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ, დაესწრო ძალიან ბევრი გულშემატკივარი, რომელიც ჩემს გუნდს პერმამენტულად ქომაგობდნენ. მათი მხრიდან ბედნიერების გამოვლინება იყო ის, რაც ფანებმა ნახეს გუნდისგან. ეს ნამდვილად ფანტასტიკური იყო.

ახალწვეულების სადებიუტო შეხვედრა:

ჰენრიხი ტოპ-კლასის ფეხბურთელია და 27/28 წლის ასაკში, ფეხბურთელისთვის საუკეთესო დონეზე იმყოფება. ის ძალიან სწრაფად ფიქრობს. ცენტრ-ფორვარდის უკან, მხითარიანს განსხვავებულ პოზიციებზე თამაში შეუძლია. მას ამჟამად საუკეთესო ფორმა არ აქვს, თუმცა, ჰენრიხის პერფორმანსი ძალიან დადებითი იყო.

ფანებმა აჩვენეს, თუ როგორ მოსწონთ მათ ერიკ ბაიის მუშაობა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებულ გარემოდან მოვიდა, მაგრამ უნდა დაუკვირდეთ იმას, თუ ვინ არის ის ამ მომენტში. მე მას ყველაფერს მივცემ იმისთვის, რომ იყოს უკეთესი, როგორც სხვა მცველები, ჩემს ხელში. მან, შეძენისას აჩვენა საკუთარი სრული პოტენციალი.

ახალგაზრდების შესახებ:

შენ შეგიძლია ითამაშო 90 წუთი, ან 1 წუთი და შეიძლება ეს ერთი წუთი სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. აქსელ ტუანზებესთვის 10 წუთი საკმარისი აღმოჩნდა! [იცინის] მისი პოტენციალი აქ არის, თქვენ კი მისი ნახვა შეგიძლიათ. თქვენ მას ჩემზე კარგად იცნობთ. აქსელი "იუნაიტედში" უკვე მერამდენი წელია რაც ასპარეზობს, ხოლო მე აქ რამდენიმე კვირაა რაც ვარ. ყველას შეუძლია ნახოს, რომ აქსელის ნიჭის სანახავად საკმარისი მხოლოდ ათი წუთი იყო.

ანდრეასს ძალიან დიდი ნიჭი აქვს. მას შესანიშნავი ხედვა და ბრწყინვალე ტექნიკა გააჩნია. მე ვსაუბრობ ორ ფეხბურთელზე, თუმცა ამ გუნდში ბევრი ისეთი ბიჭია, რომლებიც არანაირ ზეწოლას არ გრძნობენ და ცხელ, თუ ცივ სიტუაციებში სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ეს იყო ჩემთვის, მათი შესაძლებლობების სანახავად შესანიშნავი გზა.
ახალი ამბები, ინტერვიუები, პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: glory28
17 ივლისი 2016 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Qesha
გაუმარჯოს სასტავს... კაროჩე ჩელსის ქომაგი ვიყავი და ძალიან მიყვარდა როცა იუნაიტედს უგება მ,ანამ სანამ მოუ საბოლოოდ არწმოვიდა იქედანნ.. ეხლა აქ ვარ ვწერ კომენტარს და დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი ყველაპერს მოიგებს იუნაიტედთან ერთად ეს კაცი და მე აქ თქვენთანერთად უნდა ვუქომაგო ჯოსეს...

ჯოზეს ფანი ხარ ძმა , მეც იმ იმედით ვუყუებ ჯოზეს რომ ყველაფერს მოიგებს
0
№12
ავტორი: LASHQARA
17 ივლისი 2016 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დეპაის კი ჯობდა ხითარიანი, თამაშსს ბევრად ამწვავებდა, მაგრამ აი მომენტებს რომ ვერ იყენებენ ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება, ეგ ჭირდა ვან გაალის დროსაც ამ გუნდს. ფეხბურთელებმა უფრო მაღალი დონე უნდა აჩვენონ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ შეიძლება 13 ჯერ დაარტყა კარში და მხოლოდ ორჯერ ჩაერთოს მეკარე თამაშში ესე ვერცერთ გრანდს ვერ დავამარცხებთ წინ ისეთი თამაშები გველოდება ყველა მომენტი მოსაფრთხილებელი იქნება შეიძლება მთელ თამაშში სამი 100% საგოლე მომენტი გქონდეს და თუ ვერცერთს ვერ გამოიყენებ აუცილებლად წააგებ თამაშს ... აი ამაზე უნდა ივარჯიშოს გუნდმა დღევანდელ თამაშში რაც მატამ გააკეთა ეგაა იმის ნათელი მაგალითი რაზეც ვსაუბრობ აი ესე უნდა მოიქცეს ყველა ფეხბურთელი, რაც გოლთან გაახლოვებს ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო თუ გინდა გაიმარჯვო და რამეს მიაღწიო love am
0
№13
ავტორი: JuanMata
17 ივლისი 2016 01:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მხითოს და ბაიის თამაშს ველოდებოდი ყველაზე მეტად, ორივე მომეწონა, მხითარიანს კარგი ხედვა აქვს, მცველებს იკრავს და მერე კარგ პასებს აკეთებს, ის გოლიც რომ შეეგდო მაგარი იქნებოდა.

დეპაიმ იმედი გამიცრუა, იანგიც ცოტა უაზროდ თამაშობდა, დანარჩენები კარგები იყვნენ ასე თუ ისე. პერეირას გოლი მაგარი იყო.

ნუ ეს თამაშები რეალურ ძალას მაინც არ აჩვენებს, პირველი თამაშია, და ალბათ თავისი ძალის მეთაედი აჩვენეს ფეხბურთელებმა.
0
№14
ავტორი: The AnsweR
17 ივლისი 2016 03:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ბაი ძაან მაგარი იყო მხითოც მომეწონა ასე თუ ისე ფოსუ მენსაც კაი იყო ერერა მატა და პერეირასაც არ დაეწუნებათ არაფერი
0
№15
ავტორი: nika1997
17 ივლისი 2016 04:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Karoche bai udzleresi dadgeba sagol momkalit da fosu mensas imedi ar maqvs lndgardi kide ar aris saginebeli magari teqniluri bichiaaa da bevri ishroma memfisi kide iemdi maqvs atamashdeba sheyvatebulia gonia eg chemisa pereira kide sagol momewona nu kaebi arain mara mtavari vhempionatis dawyeba da nisi dziritadi shemadgelnoba a
0
№16
ავტორი: stepno
17 ივლისი 2016 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love კარგიაა რო პირველი თამაში მოვიგეთ love ბაი მხითო ორივე მაგარი შენაძენია აქედანვე ჩანს smile აი დეპაის ცოტახანი უყურებს ალბათ მოუ და მერეე სავარაუდოდ გაყიდის თუ ესე გააგრძელა laughing
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top